ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მაისურაძის გუნდი ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებებს დაუპირისპირდება
29 ნოემბერს ნიონში, უეფას შტაბბინაში ასაკობრივ ნაკრებთა შესარჩევი ტურნირების წილისყრა მოეწყო და საქართველოს 17 და 19-წლამდელების საელიტრაუნდო მეტოქეებიც გაირკვა. შეგპირდით, რომ ჩვენი ნაკრებების მზადების პარალელურად, ინფორმაციებს მოწინააღმდეგეთა ბანაკებიდანაც მოგაწვდიდით და დღეს 17-წლამდელთა თემას შევეხებით.

შეგახსენებთ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფი უმძიმესია, მაგრამ ჩვენს შანსებს ის ზრდის, რომ ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე, რომელიც სლოვენიაში ჩატარდება, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

დავიწყოთ ჯგუფის ფავორიტი ესპანეთით. სანტი დენიას გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ იანვრიდან დაწყებული, აქტიური მოსამზადებელი ეტაპი აქვს დაგეგმილი. საქართველოში ჩამოსვლამდე ესპანელები დროის დიდ ნაწილს სამშობლოში გაატარებენ და რამდენიმე სპარინგმატჩს შინ, სავარაუდოდ, "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გასვლითი შეხვედრების გამართვაც აუცილებელია და ამ მიზნით თბილისში სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე პირენეელები რომელიმე აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში "შეივლიან".

გავიხსენოთ, რომ მაისურაძის გუნდი ესპანეთის ნაკრებს ბაქოურ ტურნირზე შეხვდა და 1:1 ეთამაშა.

ინგლისელები მინიმუმ ერთ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჯონ პიკოკის გუნდი ერთ ტესტმატჩს პორტუგალიის ნაკრებთან ჩაატარებს. პიკოკი საელიტრაუნდო მეტოქეებზე ლაპარაკისას მხოლოდ ესპანეთს ახსენებს და ჩვენზე არაფერს ამბობს - არადა, შარშან, შემოდგომაზე, მან თბილისში ინგლისელ 17-წლამდელთა წინა თაობა ჩამოიყვანა, რომელთანაც ჩვენებმა 1:1 ითამაშეს.

ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს სულ 25 მატჩი ჩაატარა, რაც საგრძნობლად აღემატება ჩვენი ნაკრების მიერ გამართულ შეხვედრათა რაოდენობას.

ესპანელთა და ინგლისელთაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთ სახიფათო მეტოქედ ასახელებს უკრაინელ 17-წლამდელთა დამრიგებელი ალექსანდრ პეტრაკოვი. მან ნაკრების 22 კანდიდატი კიევის "დინამოს" ბაზაზე შეკრიბა და ახალ წლამდე ინტენსიურად ავარჯიშებს, ამხანაგურად კი მხოლოდ უკრაინის დაბალი ლიგის ერთ-ერთ კლუბს ეთამაშება.

იანვარში უკრაინელები ბელარუსში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ, სადაც, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებსაც შეხვდნენ - მინსკში მაისურაძის გუნდიც მიემგზავრება.

პეტრაკოვის 22-კაციან სიაში ქართული წარმოშობის ერთი ფეხბურთელიც არ არის ნახსენები, არადა, ბოლო წლებში უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატურად თამაშობდნენ ქართული გვარის მქონე ჭაბუკები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა