ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: "მალიორკა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში უკვე სამი მწვრთნელი წვრთნიდა
"მალიორკა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში უკვე სამი მწვრთნელი წვრთნიდა.

"რეალ სოსიედადთან" საშინაო გამარჯვების (!) შემდეგ თანამდებობიდან გადადგა მიქაელ ლაუდრუპი, მისმა დროებითმა შემცვლელმა მიგელ ანხელ ნადალმა მხოლოდ "ოსასუნასთან" საგარეო შეხვედრაში გაიყვანა გუნდი, 2:2-საც მიაღწია "რეინო დე ნავარაზე", თუმცა შემდეგ ადგილი ხოაკინ კაპაროსს დაუთმო, რომელმაც სეზონის 16 ტურიდან 10-ში გაიყვანა კიდევაც "მალიორკა" სათამაშოდ. ამ პირობებში კიდევ კარგად უასპარეზია "მალიორკას", რომელმაც არცთუ ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია აწარმოა.

რას ვწერდით აგვისტოში

წინასასეზონო სტატიას "შეზღუდული შესაძლებლობების კუნძული" ვუწოდეთ. აი, რას ვწერდით: "გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებია, ლაუდრუპი საწვრთნელი პროცესით კმაყოფილებას არ ფარავს და აცხადებს, რომ მეტის მიღწევაც შეუძლიათ, მთავარია, გასული სეზონის შეცდომები არ გაიმეორონ - არ შეიძლება ბოლო ტურამდე გაუგებრობაში ყოფნა. ქულები თავიდანვე უნდა დააგროვონ". ლაუდრუპი უკვე წარსულია, თუმცა სეზონის მიზანი სწორად განგვისაზღვრავს - პრიმერაში დარჩენა.

სტატისტიკური მონაგარი

"მალიორკამ" შინ 12 ქულა მოიპოვა, სტუმრად ამისი ნახევარი, რაც ბუნებრივია - ბალეარელებმა შინ მეტი თამაში ჩაატარეს. ლაუდრუპი გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებდა, ნადალმა წაუქსპერიმენტა - 4-3-1-2 დააყენა, მაგრამ შემდეგ კაპაროსი ლაუდრუპისეულს დაუბრუნდა, ბოლოს კი "კლასიკურ" 4-4-2-ზე გადავიდა.

გაფრთხილება: 56

2 ყვითელი ბარათი: 0

წითელი ბარათი: 2

პენალტი (გატ): 5/5

პენალტი (გატ) მალიორკას კარში: 2/2

საშუალო დასწრება: 11 900

დარტყმა (ზუსტი): 176 (57)

დარტყმა (ზუსტი) მალიორკას კარში: 186 (67)

დარტყმის სიზუსტე: 32,4%

კუთხური: 80

თამაშგარე: 40

ჯარიმა (მათზე): 292 (189)

გოლები

5 ჰემედი

4 ვიქტორი

2 გ. კასტრო

1 დე გუზმანი, ალვარო, რამისი, მეტოქის ავტოგოლი (ტორეხონი, რასინგი)

საგოლე პასები

3 პერეირა

1 ჰემედი, ალფარო, ნსუე, კასერესი, ჩიკო

გაძევება

1 ბიგასი, ნსუე

გაფრთხილება

9 პინა

7 ჩიკო

6 რამისი

5 კასერესი

4 ბიგასი

3 მარტი, ჰემედი, ტისონე, სენდროსი

2 ტეხერა, გ. კასტრო

1 პაბლო მარი, ჟოაო ვიქტორი, იენაგა, ვიქტორი, ავატე, პერეირა, ნსუე

თამაშები

მეკარეები: დუდუ ავატე (16 თ), ხუან ხესუს კალატაიუდი, იერაი გომესი.

მცველები: ივან რამისი (15), ხოსე ფლორეს "ჩიკო" (15), პაბლო სენდროსი (12), ჯანი ზუიველროონი (8), პაბლო კასერესი (8), მარტი კრესპი (1), ჟოზე ნუნიეში (1), კევინ გარსია (1).

ნახევარმცველები: ტომას პინა (15), გონსალო კასტრო (14), ფერნანდო ტისონე (13), მიშელ პერეირა (10), ხოსე მარტი (9), სერხიო ტეხერა (9), პედრო ბიგასი (8), ჟოაო ვიქტორი (7), აკიჰირო იენაგა (4), პაბლო ვილიარი (1).

თავდამსხმელები: ემილიო ნსუე (15), ვიქტორ კასადესუსი (14), ტომერ ჰემედი (13), ალეხანდრო ალფარო (11), ალვარო ხიმენესი (7).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, კასერესი - პინა, ტისონე - ნსუე, ალფარო, გ. კასტრო - ვიქტორი.

საუკეთესო ფეხბურთელი: მიშელ პერეირა - 10 თამაში, 3 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

14. მალიორკა 16 4 6 6 15-22 18

თარიღი მეტოქე ანგარიში

28 აგვისტო ესპანიოლი (შ) 1:0

11 სექტემბერი ბეტისი (გ) 0:1

17 სექტემბერი მალაჰა (შ) 0:1

21 სექტემბერი ვილიარეალი (გ) 0:2

25 სექტემბერი სოსიედადი (შ) 2:1

1 ოქტომბერი ოსასუნა (გ) 2:2

15 ოქტომბერი ვალენსია (შ) 1:1

23 ოქტომბერი ატლეტიკო (გ) 1:1

27 ოქტომბერი სპორტინგი (შ) 1:2

29 ოქტომბერი ბარსელონა (გ) 0:5

5 ნოემბერი სევილია (შ) 0:0

27 ნოემბერი რასინგი (შ) 2:1

4 დეკემბერი ბილბაო (შ) 1:1

7 დეკემბერი გრანადა (გ) 2:2

11 დეკემბერი სარაგოსა (გ) 1:0

17 დეკემბერი ხეტაფე (შ) 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო