"ატლანტასა" და "შარლოტას" ამხანაგურ მატჩში ქართველი ცენტრის თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა
როგორც იქნა, კალათბურთი ამერიკაშიც დაბრუნდა - NBA-ს გუნდებმა პირველი საგამოფენო მატჩები ჩაატარეს.

რადგან ლოკაუტის გამო სეზონის დასაწყისი დეკემბრამდე გადაიდო, საკონტროლო შეხვედრათა რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდა.

მაგალითად, ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ორი ამხანაგური თამაშის ჩატარება მოუწევს. პირველი 19 დეკემბერს შარლოტში ადგილობრივ "ბობქეთსთან" გამართა. მეორესაც ამ გუნდთან ითამაშებს, ოღონდ ატლანტაში, 22 დეკემბერს.

ამერიკულ გამოცემებში "შარლოტი"-"ჰოქსის" დაპირისპირების მიმოხილვები მასპინძელი ახალწვეული კემბა უოლკერის კომპლიმენტებით იწყება, რომელიც შარლოტელებმა ამ ზაფხულს დრაფტის მე-9 ნომრად აირჩიეს. კემბამ 18 ქულა ჩააგდო და გადამწყვეტ მომენტშიც იყოჩაღა: ბოლო წუთნახევარში 5 ქულა მიითვალა და მასპინძლებს 79:77 გაამარჯვებინა.

არადა, მეოთხე პერიოდის დასაწყისში ზაზა ფაჩულიას ორქულიანით "ატლანტა" 70:65 დაწინაურდა. სირენამდე 5 წუთით ადრე ქართველმა ცენტრმა ორი საჯარიმოთი თანაგუნდელები კვლავ წინ გაიყვანა - 73:71, თუმცა ამ ანგარიშზე მწვრთნელმა ზაზა სათადარიგოთა სკამზე დასვა და თამაშის ჩამთავრება ახალწვეულებს მიანდო. ფაჩულიამ 8 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

საინტერესოა, რომ მატჩში მონაწილეობა თხუთმეტმა ატლანტელმა და ცამეტმა შარლოტელმა მიიღო.

ნამატჩევს ქართველის შესახებ "ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ლარი დრიუმაც ილაპარაკა და სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმაც. ჯერ ჯორჯიელთა თავკაცს მოვუსმინოთ:

- ზაზა თამაშში ჩვეულად ჩაერთო და კარგადაც გაისარჯა. სწორედ ის გააკეთა, რასაც მისგან ვითხოვ. დღეს სათამაშო დრო 15 კალათბურთელზე გავანაწილე, მაინტერესებდა ვინ როგორ ხვდება ახალ სეზონს.

ყველა რგოლი თანაბრადაა დაკომპლექტებული, მხოლოდ სათადარიგო გამთამაშებლის საკითხი მაფიქრებს. წლეულს დიდ ყურადღებას მივაქცევ სათადარიგოებს, რადგან ხშირად მომიწევს ცვლილებების განხორციელება, რადგან წინა სეზონთან შედარებით სწრაფი და აგრესიული კალათბურთი უნდა ვითამაშოთ.

ცნობისთვის, მალე "ატლანტა ჰოქსის" უკანა ხაზს თავისუფალი აგენტი ჯანერო პარგო გააძლიერებს, რომელიც 2009-11 წლებში "ჩიკაგო ბულსის" ღირსებას იცავდა.

ელ ჰორფორდმა გუნდის წინა ხაზზე ილაპარაკა:

- ჯეისონ კოლინზი გამოცდილი მოთამაშეა. ზაზა ფაჩულიას დიდი იმედიც გვაქვს. იგი ფარქვეშ არავის არაფერს უთმობს. თანაც, ზაზა ფორმაშია - ამერიკაში ჩამოსვლამდე თურქეთში თამაშობდა. ასე რომ, გულშემატკივარს "ატლანტას" წინა ხაზის გამო სანერვიულო არა აქვს.

შარლოტი-ატლანტა 79:77

ზაზა ფაჩულია: 18:01 წუთი, 8 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ფოლი, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:09 ზაზამ სმიტი შეცვალა

03:59 ორქულიანი: 2ქ (19:14)

02:13 ორქულიანი: არაზუსტი

00:54 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 21:24)

00:39 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:00 სამქულიანი: არაზუსტი

II პერიოდი

09:56 ორქულიანი: არაზუსტი

09:49 ორქულიანი: არაზუსტი

09:27 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

08:49 ბენსონმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:55 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

02:45 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 63:60)

01:24 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

IV პერიოდი

10:38 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

10:00 ორქულიანი: 6ქ (70:65)

08:32 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

08:30 შეცდომა: 1

07:48 ორქულიანი: არაზუსტი

05:43 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

05:43 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 73:71)

04:54 ფოლი: 1

04:54 ბენსონმა ზაზა შეცვალა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს