ნომერ პირველი გერმანული სპორტული ჟურნალი "კიკერი" წლის ადამიანს 1990 წლიდან ასახელებს
ნომერ პირველი გერმანული სპორტული ჟურნალი "კიკერი" წლის ადამიანს 1990 წლიდან ასახელებს და წლევანდელი შედეგიდან გამომდინარე, ისე გამოვიდა, რომ ბოლო ოთხი წელია, მწვრთნელები და ფეხბურთელები ამ უაღრესად საპატიო წოდებას მონაცვლეობით იღებენ.

2011 წლის ადამიანად "კიკერმა" გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დაასახელა - "იოგიმ" ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა, რომელიც 2010 წლის ადამიანი გახლდათ. მართალია, წელს სანაკრებო დონეზე დიდი ტურნირი არ გამართულა, მაგრამ ბუნდესგუნდმა ევროპის 2012 წლის შესარჩევი ციკლი უდანაკარგოდ ჩაატარა, თუმცა არც ეს ყოფილა მთლად გადამწყვეტი ფაქტორი - მთავარი გერმანიის ნაკრების თამაშის შესანიშნავი და უკვე ყველგან დაფასებული სტილია.

გერმანიაში ფიქრობდნენ, რომ 2011 წლის ადამიანად აღიარების კარგი შანსი ჰქონდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპსაც, რომელსაც BVB-ს გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ექსპერტების აზრით, კლოპმა ამ წოდების მიღება პირველ რიგში იმის გამო ვერ შეძლო, რომ დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგაში ძალიან ცუდად, მეტიც, სამარცხვინოდ იასპარეზეს (ბოლო ადგილი ჯგუფში).

2011 წელს ლიოვის მთავარი დამსახურება არაერთი ტალანტის აღმოჩენა და გერმანიის ნაკრებში მათი უმტკივნეულო ინტეგრაციაა.

დღესდღეობით ბუნდესგუნდში უდიდესი კონკურენციაა და რაც მთავარია, იოგის გუნდი უაღრესად მიმზიდველ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გერმანიის ნაკრებს დღეს უკვე ყველა აღიარებს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე კი ბუნდესნაკრები ესპანეთთან ერთად მთავარ ფავორიტადაა შერაცხული.

წელს გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვა ბრაზილიისა (3:2) და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებთან (3:0) - ფაქტია, რომ ეს თამაშები ბუნდესგუნდის ქომაგებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. ჰამბურგში განადგურების შემდეგ, ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა თქვა, კაცი დავბერდი და არ მახსოვს, გერმანიის ნაკრებს ასეთი თვალსასეირო ფეხბურთი ეთამაშოსო.

ბუნდესგუნდს და მის თავკაცს აქებს ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი ვისენტე დელ ბოსკეც: "იოახიმ ლიოვი არის მწვრთნელი, რომელსაც ჩემი კოლეგებიდან ყველაზე მეტად ვაფასებ. იოგი არა მარტო შესანიშნავი მწვრთნელი, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. გერმანიის ნაკრები კი არის გუნდი, რომლის დამარცხება უფრო და უფრო რთული ხდება."

სწორედ ამიტომ გაუჩნდა მთელ საფეხბურთო გერმანიას იმის იმედი, რომ ზაფხულში ბუნდესნაკრები 1996 წლის შემდეგ პირველად მოიგებს დიდ ტიტულს და ევროპის ჩემპიონი გახდება. სხვათა შორის, 1995 წელს "კიკერმა" წლის ადამიანად ასევე გერმანიის ნაკრების თავკაცი ბერტი ფოგთსი დაასახელა და 1996 წელს ბუნდესნაკრები სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა ევროპის ჩემპიონი. განმეორდება ისტორია? ამას ზაფხულში გავიგებთ...

ისტორია

ყველა გამარჯვებული

კიკერი წლის ადამიანს 1990 წლიდან ასახელებს

ამ ჯილდოს პირველი მფლობელი ფრანც ბეკენბაუერი გახლდათ, რომლის ხელში გერმანიის ნაკრები იმ წელს იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, "კაიზერ-ფრანცმა" ეს წოდება 2006 წელსაც დაიმსახურა - გერმანიაში გამართული მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში.

მსოფლიოს ის ჩემპიონატი, რომელიც იტალიელების გამარჯვებით დასრულდა, ორგანიზების თვალსაზრისით მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში. ბეკენბაუერთან ერთად, "წლის ადამიანის" წოდება ორჯერ აქვთ მოპოვებული ფელიქს მაგათს და ოტო რეჰაგელსაც.

წელი წლის ადამიანი სტატუსი

2011 იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი

2010 ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი

2009 ფელიქს მაგათი მწვრთნელი (ვოლფსბურგი/შალკე)

2008 ფრანკ რიბერი ბაიერნი

2007 ივან კლასნიჩი ვერდერი

2006 ფრანც ბეკენბაუერი მუნდიალის მთავარი ორგანიზატორი

2005 თომას დოლი ჰამბურგის მწვრთნელი

2004 თომას შააფი ვერდერის მწვრთნელი

2003 ფელიქს მაგათი შტუტგარტის მწვრთნელი

2002 მიხაელ ბალაკი ბაიერნი

2001 ოლივერ კანი ბაიერნი

2000 რუდი ფიოლერი მწვრთნელი (ლევერკუზენი, გერმანია)

1999 ლოთარ მათეუსი ბაიერნი

1998 ოტო რეჰაგელი კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი

1997 ოტო რეჰაგელი კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი

1996 თომას ჰელმერი ბაიერნი

1995 ბერტი ფოგთსი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი

1994 ფოლკერ ფინკე ფრაიბურგის მწვრთნელი

1993 ვინფრიდ შეფერი კარლსრუეს მწვრთნელი

1992 ერიხ რიბეკი ბაიერნის მწვრთნელი

1991 კარლ-ჰაინც ფელდკამპი კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი

1990 ფრანც ბეკენბაუერი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი

ლიოვის სტატისტიკა

გერმანიის ნაკრების ყველა მატჩი 2011 წელს

წელს გერმანიის ნაკრებმა სულ 13 მატჩი ჩაატარა (9 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). ბუნდესგუნდმა ის ერთადერთი მარცხი ავსტრალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში იწვნია და ფრეებიც ტესტ-მატჩებში ითამაშა (იტალიასთან, პოლონეთთან და უკრაინასთან). ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებიდან კი ლიოვის ბიჭებმა ყველა მოიგეს.

9 თებერვალი (ამხანაგური)

გერმანია-იტალია 1:1

გოლები: 1:0 კლოზე (16), 1:1 როსი (81)

26 მარტი (ევრო 2012, შესარჩევი)

გერმანია-ყაზახეთი 4:0

გოლები: 1:0 კლოზე (3), 2:0 თ. მიულერი (25), 3:0 თ. მიულერი (43), 4:0 კლოზე (88)

29 მარტი (ამხანაგური)

გერმანია-ავსტრალია 1:2

გოლები: 1:0 გომესი (26), 1:1 კარნი (61), 1:2 უილკშირი (64-პენ)

29 მაისი (ამხანაგური)

გერმანია-ურუგვაი 2:1

გოლები: 1:0 გომესი (22), 2:0 შიურლე (35), 2:1 გარგანო (48)

3 ივნისი (ევრო 2012, შესარჩევი)

ავსტრია-გერმანია 1:2

გოლები: 0:1 გომესი (44), 1:1 ა. ფრიდრიხი (50-საკ. კარში), 1:2 გომესი (90)

7 ივნისი (ევრო 2012, შესარჩევი)

აზერბაიჯანი-გერმანია 1:3

გოლები: 0:1 იოზილი (30), 0:2 გომესი (41), 1:2 ჰუსეინოვი (89), 1:3 შიურლე (93)

10 აგვისტო (ამხანაგური)

გერმანია-ბრაზილია 3:2

გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (61-პენ), 2:0 გიოტცე (67), 2:1 რობინიო (71-პენ), 3:1 შიურლე (80), 3:2 ნეიმარი (92)

2 სექტემბერი (ევრო 2012, შესარჩევი)

გერმანია-ავსტრია 6:2

გოლები:L1:0 კლოზე (8), 2:0 იოზილი (23), 3:0 პოდოლსკი (28), 3:1 არნაუტოვიჩი (42), 4:1 იოზილი (47), 4:2 ჰარნიკი (51), 5:2 შიურლე (84), 6:2 გიოტცე (89)

6 სექტემბერი (ამხანაგური)

პოლონეთი-გერმანია 2:2

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (55), 1:1 კროოსი (68-პენ), 2:1 ბლაშჩიკოვსკი (91-პენ), 2:2 კაკაუ (94)

7 ოქტომბერი (ევრო 2012, შესარჩევი)

თურქეთი-გერმანია 1:3

გოლები: 0:1 გომესი (35), 0:2 თ. მიულერი (66), 1:2 ჰაქან ბალთა (79), 1:3 შვაინშტაიგერი (86-პენ)

11 ოქტომბერი (ევრო 2012, შესარჩევი)

გერმანია-ბელგია 3:1

გოლები: 1:0 იოზილი (30), 2:0 შიურლე (33), 3:0 გომესი (48), 3:1 ფელაინი (86)

11 ნოემბერი (ამხანაგური)

უკრაინა-გერმანია 3:3

გოლები: 1:0 იარმოლენკო (28), 2:0 კონოპლიანკა (36), 2:1 კროოსი (38), 3:1 ნაზარენკო (45), 3:2 როლფესი (65), 3:3 თ. მიულერი (77)

15 ნოემბერი (ამხანაგური)

გერმანია-ჰოლანდია 3:0

გოლები: 1:0 თ. მიულერი (15), 2:0 კლოზე (26), 3:0 იოზილი (66)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა