22 წლის ნახევარმცველმა "შახტართან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იქ გადასვლამდე კი სამ თვეს "ილიჩივეცში" გაატარებს
2011 წელი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო - ეს იყო დავით თარგამაძის წელი, რომელიც მისი ხმაურიანი ტრანსფერითვე დასრულდა: თარგამაძესა და დონეცკის "შახტარს" შორის მოლაპარაკება ოთხშაბათს დაიწყო და გუშინ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმებით დასრულდა.

"შახტარმა" ოფიციალურადაც დაადასტურა "ოლექსანდრიადან" 22 წლის დავით თარგამაძის გამოსყიდვა. შეგახსენებთ, თარგამაძე 2008-10 წლებში გერმანული "ფრაიბურგის" წევრი იყო, 2010-შივე კი უკრაინულ "ოლექსანდრიაში" გადავიდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. უკრაინული გრანდი სწორედ ამ კლუბში თამაშისას დააინტერესა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გუშინ დათოს დონეცკში დავუკავშირდით.

- ძლიერ კლუბში ჩარიცხვას გილოცავ.

- დიდი მადლობა, ბედნიერი ვარ, რომ ევროპაში ანგარიშგასაწევ გუნდში მოვხვდი. "შახტარი" დიდი გუნდია და იმედია, თავის დამკვიდრებას მოვახერხებ.

- ითქვა, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაგანათხოვრებდნენ.

- ასეც იქნება, სამი თვით მარიუპოლის "ილიჩივეცში" ვითამაშებ, ახალი სეზონისთვის კი "შახტარში" დავბრუნდები. კლუბის პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი თავად დამიკავშირდა და მითხრა, ზაფხულში დონეცკში გელოდებითო.

- მოლაპარაკება ორი დღე რატომ გაგრძელდა?

- პირადი კონტრაქტის პირობებს ვათანხმებდით, მერე სამედიცინო შემოწმება გავიარე, ამას კი დრო სჭირდებოდა.

გუშინ ცნობილი გახდა "ოლექსანდრიას" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგიც: მათ თარგამაძე კლუბის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

20-დღიან გამოკითხვაში მონაწილეობა 8 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს მხარი დაუჭირა 1350-მა ქომაგმა. მეორე იყო მეკარე იური პანკოვი (1190 ხმა), მესამე - ნახევარმცველი ანდრეი გინჩენკო (1149).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა