საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლის იმედიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორ სასტარტო მატჩში, 3 სექტემბერს საქართველოსა და 7 სექტემბერს ხორვატიასთან ექნება...

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლის იმედიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორ სასტარტო მატჩში, 3 სექტემბერს საქართველოსა და 7 სექტემბერს ხორვატიასთან ექნება. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ბერძნები შინ ეთამაშებიან, ხორვატიას კი სტუმრად დაუპირისპირდებიან. თემურ ქეცბაიას გუნდთან შეხვედრა სანტუშისთვის საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური თამაში იქნება. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ პორტუგალიელმა სანტუშმა ამ თანამდებობაზე სახელგანთქმული გერმანელი ოტო რეჰაგელი შეცვალა.

ბერძნებს ორი ახალწვეული ჰყავთ – "პანათინაიკოსის" თავდამსხმელი ანტონის პეტროპულოსი და იტალიური "ბრეშას" ნახევარმცველი პანაიოტის კონე.

სანტუშის გუნდის სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალექსანდროს ცორვასი (პანათინაიკოსი), მიხალის სიფაკისი (არისი);

მცველები: ლუკას ვინტრა, იურკას სეიტარიდისი, ნიკოს სპიროპულოსი (სამივე - პანათინაიკოსი), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი), ავრაამ პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი), სტელიოს მალეცასი (პაოკ), გიორგიოს ცაველასი (აინტრახტი), იანის მანიატისი (პანიონიოსი);

ნახევარმცველები: კოსტას კაცურანისი, სოტირის ნინისი, გიორგიოს კარაგუნისი (სამივე – პანათინაიკოსი), ალექსანდროს ციოლისი (რასინგი), ვასილის ტოროსიდისი (ოლიმპიაკოსი), პანტელის კაფესი (აეკ), პანაიოტის კონე (ბრეშა);

თავდამსხმელები: ანტონის პეტროპულოსი (პანათინაიკოსი), დიმიტრის სალპინიდისი (პაოკ), გიორგიოს სამარასი (სელტიკი), კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი), თეოფანის გეკასი (აინტრახტი).

შეგახსენებთ, საბერნეთისა და საქართველოს ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხი ოფიციალური და ერთიც ამხანაგური მატჩი უთამაშიათ. ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ბერძნებმა მიაღწიეს.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა