ამიერიდან კლუბს "მადნეულის" ნაცვლად ბოლნისის მუნიციპალიტეტი უპატრონებს და, წესით, ძველ ამბიციებსაც დაუბრუნებს
როგორც ჩანს, "სიონი" სულ მალე ძველებურად ბრძოლისუნარიანი გუნდი იქნება. ბოლნისურმა კლუბმა სეზონის პირველი ნახევარი ძალიან სუსტად ჩაატარა და უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზე "მყარად" დამკვიდრდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა - შემცირებული დაფინანსება და აქედან გამომდინარე შესუსტებული შემადგენლობა, გაუმართავი საწვრთნელი პროცესი და ასე შემდეგ.

ამიერიდან კი "სიონს" "მადნეულის" ნაცვლად ბოლნისის მუნიციპალიტეტი უპატრონებს და, წესით, ძველ ამბიციებსაც დაუბრუნებს.

უფრო დეტალური ინფორმაცია ბოლნისის გამგებლის, სოსო ლალიაშვილისგან მივიღეთ.

- რა ვითარებაში შეეცვალა "სიონს" მეპატრონე?

- ამის სურვილი რაიონის მუნიციპალიტეტსაც ჰქონდა და "მადნეულსაც". ეკონომიკის სამინისტროს წერილი მივწერეთ, "სიონისა" და "თამაზ სტეფანიას" სტადიონის მართვის სურვილი გამოვთქვით და დადებითი პასუხი მივიღეთ. "სიონი" რაიონის 2012 წლის ბიუჯეტში ჩაჯდება და მალე გაცილებით უკეთეს პირობებში იქნება, ვიდრე სულ ცოტა ხნის წინ იყო.

- კლუბის ბიუჯეტი როგორი იქნება?

- მხოლოდ სეზონის დარჩენილ ნაწილში "სიონს" 500-600 ათასი ლარით დავაფინანსებთ, რაც, დამეთანხმებით, ნახევარი სეზონისთვის ქართული მასშტაბებით არცთუ მცირე თანხაა.

- ალბათ, უფრო შორსმიმავალი გეგმებიც გაქვთ დასახული.

- რა თქმა უნდა. მთავარია, ამ სეზონში დასახული ამოცანა წარმატებით განვახორციელოთ და უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ, მომავალი სეზონისთვის კი გაცილებით სერიოზული გეგმების განხორციელებაზე ვიზრუნებთ. "სიონს" ბოლო ადგილზე ყოფნა არ ეკადრება და სულ მალე დაიბრუნებს ამბიციური კლუბის სახელს.

- მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე რჩება?

- ლევან ბაჯელიძეს ჩვენი მხრიდან ასპროცენტიანი ნდობა აქვს და მას დადებითი შედეგების მიღწევაში ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს.

- გუნდის შემადგენლობაში, ალბათ, ცვლილებებიც მრავლად იქნება.

- დიახ, ეს გარდაუვალია. მწვრთნელს არჩევანში სრული თავისუფლება ექნება. იგი სასურველი ფეხბურთელების სიას წარმოგვიდგენს და ჩვენ მათ გადმოყვანაზე ვიზრუნებთ. ბუნებრივია, შერჩეულ მოთამაშეებს ისეთ კონტრაქტებს შევთავაზებთ, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდებათ. სეზონის მეორე ნახევრისთვის სრულფასოვნად მოსამზადებლად გუნდს ყველა პირობას შევუქმნით.

- უცხოურ შეკრებასაც ხომ არ გეგმავთ?

- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და გამორიცხულიც არ არის, რადგან ფინანსური რესურსები ამის საშუალებასაც მოგვცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა