საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის საერთაშორისო ტურნირი სოლიდური გამარჯვებით დაასრულა და საბოლოოდ, მესამე ადგილი დაიკავა...

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის საერთაშორისო ტურნირი სოლიდური გამარჯვებით დაასრულა და საბოლოოდ, მესამე ადგილი დაიკავა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანი ბელარუსი 5:1 გაანადგურა. ანგარიში მეტოქემ გახსნა, მაგრამ ქართველებმა პირველივე ტაიმში მოასწრეს მდგომარეობის გამოსწორება და შესვენებამდე ორი გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში კი შესაბამისად – სამი. გიორგი ფანცულაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო ბურთი კი ნიკა კაჭარავასა და ჯემალ ხანთაძის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის სასტარტო მატჩში მოლდოვა 6:0 გაანადგურა, რასაც ერთადერთი იქაური ჩავარდნა, უკრაინასთან განცდილი 0:3 მოჰყვა. ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველმა 17-წლამდელებმა ლატვიას 3:1 სძლიეს.

საქართველოს 17-წლამდელთა შარშანდელი ფორმაციის ნაკრებმა პალანგის ტურნირი მოიგო, ახლა კი თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ ჩვენმა გუნდმა გათამაშებაში ყველაზე მეტი, 14 გოლი გაიტანა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტურნირი უკრაინამ მოიგო, რომელმაც ფინალში მასპინძელ ლიტვას ფრედ, 1:1 ეთამაშა, პენალტების სერიაში კი 9:8 სძლია.

პალანგის ტურნირისა და ზოგადად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპზე მყოფი გუნდის სადღეისო კონდიციების შეფასებას "ლელოს" ერთ-ერთ უახლოეს ნომერში კობა ჟორჟიკაშვილს ვთხოვთ, ახლა კი იმ 18-კაციან შემადგენლობას გადავავლოთ თვალი, რომელმაც პალანგის ტურნირზე საქართველოს ღირსება დაიცვა.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), ლევან გუდავაძე (ბაია);

მცველები: ნიკა სანდოხაძე, ავთო მანაგაძე (ორივე - დინამო), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - ლოკომოტივი), გიორგი როგავა (ბაია);

ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი), გიორგი სარჯველაძე (35-ე საფ. სკოლა), გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო), გიორგი ჯავახიშვილი (დინამო), გურამ სამუშია (ბაია), ჯემალ ხანთაძე (ზესტაფონი);

თავდამსხმელები: ბაჩო არაბული, გიორგი ფანცულაია (ორივე - ოლიმპი), თემურ მარკოზაშვილი (მერანი თბ.), ნიკოლოზ კაჭარავა (დინამო).

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა