"ბარსელონა" ერთადერთი გუნდია, რომლის წინადადებასაც მარიო ახლავე დათანხმდება

2012 შესაძლოა მარიო გიოტცეს წელი გამოდგეს. 19 წლის გერმანელი ვუნდერკინდი დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ზაფხულში კი, გერმანიის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და მისი მიზანი პოლონეთსა და უკრაინაშიც მხოლოდ ტიტულის მოგება იქნება.

ამ ყველაფერთან ერთად, გერმანული ფეხბურთის უკვე ამოსულ ვარსკვლავს არაერთი მსურველი ჰყავს - გიოტცეს თვალი ევროპის გრანდებმა დაადგეს.

ლონდონის "არსენალი" გასულ ზაფხულსაც მზად იყო, "ბორუსიასთვის" "გიოტცინიოს" სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა და "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მარიოს გადაბირებას ამ სეზონის დასრულების შემდეგაც ეცდება.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გიოტცეს გვარი მადრიდის "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს სასურველ ფეხბურთელთა სიაშიც მოწინავე პოზიციაზე წერია.

დორტმუნდელები მის მსურველებს ჯერჯერობით უარით ისტუმრებენ - გიოტცეს დაკარგვა არაფრისდიდებით არ სურთ. თავად ფეხბურთელიც კორექტულად იქცევა და გულახდილად ამბობს, ტრანსფერზე ნამდვილად არ ვფიქრობო. მის სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, რადგან მარიო "დორტმუნდისთვის" ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება.

"არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ის სპეკულაციები, რაც ბოლო თვეებში ჩემს შესახებ გავრცელდა, რადგან "დორტმუნდიდან" წასვლაზე არ ვფიქრობ და შესაბამისად, ამ თემით არ დავინტერესებულვარ.

ისე კი, ცხადია, მსიამოვნებს, რომ ჩემით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული, - აცხადებს გიოტცე "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძენს, - ერთადერთი გუნდი, რომელსაც უარს ვერ ვეტყოდი, "ბარსელონაა". კატალონიურ გრანდში თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს და მეც მათ რიცხვს განვეკუთვნები. "ბარსას" დაინტერესების შემთხვევაში მაშინვე თანხმობას ვიტყოდი."

გერმანიაში არაერთი ექსპერტი ფიქრობდა, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ გიოტცე ისე კარგად ვეღარ იასპარეზებდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა: მარიო მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია (თუ საუკეთესო არა). ამას წინათ გაზეთმა "ველტმა" უდიდესი გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ მარიო გერმანიაში დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია.

გიოტცემ ხმების 17.4 პროცენტი მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ თომას მიულერს (ბაიერნი, 8%). აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილზე "შალკეს" ესპანელი გოლეადორი რაული გავიდა (6.5%), მეოთხეზე კი "ბაიერნის" ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი (6%).

მიუხედავად ამისა, გიოტცეს თავში ავარდნის არაფერი ეტყობა და ამბობს, ამასაც არ ველოდი, საკუთარ თავს სუპერვარსკვლავად ჯერ მაინც არ მივიჩნევო. მიუხედავად უდიდესი შემოსავლისა, მარიო ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობს და არც ძვირადღირებული ავტომობილი შეუძენია. "19 წლის ასაკში "ფერარი" რომ ვიყიდო, მერე რაღა უნდა იყოს ჩემი მოტივაცია? ასეთი რამე-რუმეები ჯერ არ მჭირდება!" - აცხადებს მარიო ხსენებულ ინტერვიუში.

სწორედ ამის გამო უყვართ, სწორედ ამის გამო აფასებენ...

მარიო გიოტცეს სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

თამაში 14

საშუალო შეფ. (ბილდი) 2.14

გოლი 5

საგოლე პასი 5

საგოლე მომენტი 25

კონტაქტი ბურთთან 807

საშუალოდ მატჩში 57.64

ზუსტი პასი 365

არაზუსტი პასი 92

მოგებული ორთაბრძოლა 44.09%

წაგებული ორთაბრძოლა 55.91

დაჯარიმდა 15

მასზე დაჯარიმდნენ 28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა