სასკოლო სასპორტო კლუბ "მორკინალის" მესვეურებმა გადაწყვიტეს, სპორტის 10 სახეობაში პირველი თამაშები ჩაეტარებინათ
წლეულს ოქტომბერში დაფუძნდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასკოლო სასპორტო კლუბი "მორკინალი" (პრეზიდენტი - ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, ვიცე-პრეზიდენტები: გია ბეგიაშვილი და დავით ხავთასი, გენერალური მდივანი შალვა ცომაია), რომელშიც რაიონის ხუთი საჯარო სკოლა გაერთიანდა. კლუბის მიზანია მოსწავლეთა შორის სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, დედაქალაქის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების დაახლოება და სპორტულ თამაშებში ჩართვა, გლდანი-ნაძალადეველ მოსწავლეთა ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების შერჩევა და საქალაქო პირველობებისთვის მომზადება.

"მორკინალი" ჩამოყალიბების პირველი დღიდანვე გადავიდა კონკრეტულ საქმეზე. კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, სპორტის 10 სახეობაში ჩაეტარებინათ "მორკინალის" პირველი თამაშები (შეჯიბრებებში უმთავრესად VII-X კლასელები მონაწილეობენ).

სარბიელზე პირველად ფეხბურთელები გავიდნენ. 9 საჯარო სკოლის გუნდების დაპირისპირება 115-ე სკოლის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, 173-ე და 207-ე სკოლების წარმომადგენლები გავიდნენ. ქართულ ჭიდაობაში 12 სკოლის მოსწავლეები ჩაებნენ სამ წონით კატეგორიაში. ლილოდანაც ჩამოვიდნენ ნორჩი ფალავნები. წონების მიხედვით პირველ ადგილებზე გავიდნენ მამუკა ჩოქური (60 კგ., 107-ე სკოლა), ცოტნე მეტრეველი (70 კგ., 207-ე), გიორგი ძებისაშვილი (აბსოლუტური, 173-ე).

ფრენბურთელ ვაჟთა შეჯიბრებაში გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის 19 სკოლის გუნდებმა იასპარეზეს.

ორგანიზატორებმა ისინი ოთხ ჯგუფში განთესეს, საიდანაც ორი-ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნახევარფინალში 45-ე სკოლის გუნდმა 181-ე სკოლელებს აჯობა 2:0.

ასეთივე ანგარიშით 115-ე სკოლამ მე-16-ს მოუგო. გუშინ ფინალური შეხვედრა გაიმართა. 115-ე სკოლის ფრენბურთელებმა 3:0 დაამარცხეს 45-ე სკოლის თანატოლები და მთავარი პრიზი მოიპოვეს. მე-3 ადგილზე 181-ე სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები სახელოვანმა ქართველმა ფრენბურთელმა, 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ვაჟა კაჭარავამ დააჯილდოვა.

- ნამდვილად მოსაწონი და მისაბაძია "მორკინალის" წამოწყება. ასეთი შეჯიბრებები ხელს უწყობს არა მარტო სპორტის ამა თუ იმ სახეობის პოპულარიზაციას, მასობრიობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ტალანტების გამოვლენას. ასე რომ, ამ პატრიოტულ საქმეში "მორკინალს" წარმატებას ვუსურვებ, - აღნიშნა ტურნირის საზეიმო დახურვისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

- თებერვალ-მარტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზი უმაღლესი სასწავლებლების ფრენბურთელთა პაექრობებს უმასპინძლებს. ორგანიზატორებს მივმართეთ თხოვნით, რომ "მორკინალის" მოსწავლეთა ნაკრებიც ჩართონ ამ შეჯიბრებაში, რადგან გაზაფხულზე საქართველოს პირველ ლიგაში ვაპირებთ მონაწილეობას. გუნდს 115-ე სკოლის პედაგოგი, ქვეყნის ფრენბურთელთა ნაკრების წევრი თამთა დანელია უხელმძღვანელებს, - გვითხრა გია ბეგიაშვილმა.

დავით ხავთასი: "მორკინალის" პირველი თამაშების პროგრამით გათვალისწინებულ 7 შეჯიბრებას გაისად თებერვალ-აპრილში ჩავატარებთ. პაექრობებში აქტიურად მასწავლებლებსაც ჩავრთავთ. მაგალითად, ჩოგბურთსა და ჭადრაკში 5-5 მონაწილე იქნება, მათგან ორ-ორი - პედაგოგი.

ტურნირის ჩატარებაში დიდ დახმარებას გვიწევს ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, რომელიც არა მარტო ჩვენი კლუბის პრეზიდენტია, არამედ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატიცაა. აქტიურად ვითანამშრომლებთ განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან, ასევე, "მორკინალის" თამაშების პროგრამაში შემავალი სპორტის სახეობების ეროვნულ ფედერაციებთან. მომავალი წლიდან ტურნირებში მხოლოდ თბილისის რაიონების სკოლების ჩაბმით არ შემოვიფარგლებით - გეოგრაფიას გავზრდით, რათა, რაც შეიძლება, მეტი მოზარდი მოვიზიდოთ სპორტში და ცხოვრების ჯანსაღ წესს ვაზიაროთ ისინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა