ბაქოს "ინტერის" 24 წლის თავდამსხმელი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თათბირობს
უკვე გაცნობეთ, რომ აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ დეკემბერში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ბაჩანა ცხადაძე დაასახელა. ბაჩანას სამახსოვრო თასი და "უნიბანკისგან" 1111 აზერბაიჯანული მანათი გადაეცა.

შეგახსენებთ, 24 წლის თავდამსხმელი დეკემბერში გამართულ 4 შეხვედრაში ბაქოს "ინტერს" 3 უმნიშვნელოვანესი გოლით დაეხმარა - გასვლაზე უშუალო კონკურენტ ლენქორანის "ხაზარს" და მის ყოფილ კლუბ ზაქათალის "სიმურგს" გაუტანა, შინ კი - ლიდერ ბაქოს "ნეფთჩის" და ამით მამის, კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდის მეორე ადგილზე დამკვიდრებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"როდესაც საუკეთესოდ დამასახელეს, ვთქვი, რომ ჩემთვის პირად აღიარებაზე მნიშვნელოვანი აზერბაიჯანის ჩემპიონობაა. მაგრამ, რა დასამალია, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, იმ წუთში იმაზეც ვფიქრობდი, რომ გავამართლე მამაჩემის და კლუბის ხელმძღვანელობის იმედები.

კახამ იმიტომ კი არ ამიყვანა, რომ შვილი ვარ, პირიქით, ეს ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებს - არ უნდა შევარცხვინო არც საქართველო და არც მამა. ამის გამო ყველა შეხვედრაში ორმაგად კონცენტრირებული ვთამაშობდი.

ასეთი წარმატებების შემდეგ "ინტერში" ბევრი ქართველის ყოფნაზეც ნაკლები პრეტენზიები გაჩნდება, რადგან გუნდში ტყუილად არავინ ჩარიცხულა. ჩემი აღიარება ყველას ძალიან გაუხარდა, გუნდელებსაც, თანამშრომლებსაც, ცხადია, ხელმძღვანელობასაც, რადგან "ინტერის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც ეს პრიზი ხვდა წილად", - ამბობს ცხადაძე.

ბაჩანას "ინტერთან" კონტრაქტი მაისის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაწყებულია: "მაისის ბოლომე "ინტერში" ვარ, მაგრამ დავრჩები თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვი, ეს ან ახალი წლის, ან სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა