19 წლი ნიგერიელი თავდამსხმელი, რომელიც აქამდე "გაგრაში" თამაშობდა, იმერული კლუბის ღირსებას 3 წლის განმავლობაში დაიცავს
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" სიახლეა - მარგველთა კოლექტივს 19 წლის აბაიომი ოვონიკოკო შეუერთდა. ახალგაზრდა ნიგერიელი თავდამსხმელი, რომელიც დღემდე საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით "ზესტაფონის" ახალწვეულის შესახებ: აბაიომი ოვონიკოკო - თავდამსხმელი; დაბადებულია - 13.09.1992; სიმაღლე - 185 სმ, წონა - 69 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე, 2009-2011 წლებში ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობდა თავის პირველ პროფესიულ საფეხბურთო კლუბ "გაგრაში", რომელშიც 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და საფეხბურთო საზოგადოებას თავი როგორც ძალიან იმედისმომცემმა ფორვარდმა დაამახსოვრა.

აუცილებლად უნდა ითქვას აბაიომი ოვონიკოკოს უდიდეს წვლილზე ზღვისპირელთა შარშანდელ ტრიუმფშიც - სწორედ ახალგაზრდა ნიგერიელის გოლებმა გადაწყვიტა თბილისურ "დინამოსა" და "ვიტ-ჯორჯიასთან" თასის გათამაშების მეოთხედი და ნახევარფინალური დაპირისპირებათა ბედი.

საინტერესო ფაქტია ის, რომ აბაიომი ოვონიკოკო გახლავთ მარველთა რიგით მე-14-ე ლეგიონერი. როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე ზემოიმერული კლუბის ღირსება 2 მოლდოველ, 4 ბრაზილიელ, 3 გაბონელ, 2 კამერუნელ, 1 უკრაინელ და 1 ხორვატ ლეგიონერს დაუცავთ.

რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ შეხვედრას, რომელშიც ზესტაფონელთა რიგებში უცხო ქვეყნის მოქალაქემ იასპარეზა, ასეთი 2009 წლის 23 მაისს თბილისის "ლოკომოტივთან" გამართული მატჩი იყო, ხოლო ლეგიონერი კი უკრაინელი ანტონ პრიხოდკო გახლდათ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

michael
რამდენი დაუჯდათ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა