ქალაქ ვანდევრეში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა, სადაც თორნიკე სანიკიძემ პირველი ადგილი დაიკავა
საფრანგეთის ქალაქ ვანდევრეში გუშინ დასრულდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომლის უძლიერესთა ჯგუფში საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში ჩვიდმეტი ქვეყნის 72 წარმომადგენელი ჩაება.

მათ შორის თბილისელი დიდოსტატები - თორნიკე სანიკიძე და დავით ლობჟანიძე. ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ექსჩემპიონმა, 2008 დრეზდენის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა თორნიკე სანიკიძემ.

8 ტურში მან 6,5 ქულას მოუყარა თავი: ხუთ მეტოქეს სძლია (ალან ბორდას, ბენოტ თადეის, როი საპთარშს, მიხაილ ნაუბს, იან-პიერ ლე როუქსს), ხოლო სამ მოწინააღმდეგეს დაუზავდა (კრისტიან ბაუერს, დმიტრი სვეტუშკინს, თიჯკუმარს), ბოლო ტურში ქულა გაიყო ალბერტო დავიდთან.

გუშინ ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ვადიმ მალახატკო-კრისტიან ბაუერი, დმიტრი სვეტუშკინი-როი საპტარში, მაქსიმლაგარდი-ბორია იდერი, მატიუ კორნეტმა ჯულიენ სონგი დაამარცხა, მიხაილ ჰაუბმა ჯულიენ სონგს, ბენოტ თადეიმ არგიადიფ დასს სძლია.

ცხრა ტურის შემდეგ სანიკიძემ და ფრანგმა ბაუერმა 7-7 ქულა მოაგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი ჩვენებურმა დაიკავა და მთავარი პრიზიც მას ერგო, ბაუერი მეორეზე გავიდა. 6,5-6,5 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილეს სვეტუშკინმა (მოლდოვა), კორნეტმა (საფრანგეთი), დავიდმა (ლუქსემბურგი), ჰაუბმა (გერმანია) და თადეიმ (საფრანგეთი). დავით ლობჟანიძემ 5,5 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა