სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა, აქვსენტი გიორგაძემ ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზთან" ხელშეკრულება გააფორმა - ჩვენებური საფრანგეთის ჩემპიონის შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ "გლობუსა" 35 წლისაა, მიაჩნია, რომ შესანიშნავი შანსი მიეცა კარიერა გაიხანგრძლივოს.

ქართველი მორაგბის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩარიცხვამ, ცხადია, ფრანგულ, და არა მარტო ამ ქვეყნის, სპორტულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" უმალ გამოქვეყნა გიორგაძესთან ინტერვიუ.

- "ტულუზთან" კონტრაქტი უკვე გააფორმეთ. ვფიქრობთ, ეს თქვენს კარიერაში უბრალო ამბავი არ უნდა იყოს.

- "ტულუზის" ხელმძღვანელები ჯერ კიდევ სეზონის დაწყების წინ დამიკავშირდნენ, მაგრამ მაშინ ხელშწეკრულების გაფორმება ვერ მოვახერხეთ, რადგან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე უნდა მეასპარეზა. ამაზე უარს ვერაფრით ვიტყოდი.

თუმცა კონტაქტი ახალ ზელანდიიდან დაბრუნების შემდეგაც არ გაგვიწყვეტია. ახლა, როცა გარი ბოთა დაშავდა, უმალვე დამიკავშირდნენ.

ჩავაბარე ფიზმომზადების ტესტები, რომლებიც დადებითი აღმოჩნდა და სადილის შემდეგ კონტრაქტიც გავაფორმეთ.

- გამოდის ძალიან გაგიმართლათ სამხრეთაფრიკელი რომ დაშავდა.

- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ "ტულუზს" მაინც სჭირდებოდა ერთი შერკინების კვაჭი. ცხადია, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კვართი უნდა ვატარო. ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვივარჯიშო, საქმეს სერიოზულად მივუდგე და ეს ნდობა, რომელიც "ტულუზის" ხელმძღვანელებმა გამომიცხადეს, გავამართლო.

- ფიზიუკური მზადყოფნა როგორი გაქვთ, შეძლებთ ელიტარული, პირველი დივიზიონის დატვირთვებს გაუძლოთ?

- მსოფლიოს თასის გათამაშებიდან რომ დავბრუნდი, ერთი ხანობა უგუნდოდ ვიყავი, თუმცა ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. მერე ფედერალ 2 დივიზიონებში მოასპარეზე "მაზამეში" ვთამაშობდი. იქ კვირაში სამჯერ გვქონდა ვარჯიში და მატჩს უქმეებზე ვმართავდით. მინდა მადლობა გადავუხადო "მაზამეს" მორაგბეებსა და ხელმძღვანელებს, რომლებმაც დიდი დახმარება გამიწიეს, რათა სპორტული ფორმა შემენარჩუნებინა.

- რა ამბიციები გაქვთ"ტულუზთან" დაკავშირებით?

- "კასტრში" ბოლო წელიწადი, ფაქტობრივად არ მითამაშია. არ მინდოდა რაგბიდან ასე უხმაუროდ წასვლა. მსურს კარიერა ამაღლებულ ნოტაზე დავასრულო. "ტულუზთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მინდა მაღალ დონეზე კიდევ ერთი წელიწადი ვითამაშო. "ტულუზმა" კარიერის გახანგრძლივების შესანიშნავი შანსი მომცა. ერთ სეზონს კიდევ აუცილებლად ვითამაშებ, ოღონდ სად, ჯერ არ ვიცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა