რაფა ბენიტესს "ინტერის" თავკაცის რანგში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და ევროპის სუპერთასი "ატლეტიკოს" დაუთმო...

რაფა ბენიტესს "ინტერის" თავკაცის რანგში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და ევროპის სუპერთასი "ატლეტიკოს" დაუთმო. მართალია, ციდან ვარსკვლავები არც მადრიდული კლუბის წევრებს მოუწყვეტიათ, მაგრამ ევროპის ლიგის გამარჯვებულმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორს მაინც დამაჯერებლად აჯობა და საკუთარ კოლექციას ახალი ტიტული დამსახურებულად შეჰმატა. ევროპის სუპერთასი 1972 წლიდან თამაშდება და "ატლეტიკო" მას პირველად დაეუფლა, მასზე გაცილებით ტიტულოვან "ინტერს" კი ეს ჯილდო სხვათა შორის, არასოდეს მოუპოვებია.

მონაკოში გამართული მატჩი მაინცდამაინც სანახაობრივი არ გამომდგარა, მაგრამ ხარისხიანი ფეხბურთი და დასამახსოვრებელი ეპიზოდები მაინც ვიხილეთ. თუკი შესვენებამდე მოსაწყენ სანახაობას ვუყურებდით, შეხვედრის მეორე ნახევარში თამაში შედარებით გამოცოცხლდა.

მეორე ტაიმში ესპანელთა უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა და ჟულიო სესარსაც უფრო და უფრო ხშირად უხდებოდა თამაშში ჩართვა. "ინტერის" ბრაზილიელი კიპერი რამდენიმე შორეულ გასროლას იოლად გაუმკლავდა, მოიგერია ხოსე ანტონიო რეიესის მიერ ახლოდან დარტყმული რთული ბურთიც, მაგრამ ამ უკანასკნელის კიდევ ერთ საგოლე მცდელობას წინ ვეღარ აღუდგა. რეიესმა სერხიო აგუეროსთან "კედელი" გაითამაშა და ისე ძლიერად დაარტყა, რომ ჟულიო სესარმა ახლო კუთხეში მიმავალ ბურთზე რეაგირება დააგვიანა – 0:1.

ამის შემდეგ "ინტერი" კი გააქტიურდა, მაგრამ ვერც იმდენად, რომ თამაშში გარდატეხა შეეტანა. მილანელთა საგოლე მცდელობებიდან ერთადერთი, ის მომენტი შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა ლუსიომ და სამუელ ეტოომ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და კამერუნელმა ახლო მანძილიდან თავური ააცილა.

სამაგიეროდ, "ატლეტიკომ" თავისი მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მადრიდელთა კაპიტანმა სიმაომ შეტევის მარცხენა ფლანგიდან "ინტერის" საჯარომოში ჩააწოდა და უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა აგუერომ ბურთი კარში ისე იოლად შეაგორა, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყო.

ძირითადი დროის მიწურულს "ინტერს" მატჩის ბედის სათავისოდ შეტრიალების მიზერული შანსი მიეცა. რაულ გარსიამ საკუთარ საჯარიმოში გორან პანდევს ფეხი დააბიჯა და მასიმო ბუსაკამ სამართლიანი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი განვლილი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო მილიტომ შეასრულა, მაგრამ ბურთი დავიდ დე ხეამ მოიგერია.

აი, ასეთი კონტრასტული აღმოჩნდა მილიტოსა და მისი თანაგუნდელებისთვის მონაკოში ვოიაჟი – გუშინწინ უეფას გალა-საღამოზე მათ ყველა ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრეს, გუშინ კი გუნდური ტიტული პირწმინდად დათმეს.

ინტერი-ატლეტიკო 0:2

27.09. მონაკო. ლუი II. 18 500 მაყურებელი

ინტერი: ჟულიო სესარი – მაიკონი, სამუელი, ლუსიო, კივუ – ძანეტი, სტანკოვიჩი (68. პანდევი), კამბიასო, სნეიდერი (79. კუტინიო) – ეტოო, მილიტო

ატლეტიკო: დე ხეა – უიფალუში, პერეა, გოდინი, ა. დომინგესი – რეიესი (69. მერიდა), რ. გარსია, პ. ასუნსაო, სიმაო (90. კამაჩო) – ფორლანი (82. ხურადო), აგუერო

გოლები: 0:1 რეიესი (62), 0:2 აგუერო (83)

გაფრთხილება: სიმაო (85), რ. გარსია (89), სამუელი (90)

არბიტრი: მ. ბუსაკა (შვეიცარია)

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა