ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გურამ კაშია: "ჩელსი"? ინტერესი არის, მაგრამ გასარკვევია

გურამ კაშია: "ჩელსი"? ინტერესი  არის, მაგრამ გასარკვევია

ახლახან გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ვიტესის" 24 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" დაინტერესდა
თუკი ვინმესთვის იყო 2011 წელი წარმატებული, უპირველესად, გურამ კაშიასთვის: იანვარში თბილისის "დინამოდან" არნემის "ვიტესში" გადავიდა, იქ გუნდის კაპიტანი გახდა, წლის მიწურულს პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ჰოლანდიის ერედივიზიეს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ახლახან კი გაჩნდა სენსაციური ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" დაინტერესდა.

გურამს თბილისში ყოფნისას ვესაუბრეთ.

- ჰოლანდიური მედია ფეხბურთს კარგად აშუქებს, მეც წლეულს სხვადასხვა გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში ექვსჯერ თუ შვიდჯერ მოვხვდი. ეს "ვიტესის" კარგი თამაშის დამსახურებაა, მეც რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე და, ეტყობა, პირველი წრის სიმბოლურშიც ამიტომ მოვხვდი.

- საქართველოდან ჰოლანდიის ჩემპიონატში მოხვედრა დიდი ნახტომია, პირველი წრის სიმბოლურში დასახელება კი - მოულოდნელი და გასახარი ამბავი.

- მე ჩემი თავის ყოველთვის მჯეროდა, სხვანაირად ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ. თავიდან ცოტა რთულად დავიწყე, ჯერ მარჯვენა ფლანგზე დამაყენეს, შემდეგ ცენტრში შემწიეს და გავიხსენი, ენის ბარიერიც გადავლახე, ინგლისურად ვლაპარაკობ და ჩემი უკვე კარგად ესმით, რაც ადაპტაციაში დამეხმარა. მერე ახალი მწვრთნელი დაგვინიშნეს, რომელმაც გუნდის კაპიტნად შემიგულა. ეტყობა, მწვრთნელმა ჩემში რაღაც თვისებები შენიშნა, გუნდის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს დაელაპარაკა, რომლებსაც ჩემი კაპიტნობის იდეა მოეწონათ და გუნდმა ამირჩია. ეს ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

თუმცა კაპიტნობა საკმაოდ ძნელია, მით უფრო, უცხოეთში, ორმაგად მოგეთხოვება და მეტი პასუხისმგებლობაც გაკისრია.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შენით "ჩელსი" დაინტერესდა.

- ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

- მაგრამ შენთვის "არისტოკრატების" დაინტერესება ცნობილია.

- ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ ინტერესი არის, მაგრამ ლონდონელებმა "ბოლტონიდან" კეჰილი უკვე იყიდეს. მოკლედ, უნდა გავარკვიო, რა ხდება.

- ამ თემაზე არავისთან გილაპარაკია?

- სერიოზულსდ ჯერ მერაბ ჟორდანიასთანაც კი არ მილაპარაკია.

- შევიტყვეთ, რომ შენით მოსკოვის "დინამო" და ცსკა-ც დაინტერესდნენ.

- კონკრეტულად ამ გუნდებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ წინადადებები არის რუსეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის კლუბებიდან. სხვა საქმეა, გამიშვებს კი "ვიტესი" ახლა?

- რატომ არ გაგიშვებს?

- ჩვენ წლეულს ჩვენი ამბიციები გვაქვს, სამეულში მოხვედრა გვსურს, ასეთ დროს კი ფეხბურთელებს არ უშვებენ.

- შენ და ჭანტურიას ისედაც გიცნობდნენ, ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ვაკო ყაზაიშვილის თქვენთან გამოჩენა იყო.

- ვაკოს დებიუტი "ტვენტესთან" ჰქონდა. ბევრი იმუშავა, თავდაჯერება შეემატა და დაამტკიცა, რომ თამაში შეუძლია. შემდეგ ტურში კი გოლი გაიტანა და ყველა გაგვაოცა, ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ჭანტურია და ყაზაიშვილი 18 წლისანი არიან და, ცხადია, ჯერ სტაბილურობა აკლიათ. ამ ასაკში მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ორივე ნიჭიერია და იმედია, დიდი ფეხბურთს ითამაშებენ.

სხვათა შორის, არა მხოლოდ მე, ჭანტურიასა და ყაზაიშვილსაც არაერთი შეთავაზება აქვთ.

ვერ ვიტყვი, რომ ჰოლანდიაში საქართველოზე არაფერი იცოდნენ, იქ ადრე შოთას, აჩიკოს და ქინქლაძეს უთამაშიათ და ისინი კარგად ახსოვთ. მათ შემდეგ კიდევ სამი ქართველი ერთ გუნდში რომ გამოვჩნდით და თავი ასე თუ ისე გამოვიჩინეთ, სხვა თვალით შემოგვხედეს. უკვე ამბობენ, რომ პატარა საქართველოშიც ყოფილან ტალანტები და თამაში გვცოდნია. ვფიქრობ, ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგია.

- 2011 წლის დასაწყისში ასეთ ჩინებულ სეზონს, ალბათ, ვერც წარმოიდგენდი.

- მეოცნებეობა არც მახასიათებს, უფრო ამბიციები მაქვს. მაგრამ საუკეთესო ფიქრებშიც ძნელი წარმოსადგენი იყო, ჰოლანდიაში წრის სიმბოლურ ნაკრებში თუ მოვხვდებოდი. ეს კარიერაში ძალიან წამადგება.

- ახალ წელს რას ისურვებდი?

- რა ტკივილები და უბედურებაც გადაიტანა, ამის შემდეგ საქართველოს და ჩვენს ხალხს, უპირველესად, მშვიდობას ვუსურვებ. მერე ქვეყნის წინსვლას, ხალხს კი ჯანმრთელობას, დიდ ბედნიერებასა და სიხარულს. ჩემთვის კი ვისურვებდი, 2012 წარმატებულად გაგრძელებულიყოს. თავადაც ძალიან მაინტერესებს, რამდენი შემიძლია.

- ჩვენ კი "ჩელსიში" ან მსგავსი დონის კლუბში გადასვლას გისურვებთ.

- რადგან ასე დაიწერა, ტყუილი არ იქნება. იმ წყაროს, რომელმაც პირველად გაავრცელა ეს ცნობა, სერიოზული კავშირები აქვს და უსაფუძვლოდ არაფერს მოიგონებდნენ. ინტერესი არის და ასეთი სერიოზული კლუბის ყურადღება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, მაგრამ, ვიმეორებ, კონკრეტული მოლაპარაკება არავისთან მქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gaga

გურამ კაი ფეხბურთელი ხარ და კაი ადამიანიც და წარმატებას გისურვებ მომავალში მალე ჩელსის კაპიტნადაც გვენახე

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა