„არსენალის“ თავკაცმა ბირმინგემის „ვილა პარკზე“ უყურა, როგორ გაიტანა მისმა გუნდმა გვიანი გამარჯვების გოლი და უშნო ფეხბურთით გაიმარჯვა
„არსენალის“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა ბირმინგემის „ვილა პარკზე“ უყურა, როგორ გაიტანა მისმა გუნდმა გვიანი გამარჯვების გოლი და უშნო ფეხბურთით გაიმარჯვა. „ასტონ ვილას“ კარში, 87-ე წუთზე, 31 წლის ებრაელმა ვარსკვლავმა, იოსი ბენაიუნმა შეაგდო.

„დღეს, ყველაფერი ძალიან პროზაულად მოხდა, ორი გოლი გავიტანეთ და ორივე სტანდარტული მდგომარეობიდან — თქვა „მეთოფეთა“ თავკაცმა — შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ისტორიული დღეც კი იყო. მთლიანად თამაში მეტისმეტად დაძაბული გახლდათ. ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ მებრძოლი სულის გუნდი გვყავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ გონს მოვეგეთ და დღეს სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ“.

საინტერესოა, რომ კვლავ დაფიქსირდა კანონზომიერება — გაიტანა რობინ ვან პერსიმ და გუნდმაც მოიგო. ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა შეხვედრის დასაწყისში პენალტით გახსნა ანგარიში. „ვილას“ ფეხბურთელთაგან ანგარიში მარკ ოლბრაიტონმა გაათანაბრა. ეს გახლდათ ბირმინგემული კლუბის მე-2000-ე გოლი პრემიერლიგაში. ვენგერმა დასძინა:

„მასპინძლებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ისინი სახიფათოდ უტევდნენ და შეიძლება ითქვას, ჩვენ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ბოლო დღეებში ორი თამაში სტუმრად გავმართეთ, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, რამაც, რასაკვირველია, დიდი ძალ-ღონე მოითხოვა. კვირას, „მანჩესტერ სიტისთან“ დავმარცხდით. ვფიქრობ, ამ დამარცხებაში თავისი როლი უიღბლობამაც ითამაშა. ასეა, ერთ შეხვედრაში მეტოქეს გაუღიმა ბედმა, მეორეში ჩვენ“.

რობინ ვან პერსის, ახლა, ალან შირერის პრემიერლიგურ რეკორდამდე ორი გოლიღა აკლია — კალენდარულ წელიწადში (და არა საფეხბურთო სეზონში, რომელიც აგვისტოში იწყება და მაისში მთავრდება) შირერმა, თავის დროზე, 36 გოლი შეაგდო. ვან პერსის დღეისათვის 34 აქვს გატანილი და 1 იანვრამდე ორი საშინაო თამაში დარჩა, „ვულვერჰემპტონთან“ და „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“.

ვენგერმა თავისი ფორვარდის შესახებ ასე თქვა:

„როდესაც ვუყურებ, როგორი დატვირთვით თამაშობს რობინი ყოველ შეხვედრაში, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: ხომ არ დავასვენო მომდევნო ტურში? დღესაც იგივე განმეორდა, მაგრამ მან თავად მითხრა, რომ დასვენება არ სჭირდებოდა და მეც გავრისკე. დღეს მას რეკორდამდე ორი გოლიღა დარჩა, ჰოდა... სწორედ ახლა დავასვენებ“.

სავარაუდოდ, ვან პერსი შეფს ხუმრობას დაუფასებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა