20 წლის ანა ტატიშვილი (149) ვერც კი წარმოიდგენთ, ისე ახლოს იყო ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლასთან, მაგრამ მან ენით აუწერელი რამ ჩაიდინა...

20 წლის ანა ტატიშვილი (149) ვერც კი წარმოიდგენთ, ისე ახლოს იყო ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლასთან, მაგრამ მან ენით აუწერელი რამ ჩაიდინა... თუმცა ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში ქართველისა და მე-13 ნომრად განთესილი ჟუჟანა ონდრაშკოვას (121) მატჩის საკვანძო პერიპეტიებს ჩამოგიწერთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ:

1. პირველ სეტში ანამ მეტოქეს ზედიზედ ორი მოწოდება აუღო, 3:0 დაწინაურდა და... ეს სეტი 5:7 წააგო.

2. მეორე სეტში ჩვენებური უკვე 4:0-ს იგებდა, როცა კვლავ დათმო საკუთარი მოწოდება, კიდევ კარგი, ამჯერად ანამ საქმე ბოლომდე მიიყვანა, სეტი 6:2 მოიგო.

3. გადამწყვეტ სეტში ანა 4:3-ს იგებდა, როცა თავისი მოწოდება ნულზე წააგო!

4. ისევ ამ სეტში: ანგარიში 6:5-ია ანას სასარგებლოდ, მას მხოლოდ საკუთარი მოწოდების მოგება სჭირდება და ძირითად ბადეშია - ანა ისევ ნულზე აგებს საკუთარ მოწოდებას!

5. მიმდინარეობს ტაი-ბრეიკი, ანგარიში ისეთია, ქართველს ორი ჩაგდებაღა აშორებს მიზანთან, 5:1-ს იგებს და... გადამწყვეტ მომენტში ანა ზედიზედ 6 გათამაშებას და მასთან ერთად მატჩსაც აგებს. ამას ხომ მოხერხება უნდა!

არ არსებობს სხვა მიზეზი, ვერანაირი გადაღლით ან სხვა ფაქტორით ასეთ მარცხს ვერ ავხსნით, მით უმეტეს, რომ ადრეც მოქცეულა ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი მსგავსად - პრობლემა სპორტსმენის ფსიქოლოგიაშია და ამას დროულად უნდა მიეხედოს. ჩოგბურთელი ყველანაირად მზადაა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ, გარდა ფსიქოლოგიური განწყობისა. კარგი იქნება, თუკი ანა ამ ნაკლს სპეციალისტთა დახმარებით დროულად აღმოფხვრის. პოტენციალსაც გამოყენება უნდა, თორემ დრო არ იცდის - ახალგაზრდულ ასპარეზზე მისი ხშირი მეწყვილე, დანიელი ვოზნიაცკი აგერ, მსოფლიოს კორტებს აზანზარებს...

ერთიცაა, ამერიკის ღია პირველობის ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში ფორტუნა მართლაც უმოწყალოდ მოექცა ჩვენებურს და, ვშიშობთ, ამან დაღი არ დაასვას მის თამაშს. შორს წასვლა არ გვჭირდება, გავიხსენებთ სოფიო შაფათავას ავსტრალიურ ფიასკოს (როცა ჩოგბურთელი გაემგზავრა მწვანე კონტინენტზე, მაგრამ ბადეში ვერ მოხვდა), შაფათავას მთელი სეზონი დასჭირდა ამ სტრესისგან თავის დასაღწევად და კარიერის საუკეთესო ნიშნულს ჯერაც ვერ დაუბრუნდა.

ონდრაშკოვა-ტატიშვილის მატჩს დავუბრუნდეთ: I სეტი 58 წუთს გაგრძელდა, II - 36 წუთს, ბოლო კი საათსა და 5 წუთს. ტატიშვილმა დაუშვა 9 ორმაგი შეცდომა (4-ის წინააღმდეგ), დანარჩენი ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი ჩვენებურს უკეთესი ჰქონდა, მაგრამ ძირითად ბადეში ჩეხი ითამაშებს...

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა