ამერიკის ღია პირველობის წინ

ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცებს შორის ფავორიტებად ნაცნობ გვარებს ასახელებენ - როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი. შვეიცარიელს "ფლეშინგ მედოუზე" ხუთჯერ გაუმარჯვია, ესპანელი კი პირველი ტიტულის მოპოვებას ეცდება.

ამერიკის ღიაზე როჯერ ფედერერის ეპოქა 2004 წელს დაიწყო. შვეიცარიელმა ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა მთავარი პრიზი და მისი შეჩერება მხოლოდ არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ - 2009 წლის ფინალში. მას შემდეგ როჯერმა დაკარგა რეიტინგის პირველი ნომერი და ერთი პირობა მესამე ადგილამდეც კი დაქვეითდა, მაგრამ ნიუ იორკში ამჯერადაც ფავორიტის რანგში ჩავიდა.

რა თქმა უნდა, ახლა ის დრო არ არის, როცა როჯერს კონკურენტი არ ჰყავდა და ყველა მარჩიელობდა - ვინ მოუგებდა თუნდაც ერთ სეტს შვეიცარიელს. დღეს ასეთი აშკარა ფავორიტი არ ჩანს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ სეზონში "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში ხუთი სხვადასხვა ჩოგბურთელი გავიდა.

ფედერერმა ფავორიტის სტატუსი მასტერსის სერიის ბოლო ორ ტურნირზე დაიბრუნა - მან ტორონტოს ფინალში ითამაშა და კარიერაში მეოთხედ მოიგო ცინცინატი. თუმცა ამ ტურნირებზე რეიტინგის პირველი ოთხეულიდან მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. მიუხედავად ამისა, შვეიცარიელი ყველაზე სტაბილური იყო და კლასიფიკაციაში მეორე ადგილიც აიბრუნა.

ამერიკის ღიაზე ყოველთვის უჭირდა პირველ ჩოგან რაფაელ ნადალს. ესპანელს "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე გაუმარჯვია "ფლეშინგ მედოუს" გარდა.

2005 წლიდან მოყოლებული, როცა რაფა საჩოგბურთო ელიტაში მოხვდა, მას ყოველთვის რაღაც უშლიდა ხელს ამერიკის ღიას თუნდაც ფინალამდე მისაღწევად. ხან მის წინააღმდეგ მეტოქეები განსაკუთრებით ინდომებდნენ ან ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. შარშანდელ ნახევარფინალში მან თითქმის უბრძოლველად წააგო დელ პოტროსთან.

ამ სეზონში ნადალს ბრწყინვალე მონაკვეთი ჰქონდა აპრილიდან ივლისის ჩათვლით. ამ დროს განმავლობაში მოიგო როლან გაროსი, უიმბლდონი და სამი სათიხნარო მასტერსი. უიმბლდონზე წარმატების შემდეგ ესპანელმა ხანგრძლივი პაუზა აიღო და ტორონტოში დაბრუნდა, სადაც ნორმალური ჩოგბურთი აჩვენა, თუმცა ეტყობოდა, რომ შორს იყო ოპტიმალური სპორტული ფორმისგან. კანადაში ნახევარფინალამდე მიაღწია, ცინცინატიში კი მარკო ბაღდატისთან წააგო მეოთხედფინალი. ერთის მხრივ, არც ისე შთამბეჭდავი შედეგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, წელს ესპანელი მთელი სეზონის აშკარა ფავორიტია და შემთხვევით არ უდგას სათავეში რეიტინგს.

ენდი მიურეისთვის წლევანდელი სეზონი მეტად არასტაბილურად მიმდინარეობს. ბრიტანელმა ბრწყინვალედ დაიწყო - ავსტრალიის ღიაზე ფინალამდე მიაღწია, სადაც როჯერ ფედერერთან წააგო. ამას მოჰყვა წაგებების გრძელი სერია და ენდი კარგა ხანი ვერ მოვიდა გონს. შოტლანდიელმა თავისი თამაში მხოლოდ უიმბლდონზე იპოვნა. იქ მიურეიმ ნახევარფინალი ითამაშა, თუმცა საშინაო ტურნირის მოგება ვერც ამჯერად შეძლო.

ენდიმ სხვა ლიდერებზე ადრე დაიწყო აშშ-ის ღიასთვის მზადება. სპეციალური მიწვევა მიიღო ლოს ანჯელესის ტურნირის ორგანიზატორებისგან და იქ ფინალში მოულოდნელად სემ კუერისთან წააგო. ბრიტნელმა მაინც მოასწრო ამერიკის ღია პირველობამდე სეზონში პირველი ტიტულის მოგება, როცა ტორონტოში შარშანდელი ჩემპიონობა შეინარჩუნა, თანაც ტურნირის მსვლელობისას ნადალი და ფედერერი დაამარცხა. შემდეგ მასტერსზე ენდიმ ამერიკელ მერდი ფიშთან წააგო, მაგრამ ეს მარცხი შეიძლება უხერხულ მეტოქესა და დაღლილობას მივაწეროთ. ახლა შოტლანდიელი აშკარად აღმავლობის გზაზეა და ამერიკის ჩემპიონატში ბევრის მიღწევა შეუძლია.

სამი მთავარი ფავორიტის შემდეგ მოდის ჩოგბურთელთა ჯგუფი, რომელთაგანაც ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. მათ შორისაა მსოფლიოს მესამე ჩოგანი ნოვაკ ჯოკივიჩი, რომელიც წელს ძალიან ცუდად თამაშობს "დიდი სლემის" ტურნირებზე, ამიტომაც რთულია მის რეალურ შესაძლებლობზე ლაპარაკი.

ენდი როდიკი კარგ თამაშს მარტში აჩვენებდა, როცა მაიამის მასტერსი მოიგო. იმ წარმატების შემდეგ ამერიკელი ჩრდილში მოექცა - კარგ მატჩებს უსუსური თამაში ცვლიდა და ასე გრძელდება დღემდე. თუმცა ცინცინატიში დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა. ენდიმ დაამარცხა რობინ სიოდერლინგი და ჯოკოვიჩი, მაგრამ ფიშთან წააგო. ნებისმიერ შემთხვევაში, როდიკი ისევ რჩება ამერიკული პუბლიკის მთავარ იმედად.

რობინ სიოდერლინგმა და ტომაშ ბერდიხმა წელს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში ითამაშეს, მაგრამ ამ წარმატების შემდეგ, აშკარად მოუკლეს თამაშს, განსაკუთრებით ეს რობინს ეხება. ბერდიხი კი ახლოს იყო ტორონტოში ფედერერის დამარცხებასთან. თუ ეს ჩოგბურთელები მოახერხებენ საჭირო კონდიციების დაბრუნებას, ნიუ იორკში ძალიან სახიფათონი იქნებიან.

საინტერესო იქნება დავიდ ნალბანდიანისთვის თვალის მიდევნება. მან "დიდი სლემის" ზედიზედ ექვსი ტურნირი გამოტოვა. დაბრუნების შემდეგ, არგენტინელს ბრწყინვალე კვირა ჰქონდა ვაშინგტონში, სადაც წელს პირველი ტიტული მოიგო. სულ რაღაც ერთი თვის განავლობაში, რეტინგის მეორე ასეულში მყოფმა ნალბანდიანმა ამერიკის ღიას განთესილთა შორის მოხვედრა მოასწრო. ასე რომ, ნიუ იორკში წარმატებით გამოსვლის შანსები საკმაოდ მაღალია.

ერთი წლის წინ ხუან მარტინ დელ პოტრომ ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვებას მიაღწია, რის შემდეგაც მას ტრიუმფალური სეზონი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოვიდა. არგენტინელმა წელს მხოლოდ ერთი ტურნირი ითამაშა და დღემდე არ დაბრუნებულა კორტზე. სხვათა შორის, ბოლოს ამერიკის ღიაზე მოქმედ ჩემპიონს 2003 წელს არ უთამაშია - მაშინ პიტ სამპრასმა კარიერის მაჟორულ ნოტაზე დასრულება გადაწყვიტა და მომდევნო წელს "ფლეშინგ მედოუს კორტებზე" აღარ გამოჩენილა.

სხვადასხვა ტრავმების გამო ასევე ვერ ითამაშებენ ჟო-ვილფრიდ ცონგა, ტომი ჰაასი, ივო კარლოვიჩი და მარიო ანჩიჩი.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა