გერმანიის თასი. 1/8 ფინალი. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა: პირველად ათი წლის შემდეგ - მეოთხელიგელი მეოთხედფინალში!

ჰოლშტაინ კილი-მაინცი 2:0

ჰოლშტაინ კილი (4-2-3-1): იენსენი - ჰერმანი, ბერცელი, იურგენსენი, პოგენბერგი - ს. მიულერი, კაციორი (90. შულცი) - ზიდშლაგი, სიკორა, ლინდნერი (91. ვეტერი) - ჰაიდერი.

მაინცი (4-3-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი (46. შიონჰაიმი) - კირხჰოფი, ბაუმგარტლინგერი (64. ალაგუი), სოტო - ნ. მიულერი - გავრანოვიჩი, უჯა (68. ჩუპო-მოტინგი).

გოლები: 1:0 უჯა (6-საკ. კარში), 2:0 ს. მიულერი (64)

გაფრთხილება: ჰაიდერი

მაყურებელი: 10 649

სამშაბათს „ფიურტმა“ „ნიურნბერგი“ რომ გააგდო, ეს ამბავი სენსაციად შევრაცხეთ და სავსებით ლოგიკურადაც, მაგრამ ეს ჟურნალი ყოფილა, კინო კი თურმე ოთხშაბათს გველოდა: „ჰოლშტაინ კილი“ არის გუნდი, რომელიც გერმანიის რიგით მეოთხე ლიგაში თამაშობს და ამ გუნდმა თასიდან „მაინცი“ დაიფრინა!

მერვედფინალში მყოფ გუნდებს შორის ერთი შეხედვით ყველაზე უსუსურმა „მაინცი“, რომელიც საკმაოდ ამბიციური გუნდია ბუნესლიგაში, აბსოლუტურად დამსახურებულად, 2:0 დაამარცხა და გახდა პირველი მეოთხელიგელი ბოლო ათი წლის მანძილზე, რომელმაც გერმანიის თასის მეოთხედფინალში გააღწია. ათი წლის წინათ ასეთივე წარმატებას „მაგდებურგმა“ მიაღწია...

ვერ ვიტყვით, რომ „მაინცმა“ მეორე შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ ფაქტია, მწვრთნელმა თომას ტუხელმა რამდენიმე პოზიაზე როტაციას მიმართა, რაც ნამდვილად არ იყო გაუმართლებელი ნაბიჯი - ეს გუნდი „კილს“ მთლიანად სარეზერვო შემადგენლობითაც უნდა უგებდეს. კილელებმა პრაგმატული ფეხბურთი ითამაშეს და „მაინცს“ ფაქტობრივად არაფერი გააბედინეს. შერცხვენილთა მენეჯერი კრისტიან ჰაიდელი მატჩის შემდეგ თითქმის ყვიროდა, ასეთ გუნდს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოედანზე უნდა ვუგებდეთო.

აღსანიშნავია, რომ „ჰოლშტაინ კილმა“, რომელიც ჩრდილოეთ რეგიონალლიგაში მეორე ადგილზეა, „მაინცამდე“ გერმანიის თასიდან მეორებუნდესლიგური კლუბები, „კოტბუსი“ (3:0) და „დუისბურგი“ (2:0) გააგდო და ნახეთ, კილელებმა კარი ელიტის წარმომადგენელთანაც მშრალად შეინახეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ გუნდს სულაც არ აქვს პატარა ისტორია - „ჰოლშტაინ კილი“ გაისად ასი წლის ხდება, გერმანიის თასის მეოთხედფინალში კი 1943 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

საინტერესოა ისიც, რომ ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა: მე-6 წუთზე მაინცელთა თავდამსხმელმა უჯამ კუთხურის შემდეგ ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა. საფინალო სასტვენის შემდეგ მეოთხელიგელის მწვრთნელი ტორსტენ გუთცაითი და მისი შეგირდები მაყურებლებთან ერთად (შეხვედრას 11 ათასი ფანი ესწრებოდა) დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ზეიმობდნენ.

ჰერტა-კაიზერსლაუტერნი 3:1

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, იანკერი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ლუსტენბერგერი (80. ნიმაიერი) - ებერტი, რამოსი, რონი (90. ბენ-ჰატირა) - ლასოგა.

კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ტრაპი - დიკი, აბელი (46. ამედიკი), როდნი, ბუგერა - ფორტუნისი (77. დე ვიტი), ტიფერტი, კირხი, შაჰანი - ნემეცი (67. კუემაა), შეხტერი.

გოლები: 1:0 რამოსი (43), 1:1 შეხტერი (51), 2:1 ლასოგა (59), 3:1 ებერტი (91)

გაფრთხილება: ებერტი

მაყურებელი: 40 944

უმწვრთნელოდ დარჩენამ და სკანდალურმა დისკუსიებმა „ჰერტაზე“ ცუდად არ იმოქმედა: ლევან კობიაშვილმა და კომპანიამ „კაიზერსლაუტერნის“ ბარიერი ფაქტობრივად უპრობლემოდ დაძლიეს. მარკუს ბაბელის გაშვებისა და მიხაელ სკიბეს მოსვლამდე, „ჰერტას“ მარკუსის ასისტენტმა რაინერ ვიდმაიერმა უხელმძღვანელა. ბერლინელებმა, ისევე, როგორც ყველა მეოთხედფინალისტმა, ამ გამარჯვებისთვის პრემიის სახით გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან 1 125 000 ევრო მიიღეს.

შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბოკა, ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი (77. გებჰარდტი), გენტნერი, ოკაზაკი (91. ნიდერმაიერი) - კაკაუ (76. შიბერი).

ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, კაჩარი (69. ტეშე) - თიორე (80. სონი), იანსენი (46. პეტრიჩი) - ილიჩევიჩი - გერერო.

გოლები: 1:0 კაკაუ (23), 1:1 კვისტი (54-საკ. კარში), 2:1 კაკაუ (62)

გაფრთხილება: გერერო, პეტრიჩი

მაყურებელი: 38 600

როცა ტორსტენ ფინკი „ჰამბურგის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რაც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, პირველი, რაც ახალგაზრდა სპეციალისტმა თქვა, ეს იყო: „ჩვენ არ გავარდებით პირველი ბუნდესლიგიდან და შევეცდებით, გერმანიის თასი მოვიგოთ.“ მას მერე ჩრდილოელებს წაგება არ ჰქონდათ და ფინკმა ახალ თანამდებობაზე პირველი მარცხი მაინცდამაინც გერმანიის თასზე განიცადა - შესაბამისად, ბერლინზე და გაისად ევროპა ლიგაში თამაშზე ოცნებაც დამთავრდა.

სამაგიეროდ, ამ ყველაფერზე ოცნებას „შტუტგარტი“ აგრძელებს, ოღონდ, გამარჯვებით გამოწვეული სიხარული შვაბური კლუბის ხელმძღვანელებს ფანებმა ჩაუმწარეს - სტადიონზე რადიკალურმა გულშემატკივრებმაც შეაღწიეს და საფინალო სასტვენის შემდეგ სიტუაციის არევას შეეცადნენ: მათ 15-ზე მეტი ბენგალო-ცეცხლი დაანთეს და „მერსედეს-ბენც-არენას“ ტრიბუნები კვამლით დაიფარა. მოგვიანებით კი დიდი ტრანსფარანტიც გადმოფინეს: „ყველა შტუტგარტელ ჰულიგანს შობას ვულოცავთ!“

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გერმანიის თასის მეოთხედფინალში გასვლისთვის მიღებული პრემიის ნაწილს „შტუტგარტი“ ისევ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ანგარიშზე გადარიცხავს - ფაქტია, შვაბებს ჯარიმა არ ასცდებათ.

ბორუსია (მ)-შალკე 3:1

ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (88. მარქსი), არანგო - როისი (92. ბრუვერსი) - ჰანკე (71. დე კამარგო).

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ხურადო (80. ბაუმიოჰანი), ჯონსი - ჰიოგერი (71. მარიკა), რაული, პუკი (46. დრაქსლერი) - ჰუნტელაარი.

გოლები: 1:0 არანგო (18), 2:0 როისი (56), 2:1 დრაქსლერი (70), 3:1 როისი (88)

გაძევება: ჰუნტელაარი (46. შალკე), ჯონსი (92. შალკე)

გაფრთხილება: დე კამარგო - პაპადოპულოსი

მაყურებელი: 54 057

მორჩა, „შალკე“ ტიტულს ვერ შეინარჩუნებს: გერმანიის თასის მფლობელი მიონხენგლადბახში 1:3 დამარცხდა - მატჩის გმირი კი, რა თქმა უნდა, მარკო როისი გახდა, რომელმაც ლევან ყენიას გუნდს ორი გოლი გაუტანა.

შეხვედრის მე-6 წუთზე ისეთი რამ მოხდა, რაზეც მერე მთელი საფეხბურთო გერმანია ლაპარაკობდა: თამაში შეწყვეტილი იყო, როცა გელზენკირხენელთა საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ფეხბურთელადაა ცნობილი, როისის გარშემო ტრიალებდა და უცებ მიონხენგლადბახელთა ლიდერს ფეხი ჩაარტყა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯონსმა ეს აშკარად გამიზნულად გააკეთა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ჯონსი ამის გამო მოედნიდან არ გაუძევებიათ, თუმცა ბოლოს მაინც დაიმსახურა წითელი ბარათი - იგორ დე კამარგოსთან კინკლაობისთვის. როისმა კი ჯონსზე და მთლიანად „შალკეზე“ შური დუბლით იძია.

ჯონსი ერთადერთი შალკელი არ იყო, რომელსაც ოთხშაბათს მოედანი დაატოვებინეს. გაცილებით ადრე, 46-ე წუთზე გააგდეს გელზენკირხენელთა გოლეადორი კლაას-იან ჰუნტელაარი (მსაჯის შეურაცხყოფისთვის). აღსანიშნავია, რომ „შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი თავის ადგილზე არ იყო - ჰოლანდიელი სპეციალისტი მშობლიურ სიტარდშია, სადაც დედამისი სიკვდილს ებრძვის...

1/4 ფინალის წილისყრა

8 თებერვალი

ჰოფენჰაიმი-ფიურტი

ჰერტა-ბორუსია (მ)

შტუტგარტი-ბაიერნი

ჰოლშტაინ კილი-ბორუსია (დ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა