ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან კობიაშვილი: დიდი ხანია, ვფიქრობ, წავიდე თუ არა ნაკრებიდან

ლევან კობიაშვილი: დიდი ხანია, ვფიქრობ, წავიდე თუ არა ნაკრებიდან

ლევანს არ უყვარდა მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ახლა კი სათქმელს უფრო თამამად ამბობს

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი ითამაშა, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ არის.

იგი ყოველთვის გამოირჩეოდა სტაბილურობით, ყოველთვის გულიანად აკეთებდა საქმეს. ალბათ, არავის უნახავს მისი ქედმაღლობა და ამის გამოც ის განსაკუთრებულად უყვარს გულშემატკივარს.

ლევანმა საფეხბურთო კარიერაში ბევრი ნახა, არცთუ ცოტას მიაღწია და ისევ აგრძელებს თამაშს.

კობიაშვილის რეგალიების ჩამოთვლას არ შევუდგებით - 100 თამაში დასასრული ნამდვილად არ არის, უბრალოდ, უკან მოტოვებული დიდი ნაწილია იმ საქმის, რაც მან კარგად იცის.

ის ახლა ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელია, უკვე მერამდენე სეზონია, ბუნდესლიგაში თამაშობს, თუმცა ამჯერად მას გერმანულ ამბებზე არაფერი ვკითხეთ - მან ხომ წლეულს მეასე "კეპი" მოინაგრა.

მას არ უყვარდა მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ახლა კი, ალბათ, უფრო თამამად ამბობს სათქმელს.

- 100 სანაკრებო თამაში - როგორი ემოციით შეხვდი ამ მონაგარს?

- როგორ გითხრათ... რაღაც განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა ნამდვილად არ მაქვს, ნაკრებში ჩატარებული ასი შეხვედრის გამო თავაწეული დავდივარ-მეთქი, ასე არ არის. იყო ისეთი სანაკრებო თამაშებიც, ბედნიერების წუთები რომ მოჰქონდა და კარგია, რომ ეს შევძელი.

- ანუ ასი თამაშიდან უმრავლესობა ისეთი იყო, მოედანს თავაწეული რომ ვერ ტოვებდი.

- ალბათ, ამიტომაც შინაგანად განსაკუთრებულ ემოციებს ვერ ვგრძნობ. წინა შესარჩევში ხორვატიას რომ მოვუგეთ, ასეთი მატჩი ბევრი არ ყოფილა და როცა საქართველოს ნაკრებზეა ლაპარაკი, თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ. მოკლედ, მიჭირს სწორი სიტყვების მოძებნა ას სანაკრებო თამაშზე.

- იმაზეც ძნელია სწორი სიტყვების მოძებნა, რაც ბოლო დროს ხდება ქართულ ფეხბურთში და საქართველოს ნაკრების ირგვლივ?

- კალაძის ნაკრებიდან წასვლა, ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების თემა, დავით მუჯირის წერილი... სალაპარაკო მართლაც ბევრია და შესაძლოა, ამ ყველაფერზე ადრევე უნდა გამომეთქვა აზრი. ზოგჯერ უარი მითქვამს კომენტარზე, არ მიპასუხია ჟურნალისტის ზარისთვის, მაგრამ ამჯერად ალბათ საჭიროა, რომ რაღაც ითქვას.

- კალაძის ნაკრებიდან წასვლით დავიწყოთ.

- მიუღებელია ის კრიტიკა, რაც ფეხბურთელ კალაძეს დაატყდა. იმ ფორმაზე, თუ როგორ წავიდა ის ნაკრებიდან, ყველას საკუთარი აზრი აქვს და კალაძესაც აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს, პოლიტიკაში წავა თუ სხვა სფეროში. ამის გამო კალაძეზე სულ ის კი არ უნდა იძახონ, ნაკრებში ორი ავტოგოლი გაიტანაო. მან ფეხბურთში ძალიან ბევრს მიაღწია და თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ცოტაა და კალაძე მადლობას არ იმსახურებს, ძალიან ცდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კახა მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდებისთვის - მან ხომ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია.

- დავით მუჯირის ცნობილი წერილიც რეზონანსული გამოდგა. გამოითქვა ასეთი ვერსიაც - მუჯირი კობიაშვილის მეგობარია და ამ წერილით ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის პოზიცია გაახმოვანაო.

- ჩემი და მუჯირის ურთიერთობა საფეხბურთო სამყაროში ყველამ იცის და გასაგებია, რომ ზოგს ასეთი აზრი გაუჩნდა. როცა ვესაუბრე, ვუთხარი, მე რომ ნაკრებში ვარ, ეს არაფერ შუაშია, ჩემ გამო ნუ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას-მეთქი. მუჯირის ამ წერილს არასასურველი რაღაცები მოჰყვა...

- რას გულისხმობ?

- ფეხბურთელი ვარ და კრიტიკა არაერთხელ მიმიღია. როცა ის გაკრიტიკებს, ვინც ფეხბურთშია და რეალურად იცის, რა ვითარებაა, ასეთი კრიტიკა გასაგებია და ამას შეურაცხყოფით არ უნდა უპასუხო. მეტს აღარ დავაკონკრეტებ, ფაქტია, რომ მუჯირს ზოგმა შეურაცხყოფით უპასუხა.

- კულუარებში არ წყდება იმაზე ლაპარაკი, რომ თემურ ქეცბაია ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ერთობ ხისტია.

- ჩემთვის ძნელია მწვრთნელზე ლაპარაკი. მე არასდროს მქონია პრობლემა მწვრთნელთან ურთიერთობაში. თუ რამე არ მომეწონება, ამას პირდაპირ ვეუბნები და ეს პრესაში არ გადამაქვს. ისე კი, სხვათა გარდა, ფელიქს მაგათთან მიმუშავია და არა მგონია, ვინმე მასზე ხისტი იყოს ურთიერთობაში.

- მივადექით ნაკრების ვეტერანების თემასაც. შენ და ქეცბაიას ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?

- არა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. ჯობს, ყველაფერს წერტილი დაესვას. ასე ვფიქრობ - რადგან ქეცბაია არ აკეთებს განცხადებას ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებზე, ალბათ, საჭიროდ მიიჩნევს, რომ ჩვენ ისევ ვითამაშოთ ეროვნულ გუნდში.

- 34 წლის ხარ, ფეხბურთში მრავლისმნახველი გეთქმის. საქართველოს ნაკრებს უწინდელზე გაცილებით ძლიერ ჯგუფში მოუწევს თამაში. თუ გუნდს არ აქვს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი, სანაკრებოდ რა მოტივაცია რჩება ლევან კობიაშვილს?

- დიდი ხანია, ვფიქრობ, წავიდე თუ არა ნაკრებიდან. ჩემთვის ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი. კლუბში თამაში სულ სხვაა, იქ კონტრაქტი და კონკრეტული ვალდებულებები გაქვს, ნაკრებში კი, თუ საჭიროდ მიმიჩნევენ, თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ არ ჩამოვიდე. ჩემი ასაკის მიუხედავად, ვარჯიშისა და თამაშისგან ისევ დიდ სიამოვნებას ვიღებ.

არ დამითვლია, რამდენი საათი გამიტარებია ვარჯიშებსა და თამაშებში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. მიხარია ნაკრებში თამაშიც, ყოველი სანაკრებო მატჩისთვის ერთი თვით ადრე ვემზადები ფსიქოლოგიურად. რა თქმა უნდა, სანაკრებო შეხვედრებიდან ხშირად ცუდ ხასიათზე ვბრუნდები კლუბში, მაგრამ ხომ ყოფილა კარგი სანაკრებო მატჩები და ეს ცოტაც კი მიღვივებს ნაკრებში კვლავ თამაშის სურვილს.

- იმაზე თუ ჩამოყალიბდი, რას გააკეთებ ფეხბურთელის კარიერის შემდეგ?

- პოლიტიკა და სხვა რამ ჩემი საქმე არ არის. ფეხბურთელობის შემდეგ საქართველოში ჩამოვალ და ისევ ფეხბურთში ვიქნები, კონკრეტულად რას გაავკეთებ, ჯერ არ ვიცი, მთავარია, ისეთი გარემო შეიქმნას, ფეხბურთში დარჩენა შესაძლებელი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• barteza

პროვოკატ-2 ეგ ტამაში ირლანდიასტან იყო ტუ არ ვცდები და 2-1 წავაგეთ აქ

• provokat-2

სამწუხაროდ დამავიწყდა ვის ვეთამაშებოდით მაგრამ ეს ფაქტი კი კარგად მახსოვს... თამაშის დამთავრებას 15-20 წუთი აკლდა,ჩვენს ნაკრებს შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და ამ დროს უსერიოზულესი ტრამვა მიიღო კობიმ. მის ადგილას სხვა აუცილებლად საკაცით გავიდოდა მოედნიდან მაგრამ ლევანი არ მოერიდა არც ტრამვის გართულების საშიშროებას და არც კლუბიდაქნ მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებს. მან კვანჭალ-კვანჭალით ბოლომდე ჩაამთავრა თამაში და გმირობისა და სულიერი გაუტეხლობის მაგალითი მისცა ყველას

• devi

Jigaro! ჯიგარი ხარ!

• negredo

დინამოში ლევან მჭედლიძე გადმოდის??

• nika

კობი ბუნებით კარგი კაცია ფეხბურთში კი ნი რიბა ნი მიასო

• vako

კობი მარტლაც კაი ადამიანი ხარ და კაი ფეხბურტელი კაი იქნებოდა ტუნდაც ერტი წლიტ რომელიმე ქარტულ კლუბსჰი გიხილავდიტ მაგალიტად დინამოსჰი

• zako

აი კაციიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

• lasha

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ლევან კბოაშვილი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• Jigaro

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი,ვისაც ტრიბუნებიდან გინება არ ქნდეს მოსმენილი. ყოფილა შემთხვევები,რომ ჩვენი ვაიგულშემატკივარი აგინებდა ავთანდილს,მიშას, სლავას, მურთაზს, დათოს, ვოვას...სხვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საკმაოდ კარგი მახსოვრობა მაქვს, მაგრამ არასოდეს გამიგია შეეგინებინოთ გურამ პეტრიაშვილისა და ვიტალი დარასელიას მისამართით.თავად მიხვდებით რატომაც...უგულოდ და თავდაზოგვით არასდროს უთამაშიათ ამ თავმდაბალ ვარსკვლავებს. მიხარია, რომ ასეთი დღესაც გვყავს და ეს ნამდვილად ლევან კობიაშვილია...გაიხარე "კობი"!

• გიორგი

კობი ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ

• rosoneri_95

გაიხარე კობი. ყოველთვის ალალი და მართალი კაცი იყავი, ასეთივე ხარ მოედანზეც. სამომავლო წარმატებები შენს კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. არ შეიძლება, რომ შენ ქართველ (და არამარტო) ქომაგს არ უყვარდე. გენაცვალე გვიყვარხარ კობიი!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!