ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

კარმელოს ამბავი გადაწყვეტილია

კარმელოს ამბავი გადაწყვეტილია

თითქმის გადაწყვეტილია "დენვერ ნაგეტსის" ლიდერის კარმელო ენტონის სხვა გუნდში გადასვლა

თითქმის გადაწყვეტილია "დენვერ ნაგეტსის" ლიდერის კარმელო ენტონის სხვა გუნდში გადასვლა. კალათბურთელის აგენტებმა კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ ცალსახად მიანიშნეს, რომ NBA-ის ვარსკვლავი "ნაგეტსში" აღარ დარჩება, ამიტომაც ახლა გაცვლის სხვადასხვა ვარიანტები განიხილება. როგორც იცით, ენტონი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და უკომპენსაციოდ რომ არ დარჩეს, "დენვერის" შეფობას ურჩევნია ახლა გაცვალოს კალათბურთელი.

"ენტონის ტრეიდი - პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია", - ამბობს "დენვერის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას.

კარმელოს ხელში ჩაგდების ყველაზე რეალური კანდიდატები არიან - "ნიუ ჯერსი" და "ლოს ანჯელეს კლიპერსი", რომლებსაც საკმარისი რესურსი გააჩნიათ შესაბამისი გარიგების განსახორციელებლად.

ამასობაში, ჩხუბით დასრულდა "დენვერის" საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში. სკანდალის ინიციატორი აღმოჩნდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ჯეი არ სმიტი. ინციდენტის ადგილას პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც უცნობმა კალათბურთელმა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო "დენვერთან", განაცხადა, რომ 24 წლის სმიტი ვარჯიშის დროს დაესხა თავს.

პოლიციამ დაადასტურა მომხდარი ფაქტი. როგორც თვითმხილველი ამბობს, მწვრთნელმა მოთამაშეებს ძალისმიერი თამაში მოსთხოვა და ერთ მომენტში სმიტს ნერვებმა უმტყუნეს: "სმიტს არ მოეწონა ბიჭების მოქმედება და ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორის დახრჩობა გადაწყვიტა. ამ უკანასკნელმა პოლიცა გამოიძახა".

ჯეი არს პოლიციისგან არანაირი სანქცია არ მიუღია. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს დენვერელი მანქანის სახიფათო მართვის გამო გაასამართლეს და სმიტმა ამის გამო ციხეში 24 დღე გაატარა. 2007 წელს მომხდარი ავარიისას კალათბურთელის მგზავრი დაიღუპა.

კიდევ ერთი კლუბი აცხადებს პრეტენზიას "პორტლენდის" ესპანელ ლეგიონერ რუდი ფერნანდესზე. კერძოდ, ესპანეთის ნაკრების მცველის გადაბირება სურს "ბოსტონ სელტიქსს", რომელიც "ბლეიზერსთან" ტრეიდის ვარიანტებს განიხილავს.

"ჩვენ არ დაგვისრულებია შემადგენლობის დაკომპლექტება და სავარაუდო გაცვლების სხვადასხვა ვარიანტს ვარჩევთ. პარალელურად რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა რამდენად რეალურია ამგვარი გარიგების გაფორმება, ჯერ თქმა არ შემიძლია. აჩქარებას არ ვაპირებთ. უნდა გამოვნახოთ მაქსიმალურად კარგი ვარიანტი, რომელიც ჩვენს გუნდს წაადგება", - ამბობს "სელტიქსის" ვიცე-პრეზიდენტი დენი ეინჯი.

კალათბურთის მოყვარულები დიდი ინტერესით ელიან "ლოს ანჯელეს კლიპერსში" ბლეიკ გრიფინის დებიუტს. ეს კალათბურთელი 2009 წლის დრაფტის პირველი ნომერია, თუმცა შარშანდელი სეზონი ტრავმის გამო სრულად გამოტოვა.

ახალგაზრდა კალათბურთელმა ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სრულფასოვან ვარჯიშებს შეუდგა. "კლიპერსის" დამრიგებელი ვინი დელ ნეგრო აღნიშნავს, რომ კმაყოფილის გრიფინის კონდიციებით და მომავალ სეზონში მას სასტარტო ხუთეულში დააყენებს.

"ბლეიკი შესანიშნავი მოთამაშეა. ის მთელი წელი გუნდთან ერთად იყო, ამიტომაც ეჭვი არ მეპარება მასში და მაქსიმალურად ბევრ სათამაშო დროს მივცევ", - ამბობს კალიფორნიელთა დამრიგებელი.

თუმცა დელ ნეგროს ოდნავ აღელვებს გრიფინის ფსიქოლოგიური განწყობა - კალათბურთელს აშკარად ეტყობა განმეორებითი ტრავმის მიღების შიში: "ოდნავ მაღელვებს მისი ნერვიულობა მოედანზე ყოველი გასვლის წინ. მაგრამ მან მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოიკრიბოს და კარგად მოემზადოს ახალი სეზონისთვის. დრო საკმარისია - წინ კიდევ ორი თვეა".

ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს მადრიდის "რეალი". "სამეფო კლუბმა" ამ ზაფხულს მეოთხე კალათბურთელი შეიძინა. ამჯერად, მადრიდელებმა "ესტუდიანტესიდან" ესპანური კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი კარლოს სურაესი გადაიბირეს. ტრანსფერი "რეალს" 800 ათასი ევრო დაუჯდა. სურაესი უახლოეს დღეებში გააფორმებს ახალ კლუბთან სამ ან ოთხწლიან კონტრაქტს.

შარშან, კარლოსი "ესტუდიანტესის" შემადგენლობაში საშუალოდ 11.0 ქულასა და 5.5 მოხსნას აგროვებდა. სეზონის შედეგების მიხედვით ის ესპანური ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

სუარესამდე "რეალის" ახალწვეულები გახდნენ - სერხიო როდრიგესი, კლეი ტაკერი და დ'ორომ ფიშერი.

ლელო

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა