"ბენდელას თასის" 21-ე გათამაშების ფინალურ შეხვედრაში თსუ-მ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სეუ დაამარცხა
გუშინ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონზე "ბენდელას თასის" 21-ე გათამაშება დასრულდა. ფინალში შარშანდელი გამარჯვებული სეუ ფუტსალელებით დაკომპლექტებულ თსუ-ს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ სეუ ძლიერი მეტოქე იყო (მის რიგებში გამოდიოდნენ რევაზ თევდორაძე, დავით ოდიკაძე, გიორგი ნავალოვსკი, სერგი ორბელაძე, გიორგი ჩივაძე, გიორგი კახელიშვილი, შოთა კუბლაშვილი, დავით გოგოლაძე, გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია), თსუ პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა - თეზი ბარამიძის დუბლს კახა მაისაიამ მესამე გოლიც დაურთო.

მეორე ტაიმში სეუ გამოცოცხლდა, ანგარიში ჯერ ჩივაძემ შეამცირა, მერე კაშიამ, სეუ-ს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა და ბოლო წუთებზე მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ ჩინებულად თამაშობდა თსუ-ს მეკარე თორნიკე ბუკია.

საბოლოოდ, თსუ-მ 3:2 გაიმარჯვა და "ბენდელას თასს" დაეუფლა. ტურნირის ორგანიზატორებმა, ძმებმა ქართლოს და კახა ჭუმბურიძეებმა, თბილისის ფედერაციამ და "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" საუკეთესოები დააჯილდოვეს:

საუკეთესო მეკარე - თორნიკე ბუკია (თსუ).

საუკეთესო მცველი, ლევან ჟორდანიას ფონდის პრიზი - შოთა კუბლაშვილი (სეუ).

საუკეთესო ნახევარმცველი - თეზი ბარამიძე (თსუ).

საუკეთესო თავდამსხმელი - გურამ კაშია (სეუ).

საუკეთესო ფეხბურთელი - კახა მაისაია (თსუ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა