წლის ბოლოს ასეთ რამეს აღარავინ ელოდა, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა: ბუნდესლიგის აუტსაიდერ "ფრაიბურგში" მონასტერი აირია
წლის ბოლოს ასეთ რამეს აღარავინ ელოდა, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა: ბუნდესლიგის აუტსაიდერ "ფრაიბურგში" მონასტერი აირია.

ჯერ იყო და მწვრთნელმა მარკუს ზორგმა გუნდიდან ექვსი ფეხბურთელი მოკვეთა, ახლა კი კლუბის ხელმძღვანელებმა თავად 46 წლის ზორგი გაათავისუფლეს! მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ "ფრაიბურგს" ფოლკერ ფინკეს უდიდესი ერის (1991-2007) შემდეგ პირველად ემუქრება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე.

ზორგმა გუნდი ზაფხულში, მას მერე ჩაიბარა, რაც ყოფილი მწვრთნელი რობინ დუტი "ლევერკუზენში" გადავიდა და მის ხელში ბრაისგაუელები ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებენ.

ზოგადად, "ფრაიბურგი" მწვრთნელს ხშირად არ იცვლის ხოლმე. თავად განსაჯეთ: ფინკემ იქ 16 წელი იმუშავა, დუტმა კი - 4. როგორც ჩანს, კლუბის ბოსებს იმის ბოლო იმედიც გადაეწურათ, რომ ზორგის ხელში გუნდი გამოსწორდებოდა. გარკვეულია ისიც, რომ მარკუს ზორგის თანამდებობაზე მისი ასისტენტი, 46 წლის კრისტიან შტრაიხი დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა