ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...

მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...

"ჩვენი ხელისუფლების მოქმედებაში ავტორიტარიზმის დანახვას სულაც არ სჭირდება დიდი პოლიტიკოსობა და ექსპერტობა"
საქართველოს ნაკრებისა და შვეიცარიული "გრასჰოპერის" ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრებ მიხეილ ყაველაშვილს ადრეც არაერთხელ გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ.

ახლა კი მისი ვრცელი "ღია წერილი" (იხილეთ სტატია "ქართულ ფეხბურთშიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი ცვლილებების დროა!") გამოქვეყნდა, სადაც ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.

- რა არის თქვენი "ღია წერილის" მიზანი - მხოლოდ ფეხბურთზე ზრუნვა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის მცდელობა?

- ჩემი ინტერესის სფერო პოლიტიკა არ არის. ჩემი "ღია წერილი" იმ არასასურველი რეალობის შედეგია, რაც საქართველოში მივიღეთ.

სამწუხაროდ, თუ ადამიანი ხმამაღლა მსჯელობს და თავისუფლად გამოთქვამს აზრს თუნდაც იმ დარგის შესახებ, სადაც თავს პროფესიონალად მიიჩნევს, და თუ ეს აზრი ხელისუფლებისას არ ემთხვევა, დღეს პოლიტიკურ აქტიურობად აღიქმება.

რაც შეეხება ხელისუფლების ბრალს, ჩემი მიზანი მათი დადანაშაულება არ ყოფილა. მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები.

- წერთ, რომ მზად გაქვთ ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა. არ გიცდიათ, ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის შეგეთავაზებინათ მისი განხორციელება?

- დღეს ეს შეუძლებელია. ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ არის მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი გეგმა, მე და ჩემი მეგობრები სერიოზულად და სიღრმისეულად განვიხილავთ ამ თემას. მაგრამ გეგმის შედგენა ერთია და, მისი განხორციელება - მეორე. პროგრამის შესრულებას სჭირდება კომპეტენტური სპეციალისტებისგან შემდგარი თანამოაზრეთა გუნდი, ვინც საზოგადოებისა და გულშემატკივრის წინაშე იკისრებს პასუხისმგებლობას ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანაზე. დღევანდელ სფფ-სთან თანამშრომლობა კი შეუძლებელია სწორედ იქ მომუშავე ადამიანების არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის გამო.

- თუკი ხელისუფლების ჩარევა უარყოფითად აისახება საფეხბურთო სფეროს განვითარებაზე, რატომ მოქმედებენ ასე?

- ეს შეკითხვა უცხოელი ჟურნალისტის მიერ დასმულს ჰგავს, ვისაც არაფერი სმენია ჩვენი ხელისუფლების მიერ დაშვებულ უამრავ შეცდომაზე. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას არ სურს ფეხბურთის განვითარება, მაგრამ ამ სფეროში შექმნილი ვითარება მათი არაკომპეტენტურობისა და დაბალი კულტურის მაჩვენებელია. ყველაფერში ჩარევა, ესმის თუ არა საკითხი, - ავტორიტარული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი ხელისუფლების მოქმედებაში ავტორიტარიზმის დანახვას კი სულაც არ სჭირდება დიდი პოლიტიკოსობა ან ექსპერტობა.

- არ აპირებთ, ჩამოხვიდეთ და აქტიურად შეუდგეთ წინასაარჩევნო კამპანიას?

- ეს ეტაპი მე და ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ გავიარეთ. გვქონდა უამრავი შეხვედრა როგორც საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე გულშემატკივრებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. გავაცანით ჩვენი თვალსაზრისი, როგორ უნდა გვემოქმედა, მაგრამ სამწუხაროდ, ყრუ კედელს შევეჯახეთ. ამიტომ ჯერ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყანაში თავისუფალი სივრცის მოპოვებისთვის - ეს პიროვნულ ვალდებულებად და მოქალაქეობრივ პოზიციად მიმაჩნია და არა პოლიტიკაში აქტიურ ჩარევად, როგორც თქვენ ინტერვიუს დასაწყისში მკითხეთ.

აი, როცა მოვიპოვებთ თავისუფლებას, როცა ავტორიტარიზმის მაგივრად დემოკრატიას მივიღებთ, შემდეგ იქნება შესაძლებელი სხვადასხვა კამპანიის, მათ შორის - საარჩევნოს, განხორციელება.

- თქვენ კავშირი გაქვთ ფიფასა და უეფას წარმომადგენლებთან. მაღალჩინოსნებთან, თუ იცით რამე ამ ორგანიზაციებიდან სფფ-ში გადმორიცხული თანხების შესახებ, ან გსმენიათ თუ არა კონკრეტული კორუფციის ფაქტზე?

- ერთი ვიცი, რომ ფიფასგან და უეფასგან განხორციელებული გადარიცხვები საკმაოდ გამჭვირვალე პროცესია. ხოლო სფფ-ის არასწორი ფინანსური პოლიტიკის, ანუ იმის შესახებ, რომ ფული არასაჭირო საქმეებში იხარჯება, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი აზრი.

რაც შეეხება კორუფციის ფაქტების გამოვლენას - ეს სცილდება ჩემს კომპეტენციას, მონაჭორზე კი არ მჩვევია მსჯელობა.

- ამ ყველაფრის შესახებ თუ გითქვამთ თქვენი მეგობრებისათვის უეფაში და თუ უთხარით, რატომ არ აისახა ეს სფფ-სადმი მათ მხარდაჭერაზე?

- შევეცდები განგიმარტოთ: ფიფაც და უეფაც საკმაოდ მკაცრად იცავენ ურთიერთობის წესებს. რა თქმა უნდა, კულუარულად მათ ყველა ამ ფაქტზე აქვთ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ გამოძიების ჩატარებას, ეს ჩვენი შიდა პრობლემები, ჩვენი მოსაგვარებელი საქმეებია. როცა ქართული საფეხბურთო სამყაროს თითქმის უმრავლესობა დუმს და რეაქცია არ აქვს იმ უმსგავსობაზე, რაც სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხდება, როცა საზოგადოებაც და გულშემატკივარიც ყველაფერს არის შეგუებული, ცოტა უხერხულია ფიფას და უეფას მოვთხოვოთ პასუხი ან რეაგირება. კერძო საუბრებში კი მათი შეფასება ამ სიტუაციების შესაბამისია. ამბობენ, რომ ასეთ ქვეყნებში პიროვნული თვითშეგნება არის დაბალი, უმრავლესობას ასე უნდა ცხოვრება და, სამწუხაროდ, ვერც შევეკამათებით.

- ღია წერილში აღნიშნავთ, რომ მუშაობის ავკარგიანობა შედეგით განისაზღვრება. სფფ-ში თქვენი მოსვლისა და პროგრამის განხორციელების შემთხვევაში როდის დავინახავთ შედეგს?

- საერთოდ, თარიღების დასახელებისა და რაღაც ჩარჩოებში მოქცევის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი პროცესის მიმდინარეობაა და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება - საზოგადოება და გულშემატკივარი ყველაფერს თვალს მიადევნებს. მთავარია ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მოქმედება და დასახული გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება. ასეთ შემთხვევაში პირველ შედეგს მალე მივიღებთ და რაც მთავარია, ეს შედეგი რეგულარულად უნდა უმჯობესდებოდეს.

მარიამ დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

• ქომაგთა ლიგა

ბატონო მიხეილ, ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებები ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით და ძნელია არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ პროცესებში ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს და საფეხბურთო სამყაროს მეტი ავტონომიურობა გააჩნდეს. აღნიშნული პრობლემა ჩვენს თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ მიუხედავად ჩვენი რედაქციის არსებობის ძალიან მცირე პერიოდისა. ეს ეხებოდა როგორც ტრანსლაციების საკითხს, სადაც ფედერაცია ან ვერაფერს წყვეტს და ან არ აინტერესებს, ისე ელემენტარულად წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიაში მისი მონაწილეობის საკითხს. მოგეხსენებათ ჩვენმა რედაქციამ ჩაატარა გამოკითხვა ჟურნალისტებსა და უმაღლესი ლიგის მწვრთნელებში (სულ 47 ადამიანი)და გამოავლინა წლის საუკეთესო 3 ფეხბურთელი, თუმცა ფედერაციას სურვილიც კი არ გამოუთქვამს რაიმე ფორმით ამ ღონისძიების მხარდაჭერისკენ (არ ვგულისხმობ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ სიტყვიერი მხარდაჭერაც კი არ ყოფილა). არადა მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა სომხეთში, საქართველოში კი 3 წელია არ ჩატარებულა და არც არავის აინტერესებდა მისი ჩატარება. მოკლედ ჩვენი ამ კომენტარის მთავარი მიზანი ის არის, რომ პირველ რიგში დაგარწმუნოთ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ჩვენი რედაქციის მეშვეობითაც გაავრცელოთ ხოლმე თქვენი წერილები (ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი და ობიექტური რედაქცია, და გვაქვს პრეტენზია ასეთებადვე დავრჩეთ და მივესალმებით ნებისმიერ სპორტულ რედაქციას, რომლებიც ასევე ცდილობენ იყვნენ ობიექტურნი და საბედნიეროდ ამის პრობლემა მაინც ჯერჯერობით არ დგას). ახალი სპორტული ინტერნეტ რედაქცია "ქომაგთა ლიგა" qomagtaliga@gmail.com

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!