2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე გახდა
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დაასახელა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი განის დედაქალაქ აკრში შედგა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს აფრიკის საფეხბურთო ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ტექნიკურმა დირექტორებმა.

"სიტის" წარმომადგენელმა "მარსელის" თავდამსხმელ ანდრე აიუსა და "ბარსელონას" საყრდენ სეიდუ კეიტას აჯობა. გარდა ამისა ასკ-მ სხვა "სპილოებიც" დაარიგა.

ცალკე პრიზი გადაეცა აფრიკის კონტინენტზე მოასპარეზე საუკეთესო ფეხბურთელს - ასეთად ტუნისის ნაკრებისა და "ესპარანსის" შემტევი ნახევარმცველი ოსუმა დარაგი დაასახელეს; "ტოტენჰემის" აკადემიის აღზრდილი სულეიმან კულიბალი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად აღიარეს; საუკეთესო აფრიკელ არბიტრად ივუარელი ნუმანდიზ დოუე მიიჩნიეს.

ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არუნუ დოული წლის მწვრთნელის ჯილდოს დაეუფლა; წლის ნაკრებად კი აფრიკის ეროვნებათა თასის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატებებისთვის ბოტსვანის ეროვნული გუნდი დაასახელეს; აფრიკის ჩემპიონთა თასის მფლობელი ტუნისური "ესპარანსი" წლის ყველაზე წარმატებული კლუბი გახდა. სპეციალური პრიზი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვეტერანებს მუსტაფა ჰაჯისა (მაროკო) და ჯეიჯეი ოკოჩას გადაეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა