წელს ევროსარბიელზე მოასპარეზე ქართული კლუბების პრემიალური თანხების ჯამმა მილიონ ევროს გადააჭარბა
თუკი 2011 წელი ქართულ ფეხბურთში რამით იყო აღსანიშნავი, გამოსარჩევი და მეტ-ნაკლებად დამაიმედებელი, უპირველესად, ქართული კლუბების ევროთასებზე გამოსვლით.

ცხადია, ეს არ იყო წარმატებული ევროსეზონი, ჩვენი წარმომადგენლები ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე ვერ გავიდნენ. მეტიც, დავინახეთ, რომ ევროპის საშუალო დონეზეც არ ვართ.

მაგრამ, უნიათო წინა წლების შემდეგ, წლევანდელმა ევროსეზონმა ოდნავ მაინც დაგვაიმედა: სამმა ქართულმა გუნდმა ევროასპარეზის მესამე რაუნდამდე გააღწია, ორი მათგანი ("ზესტაფონი" და "დინამო") ევროპის ლიგის პლეი ოფში აღმოჩნდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, პირწმინდად არც ერთი დამარცხებულა. ყველაზე ადრე გავარდნილმა "გაგრამ" თემურ ქეცბაიას ყოფილ კლუბთან, ფამაგუსტას "ანორთოსისთან" საშინაო შეხვედრა მოიგო (2:0) და ნამუსი ამით მაინც მოიწმინდა.

ეს მცირეოდენი წინსვლა 2011 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ უეფას რეიტინგშიც აისახა, სადაც ამ ორგანიზაციის წევრ 53 ქვეყანას ქულები ბოლო ხუთი ევროსეზონის მიხედვით ერიცხება.

პირველი ათეული

ქვეყანა ქულა

1. ინგლისი 81 535 ქულა

2. ესპანეთი 74 614

3. გერმანია 70 686

4. იტალია 58 124

5. საფრანგეთი 53 344

6. პორტუგალია 52 513

7. რუსეთი 46 998

8. უკრაინა 43 799

9. ჰოლანდია 41 115

10. საბერძნეთი 35 700

31. საქართველო 8 666

გავიხსენოთ საქართველოს წინა წლების შედეგებიც, რაც წარმოდგენას შეგვიქმნის საერთო დინამიკაზე.

წელი ადგილი

2007 36

2008 38

2009 38

2010 37

2011 31

წლევანდელი შედეგებით საქართველომ გაუსწრო ირლანდიას, მოლდოვას, ლიტვას, უნგრეთს, ლატვიას, ანუ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მდიდარი საფეხბურთო კლუბები ჰყავთ. ცხადია, მოლდოვასთან უპირატესობა "ზესტაფონის" "დაჩიასთან" და თბილისის "დინამოს" "მილსამისთან" გამარჯვებებმაც განაპირობა - ქართულმა კლუბებმა ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგეს და გამოჩნდა, რომ მოლდოვური კლუბების ხუთი მილიონი ჩვენების ორ-სამს ვერ სჯობია.

ზოგადად, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის კლუბებს შორის ძალთა ბალანსი შეიცვალა, დასავლელებს ძველებურად აღარ ულხინთ. მაგალითად, თბილისში ჩამოსული ბელგიური "ბრიუგეს" პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ეკონომიკურ კრიზისამდე "ბრიუგეს" ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენდა, 2008 წლის შემდეგ კი ბიუჯეტი 30 მილიონამდე შეუმცირდათ.

ცხადია, ეს თანხა ჩვენი ნებისმიერი კლუბისთვის სანატრელია. მეტიც, ყველა ქართული კლუბის, ნაკრებისა და საფეხბურთო ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტები რომ შევკრიბოთ, 30 მილიონი ევრო მაინც ვერ გამოვა. ამ დროს კი ლაპარაკია ევროპის ერთ-ერთ საშუალოდ დაფინანსებულ კლუბზე. თავისთავად ცხადია, შემცირებული ბიუჯეტი შემცირებულ მადას, ნაკლებ ტრანსფერსა და გასაქანს ნიშნავს და ეს "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" შეხვედრაზეც აისახა - საქართველოს ჩემპიონმა ბელგიურ გრანდთან თბილისში მაინც გაიბრძოლა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. არც ავსტრიულ "შტურმს" ულხინდა და ზესტაფონელებს მეტი თავდაჯერებულობა და ასეთ მატჩებში მონაწილეობის მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ, გადაულახავ ბარიერს ავსტრიელები ნამდვილად არ წარმოადგენდნენ.

მსგავსი მდგომარეობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა კლუბებშიც. "დინამოსა" და აეკ-ის დაპირისპირებისას ათენური კლუბი უფრო უარეს დღეში იყო, ვიდრე "ბრიუგე" და "შტურმი". თბილისში ჩამოსული ბერძენი ფეხბურთელები უვარჯიშებლები იყვნენ, რადგან ხუთი თვის ხელფასი არ აეღოთ და საქართველოში სტუმრობამდე გაფიცვას აპირებდნენ. იმ დროს კი, როდესაც ევროპელებს გაუჭირდათ, ჩვენი კლუბების დაფინანსება 2008 წლამდელ დონეზე შენარჩუნდა, თბილისის "დინამოსა" და "მეტალურგისა" კი ოდნავ გაიზარდა კიდეც. მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ კლუბები ძველებურად შუა სეზონში არ დაშლილიყვნენ და შეეძინათ სტაბილურობა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

ახლა კი ვნახოთ, ევროთასებზე მონაწილეობისთვის რა თანხებს მიიღებენ უეფასგან ჩვენი კლუბები.

ჩემპიონთა ლიგა

მონაწილეობა 200 000

1 საკვალიფიკაციო 130 000

2 საკვალიფიკაციო 130 000

3 საკვალიფიკაციო 130 000

პლეი ოფი 100 000

ევროპის ლიგა

1 საკვალიფიკაციო 90 000

2 საკვალიფიკაციო 90 000

3 საკვალიფიკაციო 90 000

პლეი ოფი 90 000

* შენიშვნა: თანხები მოცემულია ევროებში

საბოლოოდ, ევროთასების მონაწილე ქართული კლუბების ბიუჯეტი შემდეგნაირად შეივსო:

"ზესტაფონი" - 550 000 (2 ეტაპი ჩ.ლ. +ევროპის ლიგის პლეი ოფი)

"დინამო" - 360 000 (3 ეტაპი ე.ლ. + პლეი ოფი)

"მეტალურგი" - 270 000 (3 ეტაპი ე.ლ.)

"გაგრა" - 90 000 (2 ეტაპი ე.ლ.)

* შენიშვნა: თანხები მოცემულია ევროებში

ქართულმა კლუბებმა წლეულს ბევრად მეტი მიიღეს, ვიდრე ოდესმე, პრემიალურების ჯამურმა მაჩვენებელმა კი პირველად გადააჭარბა მილიონევროიან ზღვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა