ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"არმიამ" "ოლიმპს" ბოლო წამზე მოუგო

"არმიამ" "ოლიმპს" ბოლო წამზე მოუგო

სუპერლიგის პირველი წრის დასკვნითი მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში არმიელებმა დებიუტანტი "ოლიმპი" 63: 62 დაამარცხეს
საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრის დასკვნითი მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მიმდინარე სუპერლიგის წაუგებელი გუნდი "არმია" და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილოსანი დებიუტანტი "ოლიმპი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ღირსშესანიშნავი და უაღრესად სანახაობრივი გამოდგა, დაძაბულ და ემოციურ მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო წამზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა სპორტის სამინისტროს გუნდი "ოლიმპი" (63:62) და მიმდინარე სეზონის პირველი წრე წაუგებლად დახურა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის საწყისი წუთები დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის ანგარიში არმიელებმა გახსნეს, რომელსაც "ოლიმპის" ზედიზედ ორი 2-ქულიანი მოჰყვა (4:2).

მეოთხე წუთზე ოლიმპელები 9:5 დაწინაურდნენ, თუმცა ათწუთეულის მე-5 წუთზე "არმიამ" ანგარიში ჯერ საყაიმო გახადა, შემდეგ კი წინ ქულით გავიდა - 10:9.

თამაში ქულა ქულაში წავიდა და სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა: ოლიმპელები არ ჩამორჩნენ მეტოქეს და 2 ქულიანით უპასუხეს - 11:10.

დებიუტანტებმა კვლავ იყოჩაღეს და პერიოდის დასრულებამდე 3:07 წუთით ადრე 4 ქულით გავიდნენ წინ 14:10. პირველი მეოთხედის დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს არ დაუთმეს და პერიოდის დასრულებამდე 1:10 წუთით ადრე 15:14 დაწინაურდნენ, ხოლო პერიოდში 3 ქულით იმარჯვეს - 18:15.

მეორე პერიოდში დასაწყისში საქართველო მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ იაქტიურა და მოპოვებული უპირატესობაც კიდვ უფრო გაზარდა - 25:17. ათწუთეულის შუაწელში კი "არმია" სოლიდური სხვაობით, 10ქულით გავიდა წინ - 27:17. მეორე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოლიპელებმა სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს - 22:29, რომლებიც აღნიშნულ მეოთხედში მდევრის როლში აღმოჩნდნენ. საბოლოოდ შეხვედრის პირველ ნახევარში "არმიამ" 38:24 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედში "ძალოვნები" თითქმის შეუჩერებელნი აღმოჩნდნენ, რომელთაც აღნიშნული პერიოდის მე-5 წუთისთვის კვლავ სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებდნენ - 45:30. მესამე ათწუთეულის მეორე ნახევარში თამაში სრულიად გარდაიქმნა, ამ მომენტისთვის ოლიმპელები სულ სხვაგვარად ათამშდნენ და მატჩში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს -, ნიკიცა სლიუკასა და ილიცა მილუტინოვიჩის აქტიურობის წყალობით დებიუტანტებმა სხვაობა ჯერ 7 ქულამდე დაიყვანეს, ხოლო მესამე პერიოდის დასასრულს კიდევ უფრო შეამცირეს - 49 :54.

დაძაბულად და ემოციურად დაიწყო გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი. მესამე წუთზე არმიელები 5 ქულას იგებდნენ (56:51), პერიოდის მე-5 წუთზე, როდესაც გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულას შეადგენდა, 5 პერსონალური ფოლის გამო მოედანი უდროოდ ანატოლი ბოისამ დატოვა, ხოლო მეოთხედის დასრულებამდე 4:10 წუთით ადრე ოლიმპელმა ნიკიცა სლიუკამ კვლავ შეამცირა სხვაობა - 54:56.

არმიელებმა კვლავ იაქტიურეს და უპირატესობა 2 ქულით გაზარდეს -58:54, თუმცა ნიკიცა სლიუკამ შორეული ტყორცნით 3-ქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში და შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2:58 წუთით ადრე 2 სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა - 57:58.

დარჩენილ დროში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. მიხეილ ბერიშვილმა 2 საჯარიმოდან 2-ვე გამოიყენა და ოლიმპი წინ 1 ქულით გაიყვანა. არმიელმა იოაკიმ შელბონმა დავით საყვარელიძის პასით 2 ქულა ზუსტად მოათავსაოლიმპის კალათში და ტაბლოზე თავისი გუნდის სასარგებლოდ კვლავ მინიმალური სხვაობა დააფიქსირა - 60:59. არმიელთა ამ შეტევას ოლიმპის ლეგიონერის ნიკიცა სლუკას სწრაფი შეტევა და კვლავ ზუსტი 3-ქულიანი მოჰყვა, რომელმაც ოლიმპელები 2 ქულით დააწინაურა. მატჩის ძირიტადი დროის ამოწურვამდე სულ რაღაც 0:8 წამი რჩებოდა და ოლიმპელებმა თითქმის მოიგეს შეხვედრა, თუმცა ტაიმ-აუტის შემდეგ ჯერემი რიჩარდსონმა ბენჯამენ ვუდსაიდის პასით გამარჯვების 3 ქულიანი ჩააგდო და დრამატულ მატჩში არმიას მინიმალური სხვაობით მოაგებინა - 63:62.

"ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო ზემოთ აღნიშნული ნიკიცა სლიუკა გახლდათ, რომელმაც 22 ქულა მიითვალა და საკუთარ გუნდს თითქმის მთელი თამაში ღირსეულად ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა ერთბაშად ორმა კალათბურთელმა : გიორგი გამყრელიძემ 16 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ილიცა მილუტინოვიჩის ანგარიშზე 12 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

რაც შეეხება გამარჯვებულ "არმიას", მის რიგებში 12-12 ქულა ჯერემი რიჩარდსონმა და უილიამ ტომასმა მიითვალეს.

superleague.ge

• mimino

არმია,შსს-და სხვანი--რითი ფინანსდებიან-ამ ფსევდო გუნდებს ფსევდო ჟურნალისტები,ფსევდო გულშემატკივრები -უჩნდებიან.რა ფულით,ვისი ფულით.იყო ადრე ასეთი საფეხბურთო გუნდი "ერქვანი'-მეორე ადგიზეც გაავიდა მგონი-რა,რაიმე ამინდი შექმნა ქარტულ ფეხბურთში?..თავს ნუ მოვიტყუებთ-"არმია',შსს,პატრულ-მატრული --ფულის გასათრერებლად შექმნილი გუნდებია.

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა

მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა