ესპანეთის ექს-საუკეთესო ფეხბურთელი, ამჟამად "ვალენსიას" წარმომადგენელი ფერნანდო გომეს კოლომერი თბილისს მეორედ ესტუმრა

გუშინ გაცნობეთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით თბილისს ცნობილი ესპანური კლუბის, "ვალენსიას" წარმომადგენლები ფერნანდო გომეს კოლომერი და ხავიერ კაბელო რუბიო ესტუმრნენ.

ფერნანდო გომესი თბილისში მეორედაა: პირველად 1985 წელს ჩამოვიდა, როდესაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობდა. მაშინ ერთ-ერთი ჯგუფი თბილისს არგუნეს და აქ ბრაზილიის, ესპანეთის, ირლანდიისა და საუდის არაბეთის ნაკრებებმა ითამაშეს. შემტევი ნახევარმცველი ფერნანდო გომესი მაშინ ესპანელთა კაპიტანი იყო და თბილისელ გულშემატკივარს თავი ჩინებული თამაშით დაამახსოვრა.

1989 წელს გომესი ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ეროვნული ნაკრების მაისურა 8-ჯერ მოირგო (2 გოლი), "ვალენსიაში" კი ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა - 434 (142 გოლი).

შევიტყვეთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად ვალენსიელ სტუმრებს ორი მოზარდი ქართველი ფეხბურთელის ნახვაც აინტერესებდათ და სწორედ ამ მიზნით ეწვივნენ "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლას: მათ ლუკა ჯამარაულსა (ცნობილი ფეხბურთელის, გოჩა ჯამარაულის ვაჟია) და ლუკა ვარძელაშვილზე დაკვირვება სურდათ.

ორივე ფეხბურთელი 13 წლისაა და ამჟამად საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. სპეციალისტთა საერთო აზრით, ჯამარაული და ვარძელაშვილი პერსპექტიული ბავშვები არიან.

თუ სავიზო და სხვა პრობლემები მოგვარდა, ორივე ესპანეთში ერთწლიან სტაჟირებაზე გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა