ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა ქართველი მცველი ერედივიზიეს სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურში შეიყვანა
ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ჰოლანდიის ერედივიზიეს სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

სასიხარულოა, რომ რჩეულ თერთმეტეულში, "აიაქსის" დანიელ ვარსკვლავ კრისტიან ერიქსენის (რომელიც მალე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა) და სხვათა გვერდით "ვიტესის" 24 წლის ქართველი მცველი გურამ კაშიაცაა.

ის მეორე სეზონს ატარებს ჰოლანდიაში და ამ ხნის განმავლობაში კაშიას "წონა" არნემულ გუნდში საგრძნობლად გაიზარდა, დაცვის ფლანგიდან ცენტრში გადაინაცვლა და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. სეზონის ამ ნახევარში მან 2-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე.

აი, რას წერს Goal.com სიმბოლურში ქართველის არჩევაზე:

"კაშიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, მარსელო, ვირხილ ვან დიკი და იან ვერტონგენი რომ არიან. ეს იმიტომ, რომ მან მიჯრით რამდენიმე მატჩში დიდებულად ითამაშა. საქართველოს ნაკრების წევრი მუდამ საიმედოა დაცვაში და ძალიან სახიფათოა შეტევისას. დღემდე ერთი თამაშიც კი არ გამოუტოვებია, თვის დასაწყისში კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა "ჰერაკლესის" კარში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა