"მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი იანვარში წინა ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში 26 წლის პოდოლსკიცაა
"კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკის არაერთი გუნდი რომ ეპატიჟება, ამის შესახებ რამდენჯერმე დავწერეთ.

მათ შორისაა ლონდონის "არსენალიც": "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იანვარში წინა ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში 26 წლის პოდოლსკიცაა. შეიძლება ამ ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს "არსენალის" გერმანელმა მცველმა, პერ მერტეზაკერმა. 27 წლის უკანახაზელი ყველანაირად ცდილობს, პოდოლსკის ლონდონში გადაბარგების პერსპექტივა მოაწონოს.

"იმედი მაქვს, რომ ვენგერი პოდოლსკის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ლუკასი ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, - აცხადებს მერტეზაკერი "დეილი მეილისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - მე ხშირად ვესაუბრები პოლდის და ვურჩევ, რომ ჩვენთან გადმოვიდეს."

ლუკას პოდოლსკის "კიოლნთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "არსენალი" მზადაა, გერმანულ კლუბს მის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა ლუკასისთვის ომში ინტენსიურად ჩაერთო რომის "ლაციოც". რამდენიმე დღის წინ იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერდა, პოლდიმ რომაულ კლუბს უკვე წინასწარი თანხმობა შეუთვალაო.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს, ის კი ფაქტია, რომ მას მერე, რაც 33 წლის მიროსლავ კლოზეს ტრანსფერმა გაამართლა, "ლაციოს" ბოსი კლაუდიო ლოტიტო თავდასხმაში კლოზე/პოდოლსკის ტანდემზე ოცნებობს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, თავად პოდოლსკი "ლაციოში" გადასვლისკენ იხრება.

"კიოლნის" მენეჯერ კლაუს ჰორსტმანის თქმით, მას ჯერ არც ლონდონიდან შეხმიანებია ვინმე და არც რომიდან, იმას კი ხვდება, რომ ამ კლუბების მხრიდან სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში, "თხებს" პოდოლსკის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა