ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

NBA: ბოსტონური კრიზისი

NBA: ბოსტონური კრიზისი

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სეზონი სამიდან სამი გამარჯვებით დაიწყო ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა "მაიამი ჰიტმა"
სამიდან სამი მოგებით დაიწყო რეგულარული ჩემპიონატი ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა "მაიამი ჰიტმა". თუმცა გუშინ, ფლორიდელებს მოულოდნელად ძალიან გაუჭირდათ სტუმრად "შარლოტ ბობკეტსის" დამარცხება.

პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდი მთლიანად დომინირებდა ფარქვეშ ბრძოლაში. "შარლოტმა" ათით მეტი მოხსნა შეასრულა და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 60:45. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მასპინძელთა რიგებში ფრანგი ბორის დიაო, რომელმაც შეხვედრა 16 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა.

"მაიამი" მესამე მეოთხედში გამოფხიზლდა და ბრწყინვალე დაცვით გამოასწორა სიტუაცია. ამ 12 წუთის განმავლობაში "შარლოტი" 25-ჯერ ფლობდა ბურთს და აქედან "ჰიტმა" მეტოქეს 12-ჯერ დააშვებინა შეცდომა. სწორედ ამის ხარჯზე "მაიამიმ" ეს მეოთხედი 14 ქულის სხვაობით მოიგო და ბოლო 12-წუთეულის წინ "შარლოტის" უპირატესობა ერთ ქულამდე დავიდა.

მეოთხე მეოთხედში თამაში, ძირითადად, ქულა ქულაში მიდიოდა. ბრწყინვალე იყო ამ დღეს ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 35 ქულით, 6 მოხსნისა და 7 შედეგიანი პასით დაასრულა შეხვედრა, თუმცა მთავარი სიტყვა "მაიამის" მეორე ლიდერმა დუეინ უეიდმა თქვა. საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე, როცა "შარლოტი" წინ იყო 95:94, სწორედ უეიდმა ჩააგდო გამარჯვების მომტანი ბურთი. 96:95 - "მაიამის" სასარგებლოდ და ეს გუნდი სამიდან სამი მოგებით ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას.

მემფისში გასული წლის ნახევარფინალისტთა დაპირისპირება შედგა. "ოკლაჰომამ" "მაიამის" მსგავსად სამ მატჩში ასპროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია, ამასთან, კევინ დურანტმა ისევ დააგროვა 30 ქულაზე მეტი. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში შედეგიანობის ეს ზღვარი "ოკლაჰომას" წარმატების ერთგვარი ბარომეტრი იყო. გუნდმა 29-დან 24 მატჩი მოიგო იმ დროს, როცა მისმა ლიდერმა 30 ან მეტი ქულა დააგროვა.

ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო მომენტს ჰქონდა ადგილი. ჯერ ერთი, რასელ უესტბრუკმა მთლიანად ჩააგდო მატჩი - 13-დან ვერც ერთი ტყორცნა ვერ მოათავსა კალათში; კევინ დურანტმა საწყისი შვიდი ტყორცნიდან ექვსი ააცილა, მაგრამ შემდეგ გაასწორა მიზანი და თავისი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა; "მემფისმა" თამაშიდან პირველი ბურთი სასტარტო მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩააგდო; ორივე გუნდმა თითქმის მიაღწია 100-ქულიან ზღვარს, მაგრამ ტყორცნების გამოყენების პროცენტი 40-ს არ აღემატებოდა; "გრიზლისმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო იმ დროს, როცა მისმა სამმა ლიდერმა ორმაგი დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, დურანტისა და ჯეიმს ჰარდენის აუღელვებელმა და კონცენტრირებულმა თამაშმა სტუმრებს საგარეო გამარჯვება მოუტანა.

ღრმა კრიზისში იმყოფება "ბოსტონი". "კელტებმა" 2007 წლის შემდეგ პირველად წააგეს სეზონის სასტარტო სამი მატჩი. პოლ პირსის გარეშე "ბოსტონის" დაცვა და შეტევა არაფრად არ ვარგა. თუმცა "ნიუ ორლეანთან" "სელტიქსის" წაგებას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, მით უმეტეს, რომ "ჰორნეტსს" თავისი ახალი ლიდერი ერიკ გორდონი არ ჰყავდა, რომელმაც პირველ მატჩში მუხლი დაიზიანა. სამაგიეროდ, შემადგენლობაში დაბრუნდა ჯარეტ ჯეკი და ის მატჩის მთავარი გმირი გახდა. რაჟონ რონდომ ვერ შეძლო მისი შეჩერება.

დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა არა მარტო შეტევაში ითამაშეს კარგად, არამედ შესანიშნავი დაცვა ააწყვეს. "ჰორნეტსმა" "ბოსტონს" თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 37 პროცენტი ჩააგდებინა. შემდეგ მატჩში "სელტიქსს" წესით პირსი უნდა დაუბრუნდეს და შესაძლოა, მაშინ ფავორიტმა პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

"სან ანტონიომ" აკადემიურ სტილში მიუჩინა თავისი ადგილი "კლიპერსს". მანუ ჯინობილიმ და ტონი პარკერმა მიუთითეს კალიფორნიელთა მთავარ მწვრთნელ ვინი დელ ნეგროს, რომ მას დაცვის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ ბევრი შრომა დასჭირდება. სტუმრები უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდნენ. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "სპურსის" წინა ხაზი უბრალოდ მოთელვას გადიოდა და ვარჯიშზე კომბინაციებს ხვეწდა.

"კლიპერსის" ზოგიერთმა მოთამაშემ, მათ შორის გრიფინმა, გომესმა და ბილაპსმა ჩათვალეს, რომ "ბებერი" "სპურსის" წინააღმდეგ დაცვაში თამაში საჭირო არ იყო. სტუმრებმა ერთადერთხელ გაიბრწყინეს, როცა მეორე მეოთხედის ბოლოს ხუთ წუთში ხუთი სამქულიანი ჩააგდეს და 14-ქულიანი ჩამორჩენა მთლიანად გააბათილეს. "სან ანტონიო" ამან არ შეაშინა და თავისი სპურტით უპასუხა მესამე მეოთხედში.

დღის ბოლო მატჩში "გოლდენ სტეიტმა" "ჩიკაგოს" შემდეგ "ნიუ იორკიც" დასაჯა. აშკარაა, რომ "მეომრების" ახალი მთავარი მწვრთნელი მარკ ჯექსონი ჯერჯერობით შესანიშნავად უძღვება საქმეს.

რაც მთავარია, გუნდმა დაცვაში თამაში ისწავლა. "უორიორზმა" უბრალოდ გაანადგურა ფარქვეშ "ნიქსის" წინა ხაზი და მეტოქეზე 21-ით მეტი მოხსნა დააგროვა. ოკლენდელების მსუბუქი ფორვარდი დომინიკ მაკგუაიერი, რომელსაც ამ მატჩამდე სახეზე ბევრი არ იცნობდა, ინდივიდუალური დაცვის ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა კარმელო ენდტონის. მან მთლიანად დაკეტა "ნიქსის" ვარსკვლავი, ხოლო ამარე სტაუდმაიერს უნარიანად უმკლავდებოდნენ ფარქვეშ კვამე ბრაუნი, ანდრეს ბიედრინში და ეკპე უდო.

სტუმრებმა ვერაფრით შეაჩერეს მონტა ელისი და განსაკუთრებით ბრენდონ რაში, რომელიც ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს მოედანზე. საერთო ჯამში, "ნიუ იორკმა" მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, "მეომრები" კი შინ ავტორიტეტებს არ ცნობენ.

ტორონტო-ინდიანა 85:90

11:18, 23:20, 21:25, 30:27

ტ: დეროზანი (22), ბარნიანი (21+5 პასი), ბეილესი (13), ჯ. ჯონსონი (6+8 მოხსნა+6 ჩაჭრა), ა. ჯონსონი (2+10 მოხსნა).

ი: გრეინჯერი (21+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯორჯი (18), უესტი (14+6 მოხსნა), ჰიბერტი (12+10 მოხსნა), კოლისონი (10+12 პასი), ჰენსბრო (8+8 მოხსნა).

ატლანტა-ვაშინგტონი 101:83

26:17, 29:25, 30:22, 16:19

ა: ჯონსონი (18), მ. უილიამსი (17+8 მოხსნა), სმიტი (15+10 მოხსნა), ჰორფორდი (11+10 მოხსნა), ტიგი (11+5 პასი), მაკგრეიდი (11).

ვ: იანგი (21), უოლი (20+6 პასი), მაკგი (15+12 მოხსნა), ლუისი (13).

ნიუ ორლეანი-ბოსტონი 97:78

24:18, 24:21, 24:24, 25:15

ნ-ო: ჯეკი (21+9 პასი), ლენდრი (20+11 მოხსნა), ოკაფორი (13+6 მოხსნა+5 დაფარება), ბელინელი (13+6 მოხსნა), კამანი (12+9 მოხსნა), არიზა (8+6 მოხსნა).

ბ: ალენი (15), რონდო (13+6 პასი), ბასი (11), დულინგი (10), გარნეტი (8+7 მოხსნა), სტიემსმა (2+6 დაფარება+4 მოხსნა).

სან ანტონიო-კლიპერსი 115:90

26:19, 32:35, 38:17, 19:19

ს-ა: ჯინობილი (24+6 პასი), ბლეირი (20+6 მოხსნა), ჯეფერსონი (19), პარკერი (14+9 პასი), ანდერსონი (12), დანკანი (10+8 მოხსნა).

კ: გრიფინი (28+9 მოხსნა), უილიამსი (12), ბატლერი (12), ბილაპსი (11), პოლი (10+9 პასი), ჯორდანი (8+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება).

ფინიქსი-ფილადელფია 83:103

18:25, 16:23, 20:32, 29:23

ფინ: პრაისი (16), უორიკი (14), ჰილი (14).

ფილ: იგუოდალა (15+6 პასი+4 ჩაჭრა), იანგი (15+5 მოხსნა), ჰოლიდეი (15), უილიამსი (13+5 პასი), ტერნერი (12+7 მოხსნა), მიქსი (12), ჰოსი (9+11 მოხსნა).

შარლოტი-მაიამი 95:96

32:20, 28:25, 10:24, 25:27

შ: ჰენდერსონი (21), ოგუსტინი (20+6 მოხსნა+5 პასი), დიაო (16+16 მოხსნა+8 პასი), უოკერი (14), უაიტი (8+11 მოხსნა+3 დაფარება).

მ: ჯეიმსი (35+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ბოში (25+6 მოხსნა), ჩელმერსი (15), უეიდი (10).

დეტროიტი-კლივლენდი 89:105

23:25, 16:25, 30:29, 20:26

დ: გორდონი (25), ნაიტი (23+6 პასი), სტაკი (11), პრინსი (10), მონრო (10+7 მოხსნა).

კ: სამუელსი (17), სეშენსი (17+7 მოხსნა+6 პასი), ჯეიმისონი (15), ირვინგი (14+7 პასი), ვარეჟაო (10+7 მოხსნა), ტომპსონი (10), გიბსონი (8+6 მოხსნა).

მემფისი-ოკლაჰომა 95:98

20:23, 29:31, 21:18, 25:26

მ: რენდოლფი (24+12 მოხსნა), გეი (19+12 მოხსნა), გასოლი (16+12 მოხსნა), პარგო (15+7 პასი), ალენი (9).

ო: დურანტი (32+8 მოხსნა), ჰარდენი (20+7 მოხსნა), პერკინსი (10).

დენვერი-იუტა 117:100

28:23, 35:23, 25:20, 29:34

დ: ნენე (25+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარინგტონი (18+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლოუსონი (15), გალინარი (11+5 მოხსნა), ფერნანდესი (11+8 მოხსნა), აფლალო (10+5 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (19+5 მოხსნა), ბარქსი (15), მაილზი (13), მილსეპი (13+8 მოხსნა), ჰარისი (10), ჰაივორდი (10+7 პასი).

გ. სტეიტი-ნიუ იორკი 92:78

21:23, 16:20, 27:21, 28:14

გ-ს: ელისი (22+8 პასი), რაში (19+6 მოხსნა), ლი (13+5 მოხსნა), სმიტი (11+6 მოხსნა), რაიტი (8+8 მოხსნა), ბრაუნი (3+10 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (16+10 მოხსნა), ფილდსი (14), უოკერი (14), ენტონი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო

[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა

[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს