ქუთაისის ძალოსნობის დარბაზმა ამ სახეობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა
ქუთაისის თვითმმართველობის დაფინანსებითა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის მხარდაჭერით ქუთაისის ძალოსნობის დარბაზმა სპორტის ამ სახეობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.

ქუთაისისთვის ეს იყო 2011 წლის ბოლო სპორტული ღონისძიება. შეჯიბრებამ საინტერესოდ ჩაიარა. განსაკუთრებით, ემოციური ფონი მაღალი წონითი კატეგორიის წარმომადგენელთა გამოსვლას ახლდა. 77კგ-ში დავით ხარატაშვილის და ჯაბა ჩიბურდანიძის პაექრობა იყო აღსანიშნავი.

ხარატაშვილმა ატაცში მეტოქეს 1 კგ-ით აჯობა, მაგრამ ჩიბურდანიძე უკეთ აკვრაში გამოვიდა და საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა. 94 კგ-ში ქუთაისელ ვაჟა ღონღაძის და ზუგდიდელ იკა ცანავას ჭიდილი. საბოლოოდ ორჭიდის ჯამში ცანავამ 5 კგ-ით აჯობა მეტოქეს. კარგად იასპარეზა ქუთაისელმა ალუდა მანაგაძემ (105კგ.), რომელმაც ორჭიდის ჯამში 385 კგ. დაძლია და ტურნირის საუკეთესო ძალოსანი გახდა. გამარჯვებულები და პრიზიორები კახი კახიაშვილმა დააჯილდოა.

"ეს ტურნირი ქუთაისში მეექვსედ ჩატარდა და ამჯერადაც ძალიან კარგად. გაისიდან ქუთაისის თვითმართველობის დახმარებით საერთაშორისო ტურნირი იგეგმება მეზობელი ქვეყნების ძალოსნების მონაწილეობით. ჩვენში ძალოსნობას დიდი ტრაციციები აქვს, ახალი თაობაც საიმედო მოდის.

გამოცდილი სპეციალისტის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელიც ჩემის აზრით, 2 წელიწადში მსოფლიოს ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. საქართველოში ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ძალოსნები, მაგრამ ძლიერი გუნდი არასდროს გვყოლია.

ახლა კი მუშაობა იქეთკენ არის მიმართული, რომ ანგარიშგასაწევი გუნდით მომავალ ოლიმპიადებზე საქართველოდან რამდენიმე ძალოსანმა იასპარეზოს. ქუთაისის ძალოსნობის სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ნაკრებში რამდენიმე ქუთაისელია და იმედი მაქვს, რომ ისინი წარმატებებით გაგვახარებენ" - თქვა კახი კახიაშვილმა.

კვარცხლბეკი

ორჭიდი

50კგ.

1. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 130კგ

2. ბექა გორგაძე (აჭარა) - 125

3. შოთა ომარაშვილი (თბილისი) - 118

56კგ.

1. რამინ შამილიშვილი (ქუთაისი) - 203

2. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) - 143

3. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 155

62კგ.

1. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) - 230

2. ლერი ბენდელიანი (წყალტუბო) - 206

3. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) - 190

69კგ.

1. შოთა მიშველაძე (ქუთაისი) - 275

2. რომა სარქისიანი 9ქუთაისი) - 257

3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) - 246

77კგ.

1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა) - 315

2. დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი) - 311

3. ვახტანგ ნემსაძე (ქუთაისი) - 235

85კგ.

1. ზაურ დევაძე (თბილისი) - 322

2. თემურ პერტაია (ზუგდიდი) - 286

3. ლაშა კოპალიანი (წყალტუბო) - 281

94კგ.

1. იკა ცანავა (ზუგდიდი) - 340

2. ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი) - 335

3. ვაჟა კაპანაძე (ქუთაისი) - 225

105კგ.

1. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი) - 385

2. ვილი ალქსიძე (აჭარა) - 340

+105კგ.

1. გიორგი თურმანიძე (თბილისი) - 316

2. ზვიად ქაჯაია (წყალტუბო) - 316

საუკეთესო ათეული სინკლერის ცხრილის მიხედვით:

1. ალუდა მანაგაძე (409.4)

2. ჯაბა ჩიბურდანიძე (393.3)

3. დათო ხარატიშვილი (384.7)

4. იკა ცანავა (380.8)

5. შოთა მიშველაძე (378.6)

6. ზაურ დევაძე (377.6)

7. ვაჟა ღონღაძე (373.2)

8. ვილი ალქსიძე (349.8)

9. თემურ პერტაია (344.2)

10. ლაშა კოპალიანი (344,2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა