ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოსკოვი დაძაბული ბრძოლების მოლოდინში

მოსკოვი დაძაბული ბრძოლების მოლოდინში

ორიოდე დღეც და საბოლოოდ გაირკვევა საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების ბოლო მონაწილეც მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ვაკანტურია ადგილი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საკითხის საბოლოოდ გარკვევას ევროპის, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას კოჭის ტრავმა აფერხებს...

ორიოდე დღეც და საბოლოოდ გაირკვევა საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების ბოლო მონაწილეც მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ვაკანტურია ადგილი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საკითხის საბოლოოდ გარკვევას ევროპის, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას კოჭის ტრავმა აფერხებს. მისი კონკურენტი გივი კარტოზიას სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და ამავე რანგის ფინალური შეჯიბრების ფინალისტი გიორგი ცირეკიძეა. მათ შორის საკონტროლო შეხვედრა ორშაბათს უნდა გაიმართოს, თუ კვირკველია შეძლებს საჭიდაოდ გასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს პირველობაზე ცირეკიძე გაემგზავრება.

კვირკველიამ ტრავმა წინა შეკრების დასრულებისას მიიღო. როგორც გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ფეხის რამდენჯერმე გაშუქებისა და შემოწმების შემდეგ სერიოზული დაზიანება არ აღმოჩნდა - მყესები გაწყვეტილი არაა. ჩვეულებრივ პირობებში ფეხი არც სპორტსმენს აწუხებს და კვირკველია ვარჯიშობს კიდეც, მაგრამ შიშობს, რომ ფეხი მკვეთრი მოძრაობების საშუალებას არ მისცემს. ვნახოთ, რა როგორ იქნება, მაგრამ კახაბრიშვილი იმედოვნებს, რომ გამაყუჩებლებით და ფეხის ბლოკირებით (არის ასეთი სამედიცინო ტერმინი) მანუჩარი ჭიდაობას შეძლებს.

კახაბრიშვილისვე თქმით, ბოლო დღეებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძეც (96) თავს იტკიებს. მიზეზი ვარჯიშისას მომხდარი შეჯახებაა, თუმცა, ექიმის თქმით, საშიში არც აქაა რამე და ეს ტრავმა გოგშელიძეს მზადებაში ხელს არ შეუშლის. საბედნიეროდ, რაიმე სერიოზული პრობლემები არც სხვებს აწუხებთ და სრული დატვირთვით ემზადებიან ჩემპიონატისთვის.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ნაკრებების შემადგენლობებს. ბეგი დარჩიამ ბერძენ-რომაელთა ღირსების დაცვა ლაშა გოგიტაძეს (55), რევაზ ლაშხს (60), მანუჩარ ცხადაიას (66), ვლადიმერ გეგეშიძეს (84), სოსო ჯაბიძეს (96) და გურამ ფერსელიძეს (120) ანდო, მისმა კოლეგა ზაზა თურმანიძემ კი `თავისუფალთა~ ნაკრებში ბესარიონ გოჩაშვილს (55), მალხაზ ქურდიანს (60), ოთარ თუშიშვილს (66), გელა საღირაშვილს (74), დავით მარსაგიშვილს (84), გიორგი გოგშელიძეს (96) და ლევან ბერიანიძეს (120) უხმო.

მსოფლიოს პირველობა 4-12 სექტემბერს გაიმართება მოსკოვში, თუმცა 4-5 სექტემბერი საერთაშორისო ფედერაციის კონგრესსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებს დაეთმობა, პირველი საჭიდაო დღე კი 6 სექტემბერია. ჩემპიონატში თავდაპირველად ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან - პირველ დღეს 55, 66 და 96 კილოგრამი წონითი კატეგორიების წარმომადგენლები იასპარეზებენ. ამ დღეს ტურნირი მოსკოვის დროით 13 საათზე დაიწყება და საკვალიფიკაციო შეხვედრები 19-საათამდე გაგრძელდება, რასაც გახსნის ნახევარსაათიანი ცერემონიალი მოჰყვება, 19.30-დან 21.30-მდე კი ფინალური შეხვედრები გაიმართება. 7-ში კვლავაც მხოლოდ ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ და ისევ სამ წონით კატეგორიაში - 60, 84 და 120-ში, 8-ში კი მათთან ერთად ჩემპიონატში ქალებიც ჩაებმებიან - ბერძენ-რომაელთაგან დარჩენილი ბოლო წონის, 74-ის ფალავნები, ქალთაგან - 48-51-ის. 9 სექტემბერი მთლიანად ქალებს დაეთმობათ - ხალიჩაზე 55, 59 და 63-ის წარმომადგენლები გავლენ, 10 სექტემბერი კი პირველობაზე ისევ შერეული დღეა, ოღონდ ქალებთან ერთად უკვე `თავისუფლები~ იასპარეზებენ. ქალთაგან ამ დღეს 67 და 72-კილოგრამიანები იჭიდავებენ, `თავისუფალთაგან~ - 55-იანები. ამის შემდეგ ჩემპიონატის მომდევნო ორი დასკვნითი დღე მთლიანად `თავისუფლებს~ დაეთმობათ - 11-ში ლეიბზე 60, 84 და 96-ის ფალავნები გავლენ, მეორე დღეს - 66, 74 და 120-ისა და ამით ჩემპიონატიც დასრულდება. იმავე დღეს 20 საათიდან დახურვის ნახევარსაათიანი საზეიმო ცერემონიალიც დაიწყება. შესარჩევი შეხვედრები ყველა დღეს 13-19 საათის შუალედში ჩატარდება. ასევე უცვლელია ფინალური ეტაპის დროც - 19.30-21.30.

ამჟამად ჩვენი ორივე ნაკრები დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზეა დასკვნით შეკრებაზე, მოსკოვში კი პირველები ბერძენ-რომაელები გაფრინდებიან - 3 სექტემბერს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ეს თემა უფრო აქტუალური ხდება. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები ხშირად აქვეყნებენ ამა თუ იმ საინტერესო ცნობებს. ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში რუსული ალლსპორტინფო.რუ-ს მიერ გავრცელებული რუს `თავისუფალთა~ ნაკრების თავკაც ჯამბულათ თედეევის ინტერვიუ აღმოჩნდა, რომელშიც მან მთავარ კონკურენტებად აზერბაიჯანისა და ირანის ნაკრებები დაასახელა, მათ ყველა წონაში თანაბარი ძალის ფალავნები ჰყავთო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თამამი პროგნოზის გაკეთებაში და დასძინა, რომ ამ ტურნირზე შეგირდებისგან ოქროს ოთხ მედალს ელოდება, ანუ ზუსტად იმდენივეს, რამდენიც შარშან დანიურ ჰერნინგში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ოთხივე შარშანდელი ჩემპიონი ახლაც გუნდშია - ბესიკ კუდუხოვი (60), დენის ცარგუში (74), ჰაჯიმურატ გაცალოვი (96) და ბილიალ მახოვი (120). `ცხადია, შინ ჭიდაობა დამატებითი ფსიქოლოგიური დატვირთვაა - ამ დროს პასუხისმგებლობა იზრდება, მაგრამ ბიჭები ამას ითვალისწინებენ. ამიტომ აქ მუდამ კარგად ჭიდაობენ. ჩვენი ნაკრები ჭიდაობის ამ სახეობაში ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მეტოქეებიც მუდამ მზად იქნებიან კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. ამიტომ ყველა კონკურენტის შესაძლებლობებს ბოლომდე ვსწავლობთ~ - თქვა მწვრთნელმა. მისი აზრით, ყველაზე საინტერესო ბრძოლები 96 კილოში გაიმართება, სადაც მათი ლიდერის, ევროპის სამგზის, მსოფლიოს ოთხგზისა და ათენის ოლიმპიადის ჩემპიონ ჰაჯიმურატ გაცალოვის მთავარი კონკურენტები აზერბაიჯანელი ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი, გოგშელიძე, ყაზახი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი თეიმურაზ თიგიევი, უზბეკი მსოფლიოს პრიზიორი ყურბან ყურბანოვი და ირანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საედ აბრაჰიმი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ გაცალოვი და გოზიუმოვი შარშან მსოფლიოს ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან ლამაზ, დაძაბულ ბრძოლაში გაცალოვმა ჩინებული ილეთებით მოიგო. განსაკუთრებით მეორე პერიოდში ფეხში შესვლას და აყვანას გამოვარჩევთ - მაშინ გაცალოვმა შესაშური რეაქცია გამოვლინა, შორიდან შეუვარდა ფეხში. აღსანიშნავია, რომ ორივე ოსია და ვლადიკავკაზში ერთ დარბაზში ვარჯიშობენ. ბარემ აქვე ისიც ვთქვათ, რომ ასევე ოსია თიგიევიც, თუმცა ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყაზახები მსოფლიოზე არა მას, არამედ დაულეტ შაბანბაის აყენებდნენ, მაგრამ თედეევს უკეთ ეცოდინება და რაკიღა თიგიევი ახსენა, ესე იგი, ის იჭიდავებს. არადა, ყაზახებმა წლეულს აზიის თამაშებზე სულ სხვა - ნურზან კატაევი აჭიდავეს, რომელიც მეორეზე გავიდა.

96-ის გარდა, თედეევი მძიმე წონაშიც დიდი ინტერესით ელის მოვლენათა განვითარებას, განსაკუთრებით კი თავისი შეგირდის, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მახოვის შესაძლო შეხვედრა აინტერესებს უზბეკ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არტურაზ ტაიმაზოვთან (კიდევ ერთი უცხოეთში ემიგრირებული ოსი). მსოფლიოს ჩემპიონატებზე და პირველხარისხოვან ტურნირებზე ისინი ერთმანეთს არ გადაჰყრიან. არადა, ამის შანსი 2007 წელს ბაქოში გამართულ სალიცენზიო შეჯიბრებაში იყო, მაგრამ მაშინ ერთმანეთს არ შეხვედრიან - ტაიმაზოვი კუბელ ალექსის როდრიგესთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა, მახოვმა კი ფინალში სწორედ როდრიგესს აჯობა და ჩემპიონი გახდა.

ერთი სიტყვით, მოსკოვში მართლაც საინტერესო ბრძოლებია მოსალოდნელი, ჩვენ კი დავძენთ, რომ ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში ტელეარხი `როსია -2~ აჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა