ბოლო დროს რამდენჯერმე ვწერდით, რომ აგვისტოს ბოლოს "შალკე" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდებოდა და ასეც მოხდა...

ბოლო დროს რამდენჯერმე ვწერდით, რომ აგვისტოს ბოლოს "შალკე" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდებოდა და ასეც მოხდა: გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა "ლევერკუზენიდან" 34 წლის მცველი ჰანს შარპეი გადაიბირა, გუშინ კი, "ხუმარების" ბოსმა ფელიქს მაგათმა კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყო და რუმინელი წინახაზელი, 24 წლის ჩიპრიან დეაცი გადაიბირა. ეს უკანასკნელი "შალკეში" "კლუჟიდან" გადავიდა და გელზენკირხენულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

1.77 მეტრი სიმაღლის ჩიპრიან დეაცი მრავალმხრივი ფეხბურთელია: შეუძლია, როგორც ცენტრფორვარდის, ისე გარემარბისა და გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში. მაგათს დეაცი სწორედ ფლეიმეიქერად სჭირდება, რადგან ყველაზე მეტად ამ პოზიციაზე უჭირს. ამრიგად, დეაცი ტრავმირებული ყენიას პირდაპირი კონკურენტია.

"ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩიპრიან დეაცს წინა ხაზზე ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. როცა მივხვდი, რომ "ვოლფსბურგიდან" ზვიეზდან მიშიმოვიჩს ვერ ვყიდულობდი, მაშინვე დეაცზე გავაკეთე აქცენტი. ჩიპრიანი უნიჭირესი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს. ჩვენი სკაუტები მას დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ," - განუცხადა მაგათმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

რაც შეეხება მიშიმოვიჩს: მაგათის თქმით, "ვოლფსბურგის" შეფმა დიტერ ჰიონესმა მას ფულთან ერთად ჯეფერსონ ფარფანიც მოსთხოვა, რაზეც ფელიქსმა კოლეგას მაშინვე უარი შეუთვალა. ასე ჩაიშალა ბოსნიელი გამთამაშებლის ტრანსფერი. ფარფანის გასხვისებას არაფრისდიდებით არ ვაპირებო, ამბობს მაგათი. ზემოთხსენებულმა, ვეტერანმა შარპეიმ კი, "შალკეში" რაფინიას წასვლით ("ჯენოაში" გადავიდა) შექმნილი სიცარიელე უნდა შეავსოს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა