საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ემანუელ პეტის სერიოზული ეჭვი ეპარება "სამფეროვანთა" საევროპისჩემპიონატო პერსპექტივაში
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ემანუელ პეტის სერიოზული ეჭვი ეპარება "სამფეროვანთა" საევროპისჩემპიონატო პერსპექტივაში.

მისი თქმით, დღევანდელ გუნდს ნამდვილად არ აქვს იმის პოტენციალი, რომ ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ინტერვიუ მან ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს მისცა. "ნუ ელოდებით ჩემგან ყალბ პატრიოტულ განცხადებებს. მიმაჩნია, რომ საფრანგეთის ამ ფორმაციის ნაკრებს არა აქვს ის თვისებები, რაც მას ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარება.

გუნდს შემადგენლობაში ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, მაგრამ ნაკრებში ისინი 100%-ით ნამდვილად არ იხარჯებიან. უკანასკნელმა ამხანაგურმა თამაშებმა დაამტკიცა, რომ ჩვენს ნაკრებს მაქსიმუმ ფავორიტებისთვის ნერვების მოშლა შეუძლია.

რაც შეეხება ლორან ბლანს, ის ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გუნდი მხოლოდ პროგრესის გზით ივლის. სამხრეთ აფრიკაში გუნდის ჩავარდნისა და იქ მომხდარი სამარცხვინო მოვლენების შემდეგ ეროვნულის სათავეში ჩადგომა მისგან დიდი გამბედაობა იყო," - აცხადებს ვარსკვლავი.

ემანუელმა ინტერვიუში კომენტარი გააკეთა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაზეც. ფრანგისთვის 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანო რონალდოა. "ჩავი იმსახურებს წლის ფეხბურთელის პრიზს, რადგან ის "ბარსას" ნამდვილი ლიდერია. მას ბურთი დაცვიდან შეტევაში გადააქვს, ქმნის მომენტებს და თავადაც იტანს.

მესის კი კატალონიელთა თამაშში ჯადოქრული ელემენტები შეაქვს. ის უფრო მეტად ჰგავს მოთამაშეს საფეხბურთო სიმულატორზე, ვიდრე ცოცხალ ფეხბურთელს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემს ხმას კრიშტიანო რონალდოს მივცემდი. პორტუგალიელი მინდორზე ნამდვილი დომინანტია, მით უფრო, რომ "რეალში" თამაში უფრო რთულია, ვიდრე "ბარსელონაში," - თქვა პეტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა