სერბული "ვოივოდინას" 25 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა ლვოვის "კარპატიში" ან თბილისის "დინამოში" გააგრძელოს
შესაძლოა, გიორგი მერებაშვილმა კარიერა ლვოვის "კარპატიში" ან თბილისის "დინამოში" გააგრძელოს. ეს სერბული "ვოივოდინას" 25 წლის ფეხბურთელმა თავად გვითხრა:

"ამჟამად უკრაინაში ვარ მოლაპარაკებაზე. ჩემით ლვოვის "კარპატია" დაინტერესებული. მოლაპარაკებას სერგო ქუთათელაძე აწარმოებს და ვნახოთ, რა როგორ იქნება - ლვოველებს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა სურთ.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე "კარპატის" ფეხბურთელი ვარ - აგენტი ლვოველებს ისევე ელაპარაკება, როგორც რამდენიმე სხვა კლუბს", - ამბობს მერებაშვილი.

გერმანული ინტერნეტ-გამოცემა "ტრანსფერმარკეტი" მერებაშვილის ტრანსფერს 1,5 მილიონ ევროდ აფასებს, თავად ფეხბურთელი კი არ ასახელებს იმ თანხას, რომლის გადახდაზეც "კარპატი" თანახმაა.

ამასთან, გიორგიმ დაგვიდასტურა ის ინფორმაციაც, რომ მისი დაბრუნება თბილისის "დინამოს" სურს.

სად უფრო მიუწევს გული? ამ კითხვაზე მერებაშვილმა გვიპასუხა, რომ მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, რადგან ნოვი სადის "ვოივოდინასთან" კონტრაქტი 2012 წლის მაისში უმთავრდება და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი კლუბი გადაუხდის სერბებს სასურველ თანხას.

მერებაშვილის თქმით, სერბეთში დარჩენაზე უარი თავად თქვა:

"სერბებს კონტრაქტის გაგრძელება უნდოდათ, თუმცა უარი ვუთხარი. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ დარჩენიათ, უნდა გამყიდონ".

გიორგისგან ისიც შევიტყვეთ, რომ "სპორტსკი ჟურნალმა" სერბეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ვერაფერს იტყვი, კარგი ამბავია, მაგრამ, თუ სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპაში იოლად გადადის, ნუთუ მერებაშვილს არ აქვს ამის შანსი?

"გეთანხმები, სერბეთიდან ევროპაში, რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯია, მაგრამ - არა ქართველისთვის, სერბი რომ ვიყო, სხვა საქმეა", - ამბობს გიორგი.

ჩვენ კი ის ინფორმაციაც მოვიძიეთ, რომ "ვოივოდინას" მთავარმა მწვრთნელმა, დეიან ვუკიჩევიჩმა პირველი წრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ ვეთანხმები კლუბის მეპატრონეთა სურვილს, გაყიდონ ექვსი წამყვანი ფეხბურთელიო. მის მიერ დასახელებულთა შორის კი გიორგი მერებაშვილიც იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulshematkivari
მერება აქაც საუკეთესო იყო და იქაც საუკეთესოა სადაც გინდა წავიდეს ყველგან თავის სიტყვას იტყვის გმერთმა დაგლოცოს დზალიან გვიყვარხარ წარმატებებს გისირვებთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა