მარდინში, ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს სძლია და მესამე საფეხურზე აინაცვლა
მარდინში მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი 2 ქულა მოიპოვა - 3:1 დაამარცხა შეჯიბრების ერთ-ერთი აუტსაიდერი საბერძნეთის გუნდი და გათამაშების ცხრილის მესამე საფეხურზე აინაცვლა.

ამ საქმეში ჩინელებმაც შეგვაშველეს ხელი: უპირველესი კონკურენტი - რუსეთის ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები 4:0 გაანადგურეს (აზიელებმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს პირველ ჩემპიონატშიც მსგავსი ანგარიშით სძლიეს, შარშანწინ კი ფრეს (2:2) დასჯერდნენ).

მე-5 ტურის შედეგები:

საბერძნეთი - საქართველო 1:3 (ელენა დემბო - ნანა ძაგნიძე 0:1, მარინა მაკროპულუ - ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5, ეკატერინი ფახირიდუ - ბელა ხოტენაშვილი 0:1, ეკატერინი პავლიდუ - სალომე მელია 0,5:0,5), რუსეთი-ჩინეთი 0:4 (ნადეჟდა კოსინცევა - ჰოუ იფანი 0:1, ტატიანა კოსინცევა - ცზიუ ვენძიუნი 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი - ჟაო სიუ 0:1, ვალენტინა გუნინა - თან ჟონი 0:1), ვიეტნამი-ინდოეთი 0:4 (ნუგენ ლე ტაო - ჰამფი კონერუ 0:1, ჰოანგ თი ბაო თრამი - ჰარიკა დრონავალი 0:1, ნგუენ თი მაი ჰუნგი - ტანია საჩდევი 0:1, ჰოანგ თი ნჰუ ი - როუთ რადმინი 0:1), სომხეთი - თურქეთი 3,5:0,5 (ელინა დანიელიანი - ბეთულ ილდიზი 1:0, ლილით მკრტიჩიანი - კუბრა ოზთურქი 0,5:0,5, ლილით გალოიანი - კარდელენ ქემჰანი 1:0, მარია კურსოვა - იისიმ პატელი 1:0), სამხრეთ აფრიკა - უკრაინა 0:4 (სესილ ვან დერ მერვე - ანა უშენინა 0:1, ანზელ სოლომონსი - მარია მუზიჩუკი 0:1, დენის ფრიკი - ინა გაპონენკო 0:1, ლორენ ვან ნიეკერი - ტატიანა ვასილევიჩი 0:1).

ხუთი ტურის შემდეგ: ჩინეთი-10 (17,5), ინდოეთი-9 (17), საქართველო-7 (12,5), რუსეთი-6 (9,5), უკრაინა-5 (12), სომხეთი-4 (9,5), ვიეტნამი-4 (8), თურქეთი-4 (8), საბერძნეთი-1 (5), სამხრეთ აფრიკა-0 (1).

დღეს მოჭადრაკეები დაისვენებენ, ხვალ კი მე-6 ტურის პარტიები გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: უკრაინა - საქართველო, ჩინეთი - საბერძნეთი, ინდოეთი - რუსეთი, თურქეთი - ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა - სომხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა