ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საშობაო ოცნებები "კალჩოში"

საშობაო ოცნებები "კალჩოში"

შეგიძლიათ გაეცნოთ რა სურვილები ჩაუთქვეს საშობაოდ სერია A-ს გუნდებმა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საშობაო პაუზაა და გვეგონა, მწვრთნელები, მოთამაშეები თუ გულშემატკივრები ცოტა ხანი ისვენებდნენ ფეხბურთისგან.

თუმცა, საქმე ასე არ ყოფილა და თურმე, ფიქრები მაინც სპორტის უპირველეს და უსაყვარლეს სახეობას დასტრიალებს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გაეცნოთ რა სურვილები ჩაუთქვეს საშობაოდ სერია A-ს გუნდებმა...

ატალანტა

ბერგამოულ კლუბში ისეთ კაპიტანზე ოცნებობენ, რომელიც ვირის აბანოში არ აღმოჩნდება და რომლის გამოც გუნდს ქულებს არ დააკლებენ;

ბოლონია

"ბოლონიაში" მართლა ოცნებობენ და ამ ოცნებებში გუნდი სამი ფორვარდით უტევს: ერთი მარკო დი ვაიოა, მეორე ბეპე სინიორი და მესამე რობერტო ბაჯო. მხოლოდ ეს თუ უშველიდა "როსობლუს" წარსული დიდების დასაბრუნებლად. არ გაგიკვირდეთ, გასული საუკუნის 30-იან წლებში "ბოლონიას" სწორედაც რომ დიდების ხანა ედგა, როდესაც გუნდმა სამი სკუდეტო მოიპოვა;

კალიარი

სარდიაზე ოცნებობენ, რომ 2012 წელს მაინც გამოჩნდეს ახალი ლუიჯი რივა, რომელიც "კალიარის" ლიდერებში დააბრუნებს. კუნძულელთა უფრო მიწიერი ოცნება კი გუნდის ამჟამინდელ ფეხბურთელს, რაჯა ნაინგოლანს უკავშირდება, რომელსაც "მანჩესტერ სიტი" 300 000 ფუნტს სთავაზობს კვირაში - სარდინიელთა ოცნებაა რაჯამ ინგლისში გადასვლაზე უარი განაცხადოს;

კატანია

სიცილიის ამ ქალაქში არაფერზე ოცნებობენ, რადგან დერბიში '"პალერმო" სულ ახლახანს უკვე დაამარცხეს. თუმცა, მეორე წრე წინ არის და შესაძლოა, კატანიელებს სანტას არსებობა გაზაფხულზე გაახსენდეთ;

ჩეზენა

ამ პატარა ქალაქში ოცნებობენ იმაზე, რომ ადრიან მუტუმ არასდროს დაარღვიოს რეჟიმი, აღარ გაეხვას საპირისპირო სქესთან დაკავშირებულ სკანდალებში, აღარ მოწიოს ათასი უბედურება და ზოგადად, არ მიეკაროს აკრძალულ პრეპარატებს. სანტა საგონებელშია...

კიევო

"კიევოში" ერთი ოცნება აქვთ: "ვერონამ" სერია B-ში წარმატებული ასპარეზობა შეწყვიტოს და ელიტას არ დაუბრუნდეს. მაგრამ, სანტას "ვერონელებიც" აწუხებენ და ვნახოთ, ვისი აჯობებს...

ფიორენტინა

ფლორენციაში ოცნებობენ, რომ არტურ ბორუცმა ჭამას მოუკლოს და წონაში დაიკლოს. თავის დროზე, ანალოგიური სურვილი ტოსკანელებს სებასტიან ფრეისთან დაკაშირებით ჰქონდათ, მაგრამ მაშინ სანტამ ფლორენციელთა თხოვნა ყურად არ იღო;

ჯენოა

"ჯენოაში" ოცნებობენ, რომ სებასტიან ფრეიმ ჭამას მოუკლოს და წონაში დაიკლოს... სანტას ეს სურვილი ყელში აქვს ამოსული და სავარაუდოდ, ისევ დააიგნორებს;

ინტერი

"ინტერში" თერთმეტ ხავიერ ძანეტიზე ოცნებობენ, მაგრამ მისი ასაკის გათვალისწინებით, მალე ერთიც აღარ ეყოლებათ. ერთი ოცნება პერსონალურად გულშემატკივრებს აქვთ: იქნებ მასიმო მორატი 2012 წელს მაინც მიხვდეს, რომ მარკო ბრანკა არაფრის მაქნისია;

იუვენტუსი

ტურინში ოცნებობენ, რომ "იუვენტუსი" რაც შეიძლება მალე დატოვონ კარვალიო ამაურიმ, ლუკა ტონიმ და ვინჩენცო იაკვინტამ. თუ სანტა კიდევ უფრო მოწყალე იქნება და მარკო ბორიელოს ტრანსფერსაც ჩიხში შეიყვანს, ტურინელ გულშემატკივართა ბედნიერებას საზღვარი არ ექნება;

ლაციო

"ლაციოს" ოცნებები უფრო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება - ამ ოცნებებში კი მიროსლავ კლოზე ერიკ ლამელას უცვლის ასაკს, ტომაზო როკი კი ბოიან კრკიჩს. სანტა ამის შემსრულებელი არაა და იქნებ ჯიბრილ სისეს მაინც ასწავლოს ფეხბურთის თამაში;

ლეჩე

"ლეჩეში" ოცნებობენ, რომ გუნდის მთელი შემადგენლობა შეიცვალოს. თუ ეს ასე მოხდება და კევინ პრინს ბოატენგსაც ფეხი მოტყდება, ამ ქალაქში უზომოდ გაიხარებენ;

მილანი

"მილანში" ოცნებობენ, რომ მათ ფეხბურთელებს აღარასოდეს შეექმნათ პრობლემები სხვადასხვა ორგანოებთან დაკავშირებით, იქნება ეს თვალი, გული თუ სხვა... ამასთან, იქნებ დანიელე ბონერამ, მარიო იეპესმა, ლუკა ანტონინიმ და ტაიე ტაოვომ ინებონ და პაოლო მალდინის "ბესტსელერი" "როგორ უნდა გახდე კარგი მცველი" წაიკითხონ;

ნაპოლი

ნეაპოლში ოცნებობენ: წელმა ისე ჩაიაროს, რომ თამაშის დროს, "ნაპოლის" არც ერთი ფეხბურთელის სახლი არ გაიძარცვოს;

ნოვარა

"ნოვარაში" ოცნებობენ, რომ მომდევნო შობას მაინც შევხვდნენ ბუნებრივი მინდვრის საფარით;

პალერმო

სიცილიაში ოცნებობენ, რომ მაურიციო ძამპარინიმ მთელი წლის განმავლობაში ერთი მწვრთნელიც არ შეცვალოს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2011 წელს "პალერმოს" პრეზიდენტმა 5 მწვრთნელი გააგდო, მაშინ ოცნების ახდენის ალბათობა ნულის ტოლია;

პარმა

"პარმაში" ოცნებობენ, რომ ანტონიო კონტეს მეხსიერებიდან სამუდამოდ წაიშალოს ფეხბურთელი გვარად ჯოვინკო;

რომა

"რომაში" ახალ "ბარსელონაზე" ოცნებობენ, რომელიც სწრაფ, ტექნიკურ და ჰარმონიულ ფეხბურთს ითამაშებს. თუ ფრანჩესკო ტოტი სხვა გუნდში გადასვლაზე საბოლოოდ აიღებს ხელს, "ჯალოროსიში" სანტას სიკეთეს არასოდეს დაივიწყებენ;

სიენა

"სიენაში" ოცნებობენ, რომ ანტონიო კონტეს ანიელების ოჯახთან კონფლიქტი მოუვიდეს, დატოვოს "იუვენტუსი" და ტოსკანურ გუნდს დაუბრუნდეს;

უდინეზე

იტალიურად DI NATALE საშობაო დღესასწაულს ნიშნავს და ამით, ყველაფერია ნათქვამი;

პრანდელის ოცნება ყველას აერთიანებს

ჩეზარე პრანდელის საშობაო ოცნება იტალიური ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს აერთიანებს... "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი "რაი სპორტს" ესტუმრა, სხვადასხვა საკითხებზე თავისი კომპეტენტური მოსაზრება დააფიქსირა, ბოლოს კი საახალწლო სურვილები გაამხილა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ...

სერია A

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან მომწონს, რადგან გუნდებს შორის ძალები დაბალანსებულია და ყველა პოზიციისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. რთულია იმის თქმა, ვინ დაეუფლება სკუდეტოს, ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს და ვინ გავარდება ელიტიდან. სწორედ ეს არის ის, რამაც სტადიონებზე გულშემატკივართა ზრდა განაპირობა. ჩემი აზრით, იტალიის ჩემპიონატი იმაზე უფრო ადრე დაიბრუნებს ლიდერის პოზიციას ევროპაში, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია.

2011 წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა "იუვენტუსის" ახალი სტადიონის გახსნა გახლდათ - ეს არის ახალი ერის დასაწყისი იტალიურ ფეხბურთში და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ახალი სტადიონების აშენებას სხვა კლუბებიც აპირებენ და იმედია, სიტყვები საქმედ იქცევა.

საგულისხმოა, რომ კალჩოიპოლის პროცესი გრძელდება და ახალ-ახალი ფაქტები გამოდის სააშკარაოზე. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ იტალიურ ფეხბურთში წმენდის პროცესი გრძელდება. დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კალჩოს გაძლიერებას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

იტალიის ნაკრები

მთლიანობაში, წელმა კარგად ჩაიარა, რადგან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებულად დავძლიეთ და უკრაინა-პოლონეთის საგზური დამაჯერებელი თამაშით მოვიპოვეთ. ახალი წლიდან, მზადების უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადავალთ, როდესაც აქცენტი არა ახალი მოთამაშეების ძიებაზე, არამედ არსებული ბირთვის შეთამაშებაზე გაკეთდება.

ძალიან საწყენია, რომ ანტონიო კასანო და ჯუზეპე როსი ფეხბურთს ჩამოშორებულნი არიან, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ევროფორუმამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.

ისე არ გაიგოთ, რომ ახალ მოთამაშეებს საერთოდ აღარ გამოვიძახებ - მაგალითად, თებერვალში აშშ-ს ეროვნულ გუნდთან გვიწევს პაექრობა და ამ მატჩისთვის "სკუადრა აძურას" განაცხადში აუცილებლად იქნება ანტონიო დი ნატალე. ტოტო ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და დიდი იმედი მაქვს, რომ თავს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩენს.

2012

2012 წელი ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რადგან იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ევროპის ჩემპიონატზე მივემგზავრები. ორად ორი სურვილი მაქვს სანტასთან: ჯანმრთელობა ჩემი ოჯახის წევრებს და ევროპის ჩემპიონატის ტიტული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!