როგორც სჩვევია, არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა სეზონის წინ ხელები დაიკაპიწა, საქმეს ისე შეუდგა, მაგრამ...
როგორც სჩვევია, არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა სეზონის წინ ხელები დაიკაპიწა, საქმეს ისე შეუდგა, მაგრამ ამისგან ვერაფერი გამოდნა - "მალიორკასთან" საგარეო მარცხის შემდეგ, არგენტინელი გადადგა და ამით სულ რამდენიმე დღით დაასწრო კლუბის ბოსებს. სხვათა შორის, ამის მერე გუნდს გუნდის სპორტული დირექტორი ხუანხო გონსალესი წვრთნიდა და სამ თამაშში სანტანდერელებმა ერთი მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს.

ისე, ვერ ვიტყვით, რომ კუპერმა მთლად ჩააფლავა - "რასინგი" არ იყო ბრძოლის უნარს მოკლებული, ამაზე თუნდაც "რეალისთვის" ართმეული 2 ქულა მეტყველებს. მაგრამ მოგებით საქართველოს ექსთავკაცმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ახლა კარიერის აწყობას თურქულ პროვინციაში, "ორდუსპორში" აპირებს.

რას ვწერდით აგვისტოში

თუნდაც იმას, რომ ზედიზედ 10 სეზონი "რასინგი" ელიტაშია, თუმცა მე-11 სეზონში გაუჭირდება. აი, მაშინდელი ციტატა: "მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მწვრთნელი და ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. თუმცა ჩვენ მათ შემართებას ვერ ვიზიარებთ. კანტაბრიელებს კვლავ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, თუმცა, შესაძლოა, "რასინგი" ამ ბრძოლაში კვლავ გამარჯვებული გამოვიდეს".

კუპერის ყველაზე დიდი შეცდომა თანანემამულე ლაუტარო აკოსტაზე მეტისმეტად დიდი იმედის დამყარებაა, მაგრამ 23 წლის შემტევისგან თუნდაც კატნაბრიელი მესი ვერ გამოდნა. კუპერი ძირითადად 4-2-3-1 სქემით ათამაშებდა გუნდს, ეს არც მის შემცვლელს შეუცვლია. სხვათა შორის, გამონაკლისი იყო "რეალთან" მატჩი, სადაც "რასინგმა" საპატიო ფრეს (0:0) მიაღწია.

სტატისტიკური მონაგარი

16 თამაშში 14 ქულა, აქედან კუპერის მონაგარი ასეთია: 13 თამაშში 9 ქულა, გონსალესმა 3 თამაშში 5 ქულას მოუყარა თავი. "რასინგს" სტუმრად ჯერ არ მოუგია, თუმცა 4 ქულა მაინც მოაგროვა. სანტანდერში ამ გუნდის დამარცხება ძნელია და სულ ორჯერ მოახერხეს. დაცვას არა უშავს - 21 გაშვებული ბურთი, ეს ლა ლიგის ნახევარზე მეტზე უკეთესი შედეგია. სამაგიეროდ, 11 გოლი კატასტროფაა, მხოლოდ "გრანადას" აქვს უარესი მაჩვენებელი. 8 ფრე ყველაზე მეტია ლა ლიგაში.

გაფრთხილება: 50

2 ყვითელი ბარათი: 1

წითელი ბარათი: 1

პენალტი (გატ): 1/1

პენალტი (გატ) რასინგის კარში: 1/1

საშუალო დასწრება: 11 700

დარტყმა (ზუსტი): 137 (44)

დარტყმა (ზუსტი) რასინგის კარში: 251 (78)

დარტყმის სიზუსტე: 32,1%

კუთხური: 67

თამაშგარე: 49

ჯარიმა (მათზე): 276 (233)

გოლები

2 ადრიანი, ნაუელპანი, სტუანი

1 ალვარო, აკოსტა, სამპერიო, არანა, მეტოქის ავტოგოლი (სოლდადო, ვალენსია)

საგოლე პასები

3 დიოპი

2 არანა

1 ადრიანი, მუნიტისი, სტუანი, სერანო

გაძევება

1 დიოპი, ნაუელპანი

გაფრთხილება

6 დიოპი

5 ადრიანი

4 არანა, სისმა, მუნიტისი, ალვარო

3 ტონიო, სტუანი

2 ოსმარი, აკოსტა, კრისტიანი, ციოლისი

1 სერანო, ესპინოსა, კოლსა, ბედია, პიკონი

თამაშები

მეკარეები: ტონიო (16 თ), მარიო ფერნანდესი, დანიელ სოტრესი.

მცველები: ალვარო გონსალესი (15), დომინგო სისმა (13), ფრანსის პერესი (12), მარკ ტორეხონი (10), ბერნარდო ესპინოსა (8), კრისტიან ფერნანდესი (8), ოსმარ ბარბა (4), ხოსე პიკონი (2), ბორხა გარსია (1).

ნახევარმცველები: ადრიან გონსალესი (15), მანუელ არანა (15), პაპაკული დიოპი (14), ალექსანდროს ციოლისი (9), ოსკარ სერანო (8), ხაირო სამპერიო (8), გონსალო კოლსა (4), ედუ ბედია (3), კენედი ბაკირჩიოგლუ (2).

თავდამსხმელები: პედრო მუნიტისი (15), კრისტიან სტუანი (13), არიელ ნაუელპანი (10), ლაუტარო აკოსტა (7), მამადუ კონე (6), ხულიან ლუკე (5).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, სისმა - დიოპი, ადრიანი - არანა, აკოსტა, მუნიტისი - სტუანი.

საუკეთესო ფეხბურთელი: პაპაკული დიოპი - 15 თამაში, 3 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

19. რასინგი 16 2 8 6 11-21 14

თარიღი მეტოქე ანგარიში

27 აგვისტო ვალენსია (გ) 3:4

11 სექტემბერი ლევანტე (შ) 0:0

18 სექტემბერი ატლეტიკო (გ) 0:4

21 სექტემბერი რეალი (შ) 0:0

25 სექტემბერი სპორტინგი (გ) 0:0

1 ოქტომბერი ვალეკანო (შ) 1:1

15 ოქტომბერი რასინგი (გ) 0:3

22 ოქტომბერი ესპანიოლი (შ) 0:1

26 ოქტომბერი სევილია (გ) 2:2

30 ოქტომბერი ბეტისი (შ) 1:0

6 ნოემბერი გრანადა (გ) 0:0

22 ნოემბერი მალაგა (შ) 1:3

27 ნოემბერი მალიორკა (გ) 1:2

3 დეკემბერი ვილიარეალი (შ) 1:0

11 დეკემბერი ბილბაო (შ) 1:1

18 დეკემბერი სოსიედადი (გ) 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა