იტალიურმა გამოცემა "კორიერე დელო სპორტმა" კარლო ანჩელოტი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელად უკვე "დანიშნა"
"ვიდრე ანჩელოტი მოვიდოდეს", სწორედ ასე შეიძლება დაერქვას "პარი სენ-ჟერმენის" ვებგვერდზე კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც წერია: "პსჟ-სა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტუან კომბუარეს სურთ, შექმნილ ვითარებაში მეტი სინათლე შეიტანონ. ამ ეტაპზე კლუბსა და თავკაცს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც მალე დასრულდება. მხარეებს სწადიათ, ერთმანეთის ინტერესებს პატივი სცენ, რათა ვინმეს ინტერესები არ შეილახოს".

რასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკება, ამას კლუბი არ იუწყება. პრესსამსახურის წარმომადგენლები კი დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში კომბუარე მთავარ მწვრთნელადაა მოხსენიებული, ცხადია, რომ კვამლი უცეცხლოდ ვერ იარსებებს. თუკი კლუბი მოქმედ თავკაცს მოხსნას არ უპირებს, ამის შესახებ განცხადებაში პირდაპირ იქნებოდა მითითებული. ამასობაში კი...

ამასობაში კი იტალიურმა გამოცემა "კორიერე დელო სპორტმა" კარლო ანჩელოტი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელად უკვე "დანიშნა".

მათი მტკიცებით, კლუბმა კარლეტოსთან უკვე მიაღწია შეთანხმებას 2,5-წლიან კონტრაქტზე და მალე მას ოფიციალურად წარადგენს. მსგავს ინფორმაციას აქვეყნებს "ეკიპიც". ფრანგები თავის მხრივ ამატებენ, რომ პარიზში იტალიელ სპეციალისტს ისეთივე ხელფასი ექნება, რამდენიც მას "ჩელსიში" მუშაობის დროს ჰქონდა - 6 მილიონი ევრო წელიწადში. ანჩელოტის ასისტენტი კი იქნება "მონაკოს", "ინტერის", "მარსელისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საბრი ლამუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა