მარტვილელებს საახალწლო არდადეგები 8 იანვარს დაუმთავრდებათ და ერთკვირიან შეკრებას მარტვილში გაივლიან, 16 იანვარს კი ურეკში გადაინაცვლებენ
მარტვილის "მერანი" ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა - მცველებს, თორნიკე შალიკაშვილსა და ლევან ჭაფოძეს, ნახევარმცველებს, გიორგი მემარნიშვილსა და ჟოელ იატროს, თავდამსხმელ გურამ სამადაშვილს.

ამ ხუთეულიდან ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ხშირად 29 წლის მემარნიშვილი ხვდებოდა, რომელმაც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა; 25 წლის სამადაშვილი უმეტესად შეცვლაზე თამაშობდა და 13 შეხვედრაში ითამაშა; 23 წლის ჭაფოძემ, 21 წლის შალიკაშვილმა და 23 წლის კოტდივუარელმა, იატრომ კი, შესაბამისად, 4, 2 და 2 მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

დიდი ალბათობით, იატრო კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, ჭაფოძე კი "სამტრედიაში" გადავა. "მერანის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დანარჩენი სამი ფეხბურთელისთვისაც ცდილობს ახალი კლუბის მოძიებას.

მარტვილელთა ახალწვეულების შესახებ კი ჯერ არაფერი თქმულა. როგორც "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ გვითხრა, მოლაპარაკება რამდენიმე საკმაოდ ცნობილ და კვალიფიციურ ფეხბურთელთან მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე მათი ვინაობის დასახელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სამაგიეროდ, გარკვეულია შეკრების დაწყების თარიღი - "მერანის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს საახალწლო არდადეგები 8 იანვარს დაუმთავრდებათ და ერთკვირიან შეკრებას მარტვილში გაივლიან, 16 იანვარს კი ურეკში გადაინაცვლებენ.

ბუნებრივია, "მერანი" მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, მატჩების განრიგი ნაახალწლევს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, "მერანი" ჩემპიონატში გამოცხადებულ შესვენებას 29 ქულითა და მეხუთე ადგილით ხვდება, თუმცა უმაღლესი ლიგის დებიუტანტებს "ვირტუალურ" ცხრილში უკეთესი პოზიცია უკავიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა