პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციას სათავეში ყოფილი ჩოგბურთელი და ATP-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი, ბრედ დრიუეტი ჩაუდგა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ყოფილი ჩოგბურთელი და ATP-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი ბრედ დრიუეტი. ის ასოციაციის პრეზიდენტის სავარძელს 2012 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს.

53 წლის ავსტრალიელი ფარული კენჭისყრის წესით სამი წლის ვადით აირჩიეს ATP-ის პრეზიდენტად. 1999 წლიდან მოყოლებული დრიუეტი ATP International Group-ის გენერალურ დირექტორად მუშაობდა და ორგანიზაციის მუშაობას კურირებდა ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ოკეანეთში. მანამდე ის მოთამაშეთა საბჭოში შედიოდა. გარდა ამისა, 2001 წლიდან დრიუეტი წლის შემაჯამებელი ტურნირის დირექტორი იყო.

12-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში დრიუეტმა ორი ტიტული მოიპოვა, მსოფლიოს რეიტინგში კი მისი უმაღლესი პოზიცია 34-ე ადგილი იყო. ის დევისის თასზე ავსტრალიის ნაკრებს წარმოადგენდა. იუნიორებს შორის ორჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ხოლო პროფესიულ კარიერაში ერთხელ ამავე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშა.

"მოხარული ვარ, რომ ATP-ის ხელმძღვანელობის საშუალება მომეცა. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის ნაწილი იმ დღიდან ვარ, როცა პროფესიონალი ჩოგბურთელი გავხდი, - ამბობს ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დრიუეტი. - ATP World Tour და მთლიანად მამაკაცთა ჩოგბურთი დღეს არნახულად ძლიერია. და ვაპირებ მოქმედ ჩოგბურთელებთან ერთად განვავრცო ეს წარმატებული პერიოდი. აღფრთოვანებით ვუყურებ სამომავლო პერსპექტივებს".

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა