"ბარსელონას" ბრაზილიელი მარცხენა მცველი მაქსველი ივნისში, სავარაუდოდ, "მილანში" გადავა

ესპანური ამბები

იყო ინტერი, ახლა მილანი?

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარცხენა მცველი მაქსველი ივნისში, სავარაუდოდ, "მილანში" გადავა.

იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას ტაიე ტაივოს შემცვლელის პოვნა სურს, მაგრამ არის ერთი "დეტალი", მაქსველს მილანის მეორე კლუბში, "ინტერში" უთამაშია.

30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი არ უარყოფს "მილანის" ინტერესს.

ნილმარი: ფლა ან ფლუ?

როგორც ჩანს, 27 წლის ნილმარი ამ ზამთარს მაინც დატოვებს ესპანურ პრიმერა დივიზიონს. ბრაზილიური მედია ირწმუნება, რომ "ვილიარეალის" და სელესაოს თავდამსხმელის მომავალი კლუბი აუცილებლად ბრაზილიური იქნება.

სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად ნილმარმა გამოთქვა. დღეისათვის, ნილმარით "ფლამენგო" და "ფლუმინენსე" არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სერიოზულმა ტრავმამ ნილმარს საკუთარი შესაძლებლობების ხეირიანად გამოვლენის შანსი არ მისცა, მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია.

აგენტების წინააღმდეგ

"ბარსელონას" პრეზიდენტ სანდრო როსელს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფატინო გამოექომაგა და აღნიშნა, რომ ისიც სწორედ როსელივით ფიქრობს სატრანსფერო საკითხზე. ახლა რაშია საქმე - როსელმა განაცხადა, რომ დღევანდელ ფეხბურთში უსამართლოდაა დაყენებული სატრანსფერო საკითხი, როცა კლუბი უხდის ფეხბურთელის აგენტს და არა ფეხბურთელი.

"როსელს სავსებით ვეთანხმები ამ საკითხს. დიახ, აგენტს ფული იმან უნდა გადაუხადოს ვინც დაიქირავა - ანუ ფეხბურთელმა".

თუ ევროპაში გავალთ...

"ლევანტეს" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ, თუკი ვალენსიური კლუბი ევროსაგზურს მოიპოვებს, კლუბი "ამერიკას" ეკვადორელ ფორვარდს, კრისტიან ბენიტესს შეიძენს. მექსიკური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ბენიტესი ტრანსფერზეა.

შეგახსენებთ, რომ "ჩუჩოს" ევროპაში უკვე უთამაშია, მაგრამ 25 წლის ფორვარდმა "ბირმინგემ სიტიში" ვერ გაამართლა - პრემიერლიგაში სულ 3 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა