ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"სარაგოსა" - სასჯელი საეჭვო ექსპერიმენტებისთვის

"სარაგოსა" - სასჯელი საეჭვო ექსპერიმენტებისთვის

ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: დღევანდელ "მენიუში" ბოლოადგილოსანი "სარაგოსა" და ბოლოს წინა "რასინგია"
ესპანურ პრიმერაში 8 იანვრამდე შესვენებაა. ლა ლიგას ჯერ ეკვატორი არ გადაულახია, გუნდებმა 16-16 ტური მოილიეს, თუმცა რაღაც დასკვნების გამოტანა უკვე თავისუფლად შესაძლებელია. დღეიდან ვიწყებთ პრიმერას კლუბების სეზონის საშემოდგომო ეტაპის შეჯამებას.

თითოეულ ნომერში 2-2 გუნდს შემოგთავაზებთ და ცხრილის ფსკერიდან, აუტსაიდერებისგან ვიწყებთ. მაშ ასე, დღევანდელ "მენიუში" ბოლოადგილოსანი "სარაგოსა" და ბოლოს წინა "რასინგია".

არაგონელებმა სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდეს... არა, მოდი, ასე დავიწყოთ - "სარაგოსას" საეჭვო სატრანსფერო პოლიტიკისა და სტრატეგიის გამო კატასტროფა მოუვიდა, თანაც ისეთი, რომლის გამოსწორებაც ამ სეზონშივე თითქმის შეუძლებელია. უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს ხავიერ აგირეს ლალიგურ პერსპექტივას, კიდევ უფრო მეტი კი - მექსიკელი თავკაცისას.

რას ვწერდით აგვისტოში

სეზონის წინ ლა ლიგის ყველა მონაწილეს მივუძღვენით სტატია, განვიხილეთ მათი სატრანსფერო საქმიანობა და პერსპექტივები. ახლა ამ სტატიებში ჩახედვისას ბევრი საინტერესო აღმოვაჩინეთ. გასულ სეზონში "სარაგოსამ" ბოლო ტურში "ლევანტეს" ძლევით დაიძვრინა თავი.

პრიმერაში დარჩენის მიუხედავად, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაძლიერებულა. ამიტომაც არაგონელებმა სხვადასხვა კლუბიდან ნიჭიერი, მაგრამ პრიმერასთვის ჯერაც მოუმწიფებელი ახალგაზრდები ინათხოვრეს. ასე გამოჩნდნენ გუნდში ბარსელონელი აბრაჰამ მინერო და ედუ ორიოლი, რეალელი დავიდ მატეოსი და ხუან კარლოსი.

დღევანდელი გადასახედიდან გამოჩნდა, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. მაშინ ვწერდით, რომ თუ "სარაგოსა" კიდევ არ გაძლიერდებოდა, განსაკუთრებით შეტევის ხაზში, მას პრიმერაში დარჩენა გაუჭირდებოდა. გუნდი დიდად აღარ გაძლიერებულა (მხოლოდ ელდერ პოშტიგა შეიმატა) და 2011 წელი ბოლო ადგილზე დაასრულა.

სტატისტიკური მონაგარი

16 თამაშში 10 ქულა, სულ ეს არის, რასაც აგირეს გუნდმა მიაღწია. 10-დან 8 მშობლიურ "ლა რომალედაზე" და მხოლოდ 2 სტუმრად! "ბარსასთან" და "რეალთან" არაგონელებმა თავი შეირცხვინეს (0:4 და 0:6 შესაბამისად).

გუნდს აქვს ყველაზე ცუდი ქულათა შეფარდება - მინუს 18, გაუშვა ყველაზე მეტი, 31 გოლი, გატანილით კი მხოლოდ ორ გუნდს ("რასინგს" და "გრანადას") აჯობა, წააგო ყველაზე მეტი - 10 მატჩი, მოიგო ყველაზე ნაკლები - 2. მოკლედ, ლამის ყველა მაჩვენებლით სარაგოსა იმსახურებს ბოლო ადგილს.

ხავიერ აგირე გუნდს ძირითადად ორი ტაქტიკური სქემით ათამაშებდა: 4-1-4-1-ით დაიწყო და 4-2-3-1-ზე გადაერთო.

გაფრთხილება: 51

2 ყვითელი ბარათი: 2

წითელი ბარათი: 1

პენალტი (გატ): 2/1

პენალტი (გატ) სარაგოსას კარში: 5/4

საშუალო დასწრება: 21 500

დარტყმა (ზუსტი): 167 (57)

დარტყმა (ზუსტი) სარაგოსას კარში: 262 (102)

დარტყმის სიზუსტე: 34,1%

კუთხური: 67

თამაშგარე: 47

ჯარიმა (მათზე): 286 (211)

გოლები

4 პოშტიგა

3 ლუის გარსია

2 ხუან კარლოსი

1 პონსიო, ხუარესი, ბარერა, მეტოქის ავტოგოლი (ბოტია, "სპორტინგი)

საგოლე პასები

2 ლაფიტა

1 ლუის გარსია, მეირა, ხუარესი, ბრაულიო, პონსიო, პოშტიგა

გაძევება

2 ლანძარო

1 ხუან კარლოსი

გაფრთხილება

6 პონსიო, ხუარესი

5 ლანძარო, მატეოსი, მეირა, პარედესი

4 პოშტიგა

3 რუბენ მიკაელი

2 აბრაჰამი, ლუის გარსია, ლაფიტა

1 ხუან კარლოსი, სუკულინი, პინტერი, და სილვა, რობერტო, ტომასი

თამაშები:

მეკარეები: რობერტო ხიმენესი (16 თ), ლეო ფრანკო, კილიან ფალკონი, ალკოლეა.

მცველები: ეფრაინ ხუარესი (14), ხავიერ პარედესი (13), პაულო და სილვა (11), მაურიციო ლანძარო (10), დავიდ მატეოსი (9), ადამ პინტერი (4), რამირო რუისი.

ნახევარმცველები: ლეონარდო პონსიო (16), პაბლო ბარერა (15), რუბენ მიკაელი (14), ხუან კარლოსი (13), ფერნანდო მეირა (11), ფრანკო სუკულინი (8), აბრაჰამ მინერო (7), ანტონიო ტომასი (2).

თავდამსხმელები: ანხელ ლაფიტა (16), ლუის გარსია (15), ელდერ პოშტიგა (15), ხორხე ორტი (5), ედუ ორიოლი (4), ბრაულიო ნობრეგა (2), ხოელ ვალენსია (1).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: რობერტო - ხუარესი, და სილვა, მატეოსი, პარედესი - პონსიო, მეირა - ბარერა, ლუის გარსია, ლაფიტა - პოშტიგა.

საუკეთესო ფეხბურთელი: ელდერ პოშტიგა - 15 თამაში, 4 გოლი, 1 საგოლე პასი.

იცით თუ არა, რომ...

სეზონის წინ დიდ იმედებს ამყარებდნენ 26 წლის შემტევ ბრაულიო ნობრეგაზე. მაგრამ 21 სექტემბერს ბრაულიო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა სარაგოსას გარეუბან უერვაში მოხდა, ვარჯიშიდან დაბრუნებულმა ბრაულიომ ერთ-ერთ ქალბატონზე მიიტანა იერიში, რაც ქუჩის ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა. ბრაულიო დამნაშავედ ცნეს, "სარაგოსას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ მოკვეთა კლუბიდან.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

20. სარაგოსა 16 2 4 10 13-31 10

თარიღი მეტოქე ანგარიში

28 აგვისტო რეალი (შ) 0:6

11 სექტემბერი ვალეკანო (გ) 0:0

18 სექტემბერი ესპანიოლი (შ) 2:1

23 სექტემბერი ბეტისი (გ) 3:4

26 სექტემბერი მალაგა (შ) 0:0

1 ოქტომბერი ვილიარეალი (გ) 2:2

16 ოქტომბერი სოსიედადი (შ) 2:0

23 ოქტომბერი ოსასუნა (გ) 0:3

26 ოქტომბერი ვალენსია (გ) 0:1

30 ოქტომბერი ატლეტიკო (გ) 1:3

6 ნოემბერი სპორტინგი (შ) 2:2

19 ნოემბერი ბარსელონა (გ) 0:4

28 ნოემბერი სევილია (შ) 0:1

5 დეკემბერი გრანადა (გ) 0:1

11 დეკემბერი მალიორკა (შ) 0:1

17 დეკემბერი ბილბაო (გ) 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა