კიდევ ერთი სიახლე ზესტაფონელთა ბანაკიდან, გუნდის წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
კიდევ ერთი სიახლე ზესტაფონელთა ბანაკიდან - ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და გოლეადორი ჯაბა დვალი "მარგველთა" ღირსებას 2015 წლის 1 იანვრამდე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:

ჯაბა დვალი - თავდამსხმელი; დაბადებულია - 08.02.1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 68 კგ. "ფეროელთა" ღირსებას 11-ნომრიანი მაისურით იცავს.

ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: "დინამო" (თბილისი) - 2003-2005, 2006, "სიონი" (ბოლნისი) - 2005, "ჩიხურა" (საჩხერე) - 2007, "ოლიმპი" (რუსთავი) - 2007, "დაჩია" (მოლდოვა) -2007-2009. "ზესტაფონი"- 2009 წლიდან ...

შეგახსენებთ, რომ ჯაბა დვალი 2005-2006 წლის სეზონში 21 გატანილი გოლით საქართველოს XVII-ე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მოლდოვური "დაჩიას" შემადგენლობაში ასპარეზობისას კი ფორვარდმა 22 გოლის გატანა და მოლდოვის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ადგილის დამკვიდრება მოახერხა.

რაც შეეხება ფორვარდის "ზესტაფონში" ასპარეზობას, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში ჯაბამ "მარგველთა" მაისურით 83-ჯერ იასპარეზა და 33 გოლიც გაიტანა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სწორედ ჯაბა დვალი არის ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირი უეფას საკლუბო ტურნირებში - უეფას ჩემპიონთა ლიგისა და "ევროპა"-ლიგის 16 შეხვედრაში მან ზემოიმერელთა მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ მოახერხა.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა