ჯანოს აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ, 19 წლის ქართველი ნახევარმცველის მომავალზე ისაუბრა
ბოლო დროს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 19 წლის ნახევარმცველზე, ჯანო ანანიძეზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ მოსკოვური კლუბი ქართველის იჯარით გაშვებას ფიქრობს. დასახელდა ჯანოს მსურველი რამდენიმე ევროპული კლუბიც, თუმცა ამის იქეთ საქმე აღარ წასულა.

რუსული საიტი "ბობსოკერ.რუ" ანანიძის აგენტს, წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა და ფეხბურთელთან დაკავშირებით სიახლეებზე ჰკითხა.

- მართალია, რომ ჯანო "სპარტაკიდან" იჯარით მიდის?

- კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ბიჭი სერიოზულ კლუბში ნახევარი წლით სათამაშოდ გაუშვა, ოღონდ კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების გათვალისწინების გარეშე. აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა ვინმე ასეთ პირობებს დათანხმდეს.

იყო გარკვეული დაინტერესება გერმანული კლუბებიდან, თუმცა საქმე სერიოზული არ ყოფილა. თანაც, თავად ჯანოსაც არ უნდა "სპარტაკიდან", თუნდაც დროებით, წასვლა.

ასე რომ, ამ ზამთარს ვალერი კარპინის გუნდთან ერთად შეკრებაზე ჯანო ანანიძეც იქნება.

- გავრცელდა ცნობა, რომ ანანიძეს კონტრაქტის გახანგრძლივებასაც შესთავაზებენ. ამის თაობაზე თუ ესაუბრეთ "სპარტაკის" ხელმძღვანელობას?

- დიახ, კლუბს ამის სურვილი მართლაც აქვს. შესაძლოა, ეს ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდეც განხორციელდეს, ან უფრო მოგვიანებით. საჩქარო არაფერია - ჯანო ხომ "სპარტაკთან" 2014 წლამდე ისედაც დაკავშირებულია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ეს წელი ანანიძისთვის ასეთი წარუმატებელი?

- ტრავმების გამო! ამასთან, ძირითადში ადგილის დაკარგვის გამო ჯანო რაღაც-რაღაცეებზე დაფიქრდა და ახლა ის მზეს კი არ ეფიცხება, გაძლიერებულად ვარჯიშობს.

- თავად ნახეთ?

- დიახ., მშობლიურ ქობულეთში. ყმაწვილი კეთილსინდისიერად ასრულებს იმ პროგრამას, რომელიც შვებულების წინ მთავარი მწვრთნელისგან მიიღო.

- თქვენ, როგორც შარშან, წელსაც დაესწრებით "სპარტაკის" შეკრებას?

- არ ვიცი, რამდენად გამოვა. "რუბინში" სტუმრობაც მომიწევს, იქ ხომ კიდევ ერთი ჩემი კლიენტი - მცველი სოლომონ კვირკველია თამაშობს.

- ყაზანში მის პერსპექტივებს როგორ შეაფასებთ?

- როცა ფიზიკურად მოძლიერდება, მისგან ძალიან კარგი ფეხბურთელი დადგება. გახსოვთ, რა კარგად ითამაშა მან ჩემპიონთა ლიგის მატჩში კიევის "დინამოსთან"?! კვირკველიას არანორმალური პოტენციალი გააჩნია!

- როგორ მოხდა, რომ ეს თავის დროზე "ზენიტს" გამოეპარა?

- მათი აკადემიის დირექტორმა, ჰოლანდიელმა ჰენკ ვან სტეემ კვირკველიას სულ მთლად ხაზი გადაუსვა. ზუსტად ასე თქვა - "მასში ფეხბურთელს ვერ ვხედავ". ჰოდა, იყვნენ ახლა და ნერწყვები ყლაპონ.

levani kaxeti
შარშანვე ვთქვი: რუსები ამ ბიჭს გააფუჭებენ-მეთქი, და ა, ბატონო, ფაქტი სახეზეა; თვითონაც არ სდომებია სხვაგან გადასვლა, და იყავ შვილო მაგ შენს სპარტაკში და ათბე სათადარიგოთა სკამი, ეგენი შენ არავითარ შანსს აღარ მოგცემენ, დაიხსომეთ ეს დღე.
keso
გთხოვთ ლევან ყენიაზე დადოთ რამე სიახლე ტუ გაგაჩნიატ რა თქმა უნდა წინასწარ გმადლობთ
Jigaro
ამ ბავშვს ნორმალური დამრიგებელი სჭირდება. სპარტაკში იმაზე მეტი ანაზღაურებაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა უცხოური კლუბი გადაუხდის და სწორედ ამიტომაც არ უნდა(თვითნ თუ მის ახლობელ ჭკუისდამრიგებლებს) წასვლა. დაღუპავენ და საცოდაობა იქნება მსგავსი ტალანტის დაკარგვა, არადა უკვე ასეთი სუნი უდგას ამ საკითხს.
grigol
წადი ჯანო სდმე რა რუსეტი რის სპარტაკი რა სპარტაკი მანდ მომავალი არ გაქ არც გატამასჰებენ ხო ხედავ არა და დზალიან დიდი ფეხბურტის ტამასჰი სჰეგიდზლია AESEN VENGERI გატამასჰებს
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო