ახროლჯან რუზიევი თბილისის, როგორც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის მზადყოფნას აფასებს
23 დეკემბერს, სპორტის სასახლეს ჭიდაობის ფედერაციის დელეგატი - ახროლჯან რუზიევი ეწვია და მოედანი და გასახდელები დაათვალიერა. თბილისი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია და რუზიევი თბილისის როგორც მასპინძელი ქალაქის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადყოფნას აფასებს.

საერთაშორისო ფედერაციის დელეგატმა სპორტის სასახლის გარდა ის სასტუმროები მოინახულა სადაც სპორტსმენებმა და მსაჯებმა უნდა იცხოვრონ. სპორტის სასახლეში რუზიევს მასპინძლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დავით ნამგალაურმა და გიორგი გალდავამ გაუწიეს.

კახა გეწაძე: "რუზიევმა დაათვალიერა სასტუმროები "თბილისი მერიოტი", "ჰოლიდეი"-ინი, "ბაზალეთი". შეაფასებს სპორტის სასახლესაც და იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის სასურველ დასკვნას დადებს, რაც იმის წინაპირობა გახდება, რომ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს".

ახროლჯან რუზიევი: "საქართველო ჭიდაობის ტრადიციული ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. თუმცა უნდა ითქვას, რომ თქვენს ქვეყანას სეროზული კონკურენტები ჰყავს, მაგალითად ბულგარეთი, უნგრეთი, უკრაინა. მთლიანობაში 8 ქვეყანაა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა გაირკვეს. ვნახოთ, საერთაშორისო ფედერაცია ყველა კანდიდატ ქვეყანას შეაფასებს და მასპინძლობის უფლებას საუკეთესოს არგუნებს".

გიორგი გალდავა: "ჭიდაობის ფედერაციამ სამინისტროსთან შეთანხმებით შეიტანა განაცხადი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. კონკურენტები საკმაოდ ძლიერები გვყავს, თუმცა იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ფედერაცია გაითვალისწინებს იმ ტრადიციებს და წვლილს, რომელიც ქართულ ჭიდაობას ზოგადად ჭიდაობის განვითარებაში აქვს შეტანილი და თბილისს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მისცემს".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

msy.gov.ge

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა