"მერსედეს გრანპრის" ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა
"მერსედეს გრანპრის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინტერესო სტატისტიკა - გერმანულ საჯინიბოში დაითვალეს - თითოეულმა პილოტმა რამდენიმე გასწრება შეასრულა 2011 წლის სეზონში.

პირველი ადგილი დაიკავა "მერსედესის" წევრმა მიხაელ შუმახერმა - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 116 გასწრება შეასრულა - საშუალოდ რბოლაში 12.

თუმცა მოყვანილ ციფრებს პირობითი ხასიათი აქვს. საიდუმლო არ არის, რომ 2011 წელს ლეგენდარული გერმანელი არც ისე წარმატებით გამოდიოდა კვალიფიკაციაში, რბოლაში კი გაცილებით სწრაფად გამოიყურებოდა და ეს აძლევდა გასწრების საშუალებას. გარდა ამისა, შუმი რამდენჯერმე მოხვდა ავარიაში და შემდეგ დაკარგული პოზიციების დაბრუნება უხდებოდა - ამანც დადებითად იმოქმედა მის სტატისტიკაზე.

ლიდერებს შორის მოხვდნენ აგრეთვე "ტორო როსო" და "ზაუბერი". ამ შემთხვევაშიც კარგი შედეგიანობა იმით იყო გამოწვეული, რომ ამ გუნდებში აქცენტს რბოლაზე აკეთებდნენ და ხშირად მსხვერპლად სწირავდნენ სასტარტო პოზიციას. "უილიამსის" წარმომადგენლები კი სხვადასხვა მიზეზის გამო რბოლას აუთსაიდერი გუნდების უკან იწყებდნენ და ესეც ხელს უწყობდა იოლ გასწრებებს.

იმათგან, ვისი აღნიშვნა მართლაც შეიძლება, "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონია. მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კი 27 გასწრებით ერთ-ერთი ბოლოა ამ სიაში. მართლაც, როცა მუდმივად პირველი ხარ ტრასაზე, უბრალოდ არავის გასწრება არ გიწევს.

1. შუმახერი (მერსედესი) - 116

2. ბუემი (ტორო როსო) - 114

3. კობაიაში (ზაუბერი) - 99

4. ალგერსუარი (ტორო როსო) - 94

5. მალდონადო (უილიამსი) - 91

6. დი რესტა (ფორს ინდია) - 90

7. პერესი (ზაუბერი) - 87

8. ბარიკელო (უილიამსი) - 86

9. ბატონი (მაკლარენი) - 85

10. მასა (ფერარი) - 82

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა