"ჯენოას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებული ალბერტო მალეზანის ადგილს პასკუალე მარინო დაიკავებს
სერია A-ს გამოტოვებული ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ჯენოას" უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.

მინდა იმის შესახებ მოგახსენოთ, რაც გენუელთა ასეთმა კატასტროფულმა მარცხმა გამოიწვია - გუშინ გვიან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ალბერტო მალეზანი გაათავისუფლეს, მის ადგილს კი 49 წლის სპეციალისტი, პასკუალე მარინო დაიკავებს.

ამრიგად, ახალი წლიდან კახა კალაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რომელიც თავის დროზე მეტნაკლები წარმატებით წვრთნიდა "კატანიას", "უდინეზეს", "პარმას" და ქვედა ლიგების რამდენიმე გუნდს.

გუშინვე, პრესასთან სასაუბროდ "ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ მოიცალა და შემდეგი განაცხადა:

"ნეაპოლურ მატჩს იქამდე ვუყურე, სანამ ანგარიში 3:0 გახდებოდა, შემდეგ კი უბრალოდ ვეღარ გავუძელი დამცირებას და ტრიბუნები დავტოვე. დიდი იმედი მქონდა, რომ მალეზანისთან ერთად წლების განმავლობაში ვიმუშავებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. არასდროს ვყოფილვარ ისეთი შერცხვენილი, როგორიც "ნაპოლისთან" მატჩის მსვლელობისას და რადიკალური ზომებიც ამის გამო მივიღე. იმედია, პასკუალე მარინო მალე გაერკვევა ვითარებაში და ახალი წლიდან უკეთ ავთამაშდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა